სვეტიცხოველი

ოსი სეპარატისტების პრეტენზია მცხეთაზე

უსიამოვნო სიახლე მცხეთიდან

საქართველოს რომ თითოეული გოჯი მიწისთვის უწევს ბრძოლა, ახალი ამბავი ნამდვილად არ არის. ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, თუ მოისმენთ ჟურნალისტ ნინო ხაჩიძისა და ისტორიკოსის როლანდ თოფჩიშვილის საუბარს. “ოსი სეპარატისტების პრეტენზია მცხეთაზე – სვეტიცხოველი, ანუ ოსთცხოველი?!” – ასე ეწოდება მათი საუბრის პირველ ნაწილს, რომელსაც “არტ ინფო” გთავაზობთ. “ისტორია არც ადრე უჩიოდა გაყალბებას, თუმცა ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში და […]

ლექსები სვეტიცხოველზე

ლექსები სვეტიცხოველზე

ქართულ ეკლესიათა გვირგვინს – სვეტიცხოველს ლექსი არაერთმა პოეტმა მიუძღვნა: ირაკლი აბაშიძე – მცხეთა თუ ყველაფერი არის სიზმარი, თუ ბინდის ფერი არის ყოველი, მაშინ რატომ დგას დღეს მცხეთის ჯვარი, რატომ დგას ისევ სვეტიცხოველი? რატომ ელვარებს უძველეს ქვაში სამთავროს სვეტი მცირე და დიდი ან ზედ ქალაქთან შეგუბულ მტკვარში რატომ ჩანს ისევ პომპეის ხიდი? მე დაგანახვებ არმაზის მხარეს […]

ძალიან საინტერესო ისტორია სვეტიცხოველზე

ნუ აბინძურებთ სვეტიცხოველს!

სვეტიცხოვლის უმშვენიერეს ტაძართან დაკავშირებით ფილოლოგი გია მურღულია ძალიან საინტერესო მოსაზრებას გვიზიარებს: “როდესაც სვეტიცხოველს აგებდნენ, ალბათ, ბევრი ამბობდა: “რა საჭიროა ამხელა ტაძრის აშენება – ვის ვბაძავთ, ან ვის ვეტოლებით?! განა, ამის გარდა, სხვა პრობლემა, საფიქრალი ან საზრუნავი არ გვაქვს?! რა აუცილებლობაა ამდენი ადამიანის ტანჯვა-წამებით ისეთი მიზნის მიღწევა, რომელიც საბოლოოდ მაინც ვერაფერს შეცვლის? წესიერად მტერი ვერ მოგვიგერიებია […]

“არ იმსახურებთ თქვენ სვეტიცხოველს!”

"არ იმსახურებთ თქვენ სვეტიცხოველს!"

– არ იმსახურებთ თქვენ სვეტიცხოველს და არც მის მადლს! – აცხადებს ქეთი დიღმელაშვილი და ტაძარში დადგმულ გამათბობელს აპროტესტებს: “სვეტიცხოველი! ამის შემხედვარეს ნუ მეტყვით, რომ ძალიან ხისტი ვარ იმის თქმისას, რასაც ახლა ვიტყვი: 1. ვთქვათ ტურისტებს ,,ფეხზე კიდიათ” ეს საკითხი და რას ნიშნავს ძეგლი. მცხეთელებს, რომლებშიც სულ მცირე მე 10 კაცი მაინც ვიცი, რომელთაც კულტურული მემკვიდრეობაც […]

აღმოჩენა სვეტიცხოველში

აღმოჩენა სვეტიცხოველში

სვეტიცხოველში ახალი აღმოჩენა გაკეთდა, რომელიც ქართული რელიეფისთვის ნამდვილად მნიშვნელოვანია. ტაძრის კანკელის ფილაზე წმინდა გიორგის და წმინდა თევდორეს გამოსახულებები აღმოაჩინეს, რომელიც XI საუკუნის პირველი მეოთხედით თარიღდება. ქეთი დიღმელაშვილი: “სვეტიცხოვლის კანკელის ფილა წმ. გიორგის და წმ. თევდორეს გამოსახულებით. XI ს. I მეოთხედი.”

ნუ აბინძურებთ სვეტიცხოველს!

ნუ აბინძურებთ სვეტიცხოველს!

სვეტიცხოველს – უძველეს ქართულ ეკლესიას განსაკუთრებული მოწიწებით ვეპყრობით, თუმცა ტაძარში არის ადგილი, სადაც მინის ქვეშ ვიზიტორები ფულს ყრიან. ეს ფაქტი რადიკალურად მიუღებელია ჟურნალისტ ბესო ჩუბინიძისთვის: “ეს, სვეტიცხოველია, მე-4 საუკუნის ნაგებობის შემორჩენილი ბალავერი… წმინდა ადგილია. აქ ბინძურ ფულს ყრიან, მერე ალბათ სვეტიცხოველის მომსახურე პერსონალი იღებს და დანიშნულებას უძებნის! მოკლედ – ეს ბინძური ფული ტაძრის ტერიტორიაზევე მდგარ […]

რატომ დაანგრიეს სვეტიცხოველში სამხრეთ მინაშენი?

რატომ დაანგრიეს სვეტიცხოველში სამხრეთ მინაშენი?

დეკანოზი ილია ჭიღლაძე სვეტიცხოველში სამხრეთ მინაშენის დანგრევის მიზეზებს განმარტავს: “სვეტიცხოვლის სამხრეთი მინაშენი (კარიბჭე და ეკვდერები), დანგრეული ეგზარქოსის ბრძანებით XIX საუკუნეში. XIX საუკუნის პირველი ნახევრის ჩანახატი. ამ ჩანახატს, რომელიც დიდი სიზუსტით გამოირჩევა, უნიკალური მნიშვნელობა აქვს სადღეისოდ, რათა წარმოდგენა გვქონდეს განადგურებული ეკვდერების არქიტექტურასა და ვიზუალზე. ფოტო გიორგი კალანდიასი. XX საუკუნის 60-იან წლებში რესტავრატორთა მიერ გამოჩენილ იქნა საძირკველი-გეგმა. […]

ასეთია გიორგი მჭედლიშვილის გამოძერწილი სვეტიცხოველი

ასეთია გიორგი მჭედლიშვილის გამოძერწილი სვეტიცხოველი

საბედნიეროდ, საქართველოში უამრავი ნიჭიერი ადამიანი ცხოვრობს. ერთ-ერთი მათგანი 7 წლის გიორგი მჭედლიშვილია. მან ქართველებისთვის სათაყვანებელი ტაძარი – სვეტიცხოველი გამოძერწა, სადაც თითოეული დეტალი ზუსტად არის გამოყვანილი. როგორც მოსალოდნელი იყო, პატარა ოსტატმა საზოგადოებისგან დიდი შექება და მოწონება დაიმსახურა.

ტარიელ ხარხელაურის ყველაზე გამორჩეული ლექსი

ტარიელ ხარხელაურის აღსარება

25 დეკემბერი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის აღსაყდრების დღეა. ზუსტად 40 წლის წინ მისმა უწმინდესობამ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქობა იტვირთა და სვეტიცხოვლის ტაძარში ახალი პატრიარქის აღსაყდრება შესრულდა. ამ დღეს თავისი ლექსით გამოეხმაურა პოეტი ტარიელ ხარხელაური და ლექსი მიუძღვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს: “ბრძანე, მოძღვარო, გონებავ ერის, უნდა ვდუმდეთ და […]

“ეს ამბავი სვეტიცხოველში ხდება”

"ეს ამბავი სვეტიცხოველში ხდება"

სვეტიცხოველი XI საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლია და განსაკუთრებულად ძვირფასია მორწმუნეებისთვის. გიორგი მესხი სვეტიცხოველში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს და ვანდალიზმზე საუბრობს: “ეს ამბავი სვეტიცხოველში ხდება. ძველი ფრესკა ახალი ხატითაა დაფარული. არა მგონია, ხატი სასწაულმოქმედი იყოს და ჰაერში ეკიდოს. სავარაუდოდ, ლევიტაციასთან არ გვაქვს საქმე და ლურსმანია ნახმარი. ამას ჰქვია ვანდალიზმი. სვეტს ხელით არ შეეხოთო და ლურსმნის ჩაჭედება მოსულა?”