სოფიას საერთაშორისო კინოფესტივალი

ქართულმა ფილმმა საერთაშორისო კინოფესტივალზე სპეციალური პრიზი მიიღო

ქართულმა ფილმმა საერთაშორისო კინოფესტივალზე სპეციალური პრიზი მიიღო

ქართულმა ფილმმა საერთაშორისო კინოფესტივალზე სპეციალური პრიზი მიიღო. სოფიაში გამართულ რიგით მეოცე კინოფესტივალში მონაწილეობდნენ მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმები სხვადასხვა ქვეყნებიდან. საქართველოდან წარდგენილმა ფილმმა სოფიას საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა. ვანო ბურდულის “გაყინული შადრევნების წელიწადი” ჟიურის რჩეული გახდა. ფილმი მელოდრამაა თბილისელი ადამიანების შესახებ. მათ სხვადასხვა ასაკი, სოციალური სტატუსი და პროფესიები აქვთ, თუმცა სიყვარულის ძიება აერთიანებთ. […]

,,ფიროსმანი” სოფიაში აჩვენეს

,,ფიროსმანი” სოფიაში აჩვენეს

ქართველი კინორეჟისორის გიორგი შენგელაიას ერთ-ერთი გამორჩეული ფილმი “ფიროსმანი” სოფიას საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს. ქართველ გენიალურ მხატვარზე გადაღებულ ფილმში მთავარ როლს ასევე მხატვარი ავთო ვარაზი ასრულებს. ფილმმა ფესტივალი ოფიციალურად გახსნა. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ფესტივალზე მოეწყო ქართული კინოკლასიკის დღეები, გაიმართა ქართული კინოკლასიკის ჩვენებები, მათ შორის, ოთარ იოსელიანის „გიორგობის თვე“, ელდარ შენგელაიას „ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი“, თენგიზ აბულაძის […]