ჭდე: ტატო გოდერძიშვილი

ტატო გოდერძიშვილის დასახმარებლად მომღერლები ერთიანდებიან

ტატო გოდერძიშვილის დასახმარებლად მომღერლები ერთიანდებიან

მომღერალ ტატო გოდერძიშვილის დასახმარებლად მისი კოლეგები ერთიანდებიან. 13 ივნისს ართ ჰოლში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი “ტატო და მისი მეგობრები”, რომელიც მომღერლის დედის ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემას მიეძღვნება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ სოფო ბედია, დათუნა მგელაძე, ნოდიკო ტატიშვილი, სალომე ბაკურაძე, ლაშა რამიშვილი, ელენე ფოჩხუა, ზურა მანაგაძე, თემურ წიკლაური, ზურა ხაჩიძე, ბესო კალანდაძე, მერაბ ვარდოსანიძე, კახა ჭუმბურიძე, კაკი ბოლქვაძე, გიორგი […]

მოგისმენიათ პატრიარქისადმი მიძღვნილი ჰიმნი?

მოგისმენიათ პატრიარქისადმი მიძღვნილი ჰიმნი?

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე არაერთი ხელოვანისთვის გამხდარა შემოქმედებითი მუზა. გამონაკლისი არც კომპოზიტორი ნუგზარ თუშიშვილია. მან დაწერა სიმღერა, რომელსაც “უწმინდესის მხედრობის ჰიმნი” ეწოდა. სიმღერა მომღერალმა ტატო გოდერძიშვილმა და ანსამბლმა “უნისონმა” შეასრულა. ტატო გოდერძიშვილი: “იუბილეს ვულოცავ ჩვენს საყვარელ სულიერ მამას, ადამიანს და ცოცხალ წმინდანს, ჩვენს უწმინდესსა […]

ნოდარ ნიკოლაიშვილის სიმღერა, რომელიც გარდაცვლილ შვილს მიუძღვნა

ნოდარ ნიკოლაიშვილის სიმღერა, რომელიც გარდაცვლილ შვილს მიუძღვნა

კომპოზიტორმა ნოდარ ნიკოლაიშვილმა გარდაცვლილ შვილს – ლაშა ნიკოლაიშვილს სიმღერა მიუძღვნა. სიმღერას ”მამის ვედრება” ჰქვია და ის მომღერალმა ტატო გოდერძიშვილმა შეასრულა, რომლისთვისაც ტექსტი პოეტმა ნანა ცინცაძემ დაწერა. “დრო მიდის, გვითვლის ნაბიჯებს… და უკან აღარ ბრუნდება, ღმერთო, მიეცი ჩვენს შვილებს, მეორედ მოსვლის უფლება.” ნოდარ ნიკოლაიშვილის ახალ სიმღერაზე თემურ ნიკოლაიშვილმა, მიშა შაყულაშვილმა, ირაკლი მენთეშაშვილმა, ზაზა თაბაგარმა და ზაზა […]

ქართველმა მომღერლებმა საერთაშორისო ფესტივალზე გაიმარჯვეს

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა, რომელშიც ქართველმა მომღერლებმაც მიიღეს მონაწილეობა. ტატო გოდერძიშვილმა და ანსამბლმა “ხარებამ” ფესტივალზე გამარჯვება მოიპოვეს, პირველი ადგილი დაიკავეს და დიპლომებთან ერთად თასიც დაიმსახურეს. ტატო გოდერძიშვილი: “ვულოცავ ჩემთან ერთად ანსამბლ “ხარებას” ამ დიდ წარმატებას. ჩვენ საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულებულები ვართ… ეს ლამაზი თასი ჩვენი სამშობლოსათვის მოგვაქვს… დიდი მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვინც დაგვეხმარა […]

მომღერლებს ფორტეპიანო ბოქლომით ჩაუკეტეს

ქართველმა მომღერლებმა რეპეტიციის გავლა მეტად უცნაური მიზეზის გამო ვერ შეძლეს – მათ ფორტეპიანო ბოქლომით ჩაუკეტეს. “როგორ გვჭირდებოდა რეპეტიცია მაგრამ… თუ არ გინდათ უცხომ თქვენს ინსტრუმენტზე დაუკრას, შეგიძლიათ პოლონელების გამოგონებით ისარგებლოთ,” – განაცხადა ქართველმა მომღერალმა ტატო გოდერძიშვილმა. მომღერალი პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში კონცერტების ჩასატარებლად კოლეგებთან ერთად ჩავიდა.  

ჰიმნი 13 ივნისს დაღუპულთათვის

2015 წლის 13 ივნისი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღეა თბილისის ისტორიაში. გადაუღებელმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია და ათეულობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. რამდენიმე მოქალაქე ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ტრაგედიიდან ერთი წლისთავზე მომღერალმა ტატო გოდერძიშვილმა 13 ივნისის ტრაგედიის მსხვერპლთ ჰიმნი-სიმღერა მიუძღვნა. “იდგა თბილისი თავდაუხრელი” – ასე ეწოდება კომპოზიციას, რომლის ავტორიც კომპოზიტორი ნუგზარ თუშიშვილია, ლექსის ავტორი მისი ვაჟი, გიორგი თუშიშვილი, […]