ჭდე: სოსო კოპალეიშვილი

ქართველი კაცის ყოფა-ცხოვრება სპექტაკლში გაცოცხლდა

20 მაისს ბოლნისის კულტურის ცენტრში პრემიერა გაიმართება. ახალგაზრდა ლოტბარი ბოლნისის კულტურის ცენტრის ტრადიციული მუსიკის მიმართულების ხელმძღვანელი სოსო კოპალეიშვილი თავისივე სცენარითა და რეჟისურით წარმოადგენს მუსიკალურ-ეთნგრაფიულ სპექტაკლს ,,წუთისოფელი”. მაყურებელი იხილავს სიმღერასა და ქმედებაში გაცოცხლებული ქართველი კაცის ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებას ანიდან ჰოემდე: ქორწილს, ძეობას, შრომას, ბრძოლას, გამარჯვებას, ბინდისფერ სოფელსა და სიცოცხლის მარადიულობას. ამგვარი მუსიკალურ-ეთნოგრაფიული სპექტაკლი ,,სიმღერით განვლილი გზა, ანუ […]