
საქართველოს რეგიონები თავისი ტრადიციებით განსაკუთრებულია და თითოეული მათგანი რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ამბავი, რომელის სვანეთში მოხდა, ნამდვილია და იგი ეთნოფოლკლორით დაინტერესებული უცხოელების ამბავს შეეხება: ”სვანეთში ერთ ოჯახში ეთნოფოლკლორით დაინტერესებული უცხოელი სტუმრები უკვე სუფრასთან სხედან, მასპინძელი ქალი სუფრას შლის, ბავშვები შორიდან უყურებენ რა ხდება. დიდ ოთახში სადაც მაგიდა ცენტრშია, ოჯახის უფროსმა განსხვავებული სასმისი გამოიტანა და ოჯახის ყველა […]