სოფო ბათილაშვილი

სოფო ბათილაშვილის განმარტება

სოფო ბათილაშვილის დაბრუნება "მხოლოდ ქართულში"

“მხოლოდ ქართულის” პირველი სეზონის გამარჯვებული სოფო ბათილაშვილი საჯარო განმარტებას აკეთებს: “პირველი: გუშინდელი ქმედება სახელმწიფოს მხრიდან იყო, მსუბუქად რომ ვთქვათ, უკანონო. მეორე: ვინც და როცა არ უნდა იჯდეს ხელისუფლებაში, ყველას ყოველთვის მოეთხოვება პასუხი თავის ქმედებებზე. მესამე: მე მივდივარ აქციაზე ჩემი ხმის და სიტყვის თავისუფლების დასაცავად. მეოთხე: მონობაში არსებობას მირჩევნია კორონა შემეყაროს. მეხუთე: ცალ ფეხზე მკიდია რომელ […]

სოფო ბათილაშვილის დაბრუნება “მხოლოდ ქართულში”

სოფო ბათილაშვილის დაბრუნება "მხოლოდ ქართულში"

“მხოლოდ ქართულის” პირველი სეზონის გამარჯვებულის სოფო ბათილაშვილის სიმღერამ ინოლა გურგულიას საკონკურსო ტურში უდიდესი მოწონება დაიმსახურა. “პირველად იყო სიმღერა” – ეს სიმღერა შეასრულა სოფომ პიანისტ პაპუნა შარიქაძესთან და ჩელისტ ლიზა რამიშვილთან ერთად.

100.000 დოლარი სოფო ბათილაშვილს

100.000 დოლარი სოფო ბათილაშვილს

“მხოლოდ ქართულის” პირველი სეზონის გამარჯვებულს სოფო ბათილაშვილს 100.000 დოლარი გადაეცა. სოფომ დაფინანსება ბერკლის აკადემიაში მოიპოვა: “ასეთი ამბავია! გავიარე გამოცდა და 4-წლიან ბაკალავრზე სასწავლებლად ჯამში 100.000$-ით დამაფინანსა ბერკლიმ.”

ილიკო სუხიშვილის, ბექა გოჩიაშვილის, სოფო ბათილაშვილის სპეციალური ფოტოსესია

ილიკო სუხიშვილის, ბექა გოჩიაშვილის, სოფო ბათილაშვილის სპეციალური ფოტოსესია

ქორეოგრაფ ილიკო სუხიშვილის, მუსიკოს ბექა გოჩიაშვილის და მომღერალ სოფო ბათილაშვილის ფოტოები ფოტოხელოვანმა ნიკოლოზ ურუშაძემ გამოაქვეყნა. ხელოვანები დანარჩენ ახალგაზრდებთან ერთად ფოტოსესიით თანადგომას უცხადებენ იმ ადამიანებს, რომლებმაც 20 ივნისის ღამეს თვალი დაკარგეს: “ევროპას ცალი თვალითაც ვხედავთ! პუტინი თუ ბორჯომს არ დალევს, გვკიდია! ჩვენ ვქმნით ისტორიას! სოლიდარობა მოაზროვნე თაობას!”

სოფო ბათილაშვილის ამერიკული ჯილდო

სოფო ბათილაშვილის ამერიკული ჯილდო

“მხოლოდ ქართულის” გამარჯვებულის სოფო ბათილაშვილის ჯილდოებსა და პრიზებს კიდევ ერთი შეემატა. ყველაზე ქართული მუსიკალური შოუს პირველი სეზონის ლიდერმა ამერიკაში სპეციალური პრიზი მიიღო. სოფო ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ნიუ იორკში დააჯილდოვეს.

ყველაზე დიდი საჩუქარი სოფო ბათილაშვილისთვის

ყველაზე დიდი საჩუქარი სოფო ბათილაშვილისთვის

მომღერალი სოფო ბათილაშვილი 19 წლის გახდა. დაბადების დღეზე მან უამრავი მილოცვა მიიღო, თუმცა საჩუქარი, რომელიც მას კავკასიის უნივერსიტეტმა გაუკეთა, მომღერლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. სოფო, რომელსაც “მხოლოდ ქართულის” წყალობით უკვე აქვს ბინა და სხვადასხვა ფასიანი საჩუქარი, ახლა სწავლასაც უფასოდ შეძლებს. კავკასიის უნივერსიტეტმა სოფო ბათილაშვილს ფსიქოლოგიურზე სწავლა მთლიანად დაუფინანსა. სოფო ბათილაშვილი: “19 წლის სოფო ვარ. მგონი ჩემი […]

სოფო ბათილაშვილი: “მე მუსიკისთვის დავიბადე”

სოფო ბათილაშვილი: "მე მუსიკისთვის დავიბადე"

– მუდამ მუსიკოსობა მინდოდა, სხვადასხვა ინსტრუმენტებზე დაკვრა. სხვადასხვა ჟანრების გაცნობა და მორგება ჩემს ჰობად იქცა, მინდოდა ყველა ჟანრში მეცადა თავი, ხან ერთს ვსწავლობდი, ხან მეორეს, იმიტომ რომ მხოლოდ ერთი არასდროს მყოფნიდა, თითქოს ყველაფერი ერთად მჭირდებოდა და მჭირდება, ეს ძალიან ჰგავს წყურვილის დაუსრულებელ მოთხოვნილებას… – აცხადებს 18 წლის მომღერალი სოფო ბათილაშვილი, რომელიც “მხოლოდ ქართულის” პირველი სეზონის […]

“მხოლოდ ქართული” სოფო ბათილაშვილმა მოიგო

"მხოლოდ ქართული" სოფო ბათილაშვილმა მოიგო

მუსიკალური შოუ “მხოლოდ ქართული” სოფო ბათილაშვილმა მოიგო. სპეციალურად შოუსთვის დამზადებული მთავარი პრიზი მას ნიკა გვარამიამ გადასცა. “მხოლოდ ქართულის” ფინალში 700.000 ხმა შევიდა და მათგან ყველაზე მეტი – 100.000 ხმა სოფო ბათილაშვილმა მიიღო. მეორე ადგილზე საბა კემულარია გავიდა, მესამეზე – ალექსანდრე მრელაშვილი, მეოთხეზე კი – კონსტანტინე კარანაძე. ყველა ფინალსიტმა სხვადასხვა კომპანიებისგან სამახსოვრო საჩუქრები და ფულადი პრემიები […]

სოფო ბათილაშვილი – ჯადოსნური გოგო

სოფო ბათილაშვილი - ჯადოსნური გოგო

18 წლის მომღერალი სოფო ბათილაშვილი მუსიკალური პროექტის “მხოლოდ ქართულის” მონაწილეა. სოფო ჟიურიმ და მაყურებელმა თავიდანვე მოიწონა და რაც გადაცემის პირდაპირი ეთერები დაიწყო, მომღერალმა უამრავი ერთგული მსმენელი გაიჩინა. სოფოს გამოსვლებს სოციალურ ქსელში ათასობით ნახვა და გაზიარება აქვს, განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს მის მიერ ქალაქური სიმღერების ტურში შესრულებული სიმღერა “იაგუნდი”. თუმცა არანაკლები მოწონება დაიმსახურა სოფოს მიერ ქართული მულტფილმების […]

სოფო ბათილაშვილი: “ყოველ დღე მიჭირს სუნთქვა ასეთ საქართველოში”

სოფო ბათილაშვილი: "ყოველ დღე მიჭირს სუნთქვა ასეთ საქართველოში"

მომღერალი სოფო ბათილაშვილი მუსიკალური პროექტის “მხოლოდ ქართულის” ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მონაწილეა. სოფო 18 წლისაა და სტუდენტია. იგი ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება: “ყოველ დღე მიჭირს სუნთქვა ასეთ საქართველოში. მეტი ჰაერი მჭირდება, იმდენი, ჩემს სილაღეს, სიგიჟეს და სიყვარულს რომ ეყოს. ჩემს, ჩვენს საქართველოში ბევრი ჟანგბადი და პროგრესული ცხოვრების წესი მინდა, გვინდა, გვჭირდება… ბარიგებს ეგრე არ იჭერენ! ნარკოტიკის […]