ჭდე: სუხიშვილები

მოულოდნელი სიურპრიზი ”სუხიშვილებს”

ანსამბლმა ”სუხიშვილები” დაარსებიდან 70 წლის იუბილეზე მთელი გასული წლის განმავლობაში უწყვეტი საკონცერტო სერია გამართა. საქართველოს რეგიონებსა თუ უცხოეთში მოცეკვავეებმა ათეულობით კონცერტი ჩაატარეს. მსოფლიო ტურნედან დაბრუნებულმა დასმა ”სუხიშვილების“ საიუბილეო კონცერტი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გამართეს და მოცეკვავეებს მოულოდნელი სიურპრიზები მოუმზადეს. დეველოპერულმა კომპანია ”სვეტმა“ ანსამბლის 19 წევრს საჩუქრად საცხოვრებელი ბინები გადასცა. 22 და 23 იანვარს დიდ საკონცერტო […]

სუხიშვილების უნიკალური ფოტომატიანე საჯაროა

ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის მიერ 70 წლის წინ დაარსებული ანსამბლის უნიკალური ფოტომატიანე საჯაროა. საქართველოს სახალხო არტისტის, ჟურნალისტისა და საზოგადო მოღვაწის, ,,სუხიშვილების” ანსამბლის ყოფილი წამყვანი სოლისტის თენგიზ უთმელიძის პერსონალური ფოტოგამოფენა ,,ქართულო ცეკვავ, სულო ელვისა” ანსამბლის უფროსი თაობის მოცეკვავეებს წარმოაჩენს. თენგიზ უთმელიძეს სუხიშვილების მემატიანეს უწოდებენ და სამართლიანადაც. 20 ნოემბერს ის საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში […]

სუხიშვილები ახალ კამპანიას იწყებენ

ქართული ნაციონალური ბალეტი სუხიშვილები ახალ კამპანიას იწყებენ. ანსამბლი, რომელიც ყველა ქვეყანაში სასურველი სტუმარია და მათი კონცერტების ჩატარებას უცხოეთში მოუთმენლად ელიან, საქართველოში რადიკალურად განსხვავებულ პროექტს განახორციელებენ. რეფრეშ–გამოიცეკვე – ასე ეწოდება პროექტს, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისთვის არის განკუთვნილი. მასში მონაწილეობის მიღება 12–დან 16 წლამდე ასაკის ნებისმიერ მსურველს შეუძლია. გამარჯვებული ბავშვები სუხიშვილების ცეკვის აკადემიაში თვენახევრის განმავლობაში გავლიან […]

სუხიშვილები მორაგბეთა მხარდასაჭერად

სუხიშვილები - საქართველოს საამაყო ელჩი დედამიწაზე

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბის 2015 წლის მსოფლიო თასის გათამაშებაში იღებს მონაწილეობას. რაგბის მე-8 საერთშორისო ჩემპიონატში ქართული გუნდის მონაწილეობასთან დაკავშირებით, ორი დღის განმავლობაში ლონდონში, ჰიბერნია უორფზე წარმოდგენილი იქნება ქართული კულტურული პროგრამა. კონცერტს გამართავს ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“ და ანსამბლი „შვიდკაცა“. ქართული კულტურული პროგრამის ეგიდით მოეწყობა ტრადიციული ქართული რეწვის ნიმუშების „ქართული სუვენირების“ გამოფენა და წარმოდგენილი იქნება […]

სუხიშვილები ამერიკულ ტურნეს იწყებენ

ანსამბლი “სუხიშვილები” წელს დაარსების 70 წლის იუბილეს აღნიშნავს და მთელი წლის განმავლობაში საკონცერტო სერიებს მართავს. ნინო რამიშვილისა და ილიკო სუხიშვილის მიერ დაარსებული ლეგენდარული ანსამბლი შვიდი ათეული წლის შემდეგაც აგრძელებს ტრიუმფით სვლას და მსოფლიო მაყურებლის გაოცებას. საქართველოში დაგეგმილი საიუბილეო კონცერტების დასრულების შემდეგ, ქართველ მოცეკვავეებს უკვე ამერიკაში ელოდებიან. ფილადელფია, ნიუ იორკი, ბალტიმორი, ვაშინგტონი – ეს იმ ქალაქების […]

სუხიშვილები დასკვნით კონცერტებს ჩაატარებენ

2015 წელი სუხიშვილებისთვის საიუბილეოა. ანსამბლს დაარსებიდან 70 წელი შეუსრულდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, მთელი წლის განმავლობაში მოცეკვავეები კონცერტებს მართავენ როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. ანსამბლი საიუბილეო საკონცერტო ტურნეს აგვისტოში ბათუმში დაასრულებს. დასკვნითი კონცერტები 14, 15 და 16 აგვისტოს ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში გაიმართება. თბილისში 13 ივნისს დატრიალებული მოვლენების გამო, ბათუმში გამართული კონცერტები საქველმოქმედო იქნება. ღონისძიებაზე მიწვეული არიან […]

სუხიშვილები ნიცაში იცეკვებენ

მხარდაჭერა სუხიშვილებს!

ქართული ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილები” ნიცაში იცეკვებენ. ანსამბლი კონცერტს ქველმოქმედებისთვის გამართავს. მოცეკვავეებთან ერთად საღამოში მონაწილეობას მიიღებენ პარიზის წმიდა თამარ მეფის სახელობის ტაძართან არსებული ანსამბლი “თამარიონნი”, მომღერალი ელგა ფორჩხიძე და მეცო სოპრანო ნონა ჯავახიძე. ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს დასავლეთ ევროპის ეპარქიაა. – ის, რომ შორს ვართ, არ ნიშნავს რომ უძლურნი ვართ! – აცხადებენ ევროპაში მყოფი ქართველები. 4 ივლისს […]

სუხიშვილები საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ

დიდ საკონცერტო დარბაზში ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის აკადემიური დასის დაარსებიდან 70 წლის აღსანიშნავი საქველმოდმედო საიუბილეო კონცერტი გაიმართება. წელს ანსამბლის დაარსებიდან 70 წელი შესრულდა. ამ ღირშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით, 27 ივნისს თბილისის საკონცერტო დარბაზში დაგეგმილია საქველმოქმედო გალა კონცერტი. 13-14 ივნისს თბილისში მომხდარი სტიქიისა და ამის ფონზე დატრიალებული ტრაგედიის გამო, ღონისძიების სადღესასწაულო ფორმატი […]

ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი თელავში გაიხსნება

4 ივნისს თელავის სახელმწიფო თეატრში საზეიმოდ გაიხსნება საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი 2015-2016. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ,საქართველოს ნაციონალური ბალეტი “სუხიშვილები”, ,,რუსთავი”, ,,ერისიონი”, ,,ბასიანი”, ,,წინანდალი”, პოეტი და ფოლკლორისტი ეთერ თათარიძე. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ხალხური სიმღერა და ცეკვა, საკრავიერი მუსიკა, ტრადიციული საეკლესიო გალობა, ზეპირსიტყვიერება, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნოსისა და ეთნიკური ჯგუფის ფოლკლორი. ფესტივალი მოიცავს […]

„სუხიშვილები“ ეგვიპტეში იცეკვებენ

სუხიშვილები - საქართველოს საამაყო ელჩი დედამიწაზე

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს “სუხიშვილები” კონცერტს არა საქართველოში, არამედ საზღვარგარეთ, ეგვიპტეში გამართავენ. ქართველი მოცეკვავეები შარმ ელ შეიხში უკვე ჩაფრინდნენ. მათთან ერთად არიან ანსამბლის ხელმძღვანელები ნინო და ილიკო სუხიშვილები. აეროპორტში ქართველ მოცეკვავეებს შარმ ელ შეიხის მერი მაჰმუდ სოლია და საქართველოს ელჩი არჩილ ძულიაშვილი დახვდნენ. „სუხიშვილებმა“ აეროპორტში ცეკვა „ჯუთა“ შეკრებილი მაყურებლისთვის შეასრულეს. ქართული ნაციონალური ბალეტი კონცერტს […]