ჭაბუა ამირეჯიბი

ჭაბუა ამირეჯიბის და ოთარ იოსელიანის სახალისო ისტორია

ჭაბუა ამირეჯიბის და ოთარ იოსელიანის სახალისო ისტორია

მწერალ ჭაბუა ამირეჯიბისა და რეჟისორ ოთარ იოსელიანის სახალისო ისტორიას მწერლის შვილი ქუცნა ამირეჯიბი იხსენებს: “ერთხელ დილით ოთარი ჭაბუასთან მივიდა. 1969 წელია. ზარი დარეკა. კარი ჭაბუამ გაუღო. ოთარმა სალამს გვერდი აუარა და უტიფრად ჰკითხა: — Водка есть? — Нету – გაეღიმა ჭაბუას. — Пшел на@@й… — მიტრიალდა ოთარი და კიბეზე დაეშვა მოწყენილი. გავიდა ორი დღე. ისევ […]

გრაფი სეგედის პროტოტიპი “დათა თუთაშხიაში”

გრაფი სეგედის პროტოტიპი "დათა თუთაშხიაში"

მწერლის ჭაბუა ამირეჯიბის რომანში “დათა თუთაშხია” არის ასეთი გმირი – გრაფი სეგედი. ბევრმა ალბათ არ იცის, რომ ეს პერსონაჟი მოგონილი არ არის. გრაფი სეგედის პროტოტიპი უნგრული წარმოშობის რუსი ოფიცერი პორუჩიკი ევგენი პეტრეს ძე სეგედია. ის დასავლეთ ციმბირის ნოვო-ჩუმკას ოსეტროვოს ბანაკში იჯდა ჭაბუა ამირეჯიბთან ერთად. რეაბილიტაციის შემდეგ ევგენი სეგედი უზბეკეთის რუსულ აკადემიურ თეატრში მსახიობად მუშაობდა.

ძალიან საინტერესო ცნობა ჭაბუა ამირეჯიბზე

ძალიან საინტერესო ცნობა ჭაბუა ამირეჯიბზე

მწერალ ჭაბუა ამირეჯიბზე ძალიან საინტერესო ცნობას გვაწვდის მწერალი და პოეტი დავით შემოქმედელი: ,,დათა თუთაშხიას” ავტორობასთან დაკავშირებით: ძველი თაობის მწერლებს ჩემთვის მოუყოლიათ, რომ გვახსოვს როგორ მუშაობდა ამ რომანზეო. ოღონდ, დაუდასტურებელად, ეჭვის დონეზე, რაც მათ იცოდნენ ამბობდნენ, რომ ჭაბუას ხელში ჩაუვარდა შალვა ამირეჯიბის ჩანაწერები, რომელიც ემიგრაციაში იყო გაქცეული, იყო პოეტი, ვერიკო ანჯაფარიძის პირველი მეუღლე, ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამოაზრე. […]

ის, რაც ჭაბუა ამირეჯიბზე უნდა ვიცოდეთ

ის, რაც ჭაბუა ამირეჯიბზე უნდა ვიცოდეთ

კლასიკოსი მწერლის ჭაბუა ამირეჯიბის შესახებ ბევრი ამბავია ცნობილი, თუმცა ნოდარ დუმბაძის შვილი – მანანა დუმბაძე მისთვის განსაკუთრებით ძვირფას ისტორიას იხსენებს: “შვედ პოეტ პიტერ კურმანს ოცნებად ჰქონდა გადაქცეული, ისე არ წასულიყო ამ ქვეყნიდან, ძველი მეგობარი, ჭაბუა ამირეჯობი გულში არ ჩაეკრა. ღმერთმა უსმინა და ბევრი წლის შემდეგ ჩვენ, სხვა შვედ მწერლებთან ერთად, ბატონ ჭაბუას სახლში ვეწვიეთ. იქ […]

მწერლები ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ

მწერლები ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ

ქართველი მწერლები ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ გაერთიანდნენ და საერთაშორისო პენ-კლუბის პრეზიდენტს ლონდონში საგანგებო წერილი გაუგზავნეს. ისტორიას კონსტანტინე გამსახურდია‎ იხსენებს: “ახლოვდება 6 იანვარი – მეხსიერებაში დგებიან სურათები, რომლებიც 28-ე წელია, უმძიმეს ტრავმად აწვება საქართველოს შვილთა სულებს: მბოლავი და ალმოდებული მთავრობის სასახლე, დამხობილი ხელისუფლება, დამწვარი და დანგრეული რუსთაველი. მოვლენები, რომლებიც სასურველია აღარასოდეს განმეორდნენ. აქამდე ქვეყანა მივიდა. ქვემოთ მხოლოდ […]

ჭაბუა ამირეჯიბის აბსოლუტური ჭეშმარიტება სიყვარულზე

ჭაბუა ამირეჯიბის აბსოლუტური ჭეშმარიტება სიყვარულზე

კლასიკოსი მწერლის ჭაბუა ამირეჯიბის წარმოდგენა სიყვარულზე აბსოლუტური ჭეშმარიტებაა მის რომანში “დათა თუთაშხია”: “არ ვიცი, როგორ გითხრა… მოწონება, გატაცება, ალბათ ხორციელია ეგ, სიყვარული სულიერია… ერთხანს მაინც უნდა იყოთ ერთად, რომ სულში ჩახედოთ ერთმანეთს, მისი სულიერი რაღაც-რაღაცეები შენი სიცოცხლისთვის აუცილებელი რომ გახდება, მაშინ დაერქმევა თქვენს ურთერთობას სიყვარული… ასე მგონია მე და შენი შვილების დედაც თუ არის ის […]

ჭაბუა ამირეჯიბი – “სიკეთის კეთებასაც სიბრძნე სჭირდება.!”

ჭაბუა ამირეჯიბი - "სიკეთის კეთებასაც სიბრძნე სჭირდება.!"

“სიკეთის კეთებასაც სიბრძნე სჭირდება.!” – ამბობდა მწერალი ჭაბუა ამირეჯიბი და რთულია კლასიკოს მწერალს ამაში არ დაეთანხმო. “არტინფო” გთავაზობთ ამონარიდს მწერლის რომანიდან “დათა თუთაშხია”: “რაც ადამიანი არსებობს, სიკეთე და ბოროტებაც არსებობს, თანაც გვერდიგვერდ, მაგრამ ბოროტება ისე ხმაურობს, ხანდახან ფიქრობ, ქვეყნად მარტო ის არისო. არადა, სამყაროს ჩუმი სიკეთე მართავს. მერე რა, რომ ხშირად შეუმჩნეველი რჩება. ყველა ადამიანშია […]

ჭაბუა ამირეჯიბი – ერთ-ერთი ბოლო რაინდი

ჭაბუა ამირეჯიბი - ერთ-ერთი ბოლო რაინდი

ჭაბუა ამირეჯიბი – ერთ-ერთი ბოლო რაინდი – ასე უწოდებს მწერალი ლაშა თაბუკაშვილი თავის უფროს კოლეგას: “ასეც ხდება ხოლმე, იშვიათად, მაგრამ ხდება ასეც, როცა ყველაზე დიდი შეფასება შენი ღვაწლისა, ყველაზე დიდი ჯილდო ცხოვრების ბოლოს, სახელით მოხსენიებაში იხატება. სახელით, წინ რომ ზრდილად, აღარც ბატონობით მიმართვა ან გვარის დაზუსტება სჭირდება, არც რამე სხვა ზედსართავი… ის თვითკმარია მეფისთვის, თუ […]

იცით ვინ იყო დათა თუთაშხიას პროტოტიპი?

იცით ვინ იყო დათა თუთაშხიას პროტოტიპი?

ჭაბუა ამირეჯიბის ცნობილი რომანი “დათა თუთაშხია” ნამდვილ ამბავზეა დაწერილი. როდესაც მწერალი ციხეში იჯდა, იქ გაიცნო დათა თუთახშიას პროტოტიპი – გუძა შელია და მისი მონაყოლის მიხედვით რომანი დაწერა. ჭაბუა ამირეჯიბი ინტერვიუებში ყოველთვის ამბობდა, რომ ნაწარმოები მოწმეთა მოგონებების მიხედვით შეიქმნა. გუძა კაზას ძე შელია წალენჯიხის სოფელ საჩინოში დაიბადა. გვარი თუთაშხია მეჯოგეების გვარია. თუთაშხა მეგრულად ორშაბათ დღეს – […]

ცხოვრების მთავარი წესი ჭაბუა ამირეჯიბისგან

ცხოვრების მთავარი წესი ჭაბუა ამირეჯიბისგან

ჭაბუა ამირეჯიბი კლასიკოდ მწერლად ტყუილად არ არის აღიარებული. მისი ნაწარმოებები ყველა დროში აქტუალურია. დღეს მწერლის მთავარი ნაწარმოები “დათა თუთაშხია” ისე თანამედროვეა, როგორც არასდროს. “არტინფო” გთავაზობთ პატარა ნაწყვეტს რომანიდან, რომელიც ცხოვრების მთავარ წესზე დაგვაფიქრებს: “…მშიერი და გამწარებული მგლის ფიქრი, მარტო ის კი არ არის ვინმე შევჭამოვო, იმასაც ფიქრობს მგელი, ისეთი შევჭამო – არ დამასწროს და აქეთ […]