SOS Talents

ბათუმის მუსიკალური ფესტივალი გალაკონცერტით დაიხურება

ბათუმის მუსიკალური ფესტივალი გალაკონცერტით დაიხურება

8 სექტემბერს 19 საათზე რიგით მეხუთე საიუბილეო ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი საერთაშორისო ფონდის SOS Talents გალაკონცერტით დაიხურება. კონცერტი სიურპრიზი – ასე უწოდეს მას ორგანიზატორებმა, რომელიც ბათუმის მუსიკალური ცენტრის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება. გალაკონცერტის სპეციალური სტუმარი ცნობილი ფრანგი მუსიკოსი, რევოლუციური საფორტეპიანო მეთოდოლოგი და ფილოსოფოსი მიშელ სონი იქნება.

ელისო ბოლქვაძე საუკეთესოებს ეძებს

ელისო ბოლქვაძე საუკეთესოებს ეძებს

მსოფლიოში ცნობილი ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე საუკეთესო პიანისტებს ეძებს. კულტურის სამინისტროში გაიმართა ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის ნორჩ მოსწავლეთა კონცერტი და მასში მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდა პიანისტებმა, მათ შორის იყო ორი ქართველი ვირტუოზი ბარბარე თათარაძე და ილია ლომთათიძე, რომლებიც უკვე ორი წელია მიშელ სონის საერთაშორისო ფონდის “SOS Talents”-ის სტიპენდიანტები არიან. კონცერტს იუნესკოს მშვიდობის არტისტი ელისო […]