ჭდე: სოფია მჭედლიშვილი

ხელის თხოვნით დასრულებული ჯულიეტას არია

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საოპერო სტუდიამ 65 წლის იუბილე აღნიშნა. საზეიმო კონცერტში მონაწილეობდნენ ოპერის მომღერლები, მათ შორის ახალგაზრდა მომღერალი სოფია მჭედლიშვილი. სოფიამ შეკრებილი მსმენელისთვის ჯულიეტას არია ბრწყინვალედ შეასრულა, მქუხარე აპლოდისმენტები კი მომღერლისთვის სასიამოვნო სიურპრიზით დაგვირგვინდა – სიმღერის დასასრულს სოფიას ოთო აბრამიშვილმა პირდაპირ სცენაზე დაუჩოქა და ხელი სთხოვა.

კამოლის დაკეტილ თეატრს 40 წლის შემდეგ ქართველი მომღერალი გახსნის

40 წლიანი პაუზის შემდეგ, კამოლის ულამაზესი თეატრი საზეიმოდ გაიხსნება. შობის და ახალი წლის მოახლოებასთან ერთად, თეატრის გახსნა საშობაო ორატორიით სიმბოლურია. 4 ათეული წლის განმავლობაში დაკეტილი თეატრი ბახის ნაწარმოებით გაიხსნება, რომელსაც ახალგაზრდა ქართველი საოპერო მომღერალი სოფია მჭედლიშვილი კოლეგებთან ერთად შეასრულებს. სოფია მჭედლიშვილი: “მზად ვართ კამოლის ულამაზესი თეატრის გახსნისთვის რომელიც დაკეტილი იყო 40 წლის განმავლობაში. ვხსნით ბახის […]

მსოფლიო ოპერის კიდევ ერთი ქართველი ვარსკვლავი

ლა სკალას თეატრში უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა – სცენაზე ერთდროულად სამი ქართველი საოპერო მომღერალი იდგა და ბიზეს “კარმენს” ასრულებდა. ანიტა რაჭველიშვილმა, სოფია მჭედლიშვილმა და ნინო მაჩაიძემ დარბაზში შეკრებილი მაყურებლის აღფრთოვანება შეძლეს. ქართველ საოპერო მომღერლებს მსმენელი ხანგრძლივი ოვაციებით და მქუხარე აპლოდისმენტებით აჯილდოებდა. თეატრიდან გამოსულებს კი ავტოგრაფის მოლოდინში შეკრებილები შეძახილებით ”Brave Georgiane” ხვდებოდა. “არტინფო” სოფია მჭედლიშვილს ესაუბრა. – […]

ლა სკალას ,,კარმენში’’ 4 ქართველი მონაწილეობს

მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო საოპერო თეატრში, ლა სკალაში ბიზეს “კარმენი” იქნება წარმოდგენილი, რომელშიც ერთდროულად 4 ქართველი მონაწილეობს. ბიზეს უკვდავი ნაწარმოების განხორციელებაში ჩართული არიან ანიტა რაჭველიშვილი, ნინო მაჩაიძე, მზია ბახტურიძე და სოფია მჭედლიშვილი. ანიტამ ლა სკალას სცენაზე კარმენი პირველივე ჯერზე დიდი წარმატებით იმღერა და მსოფლიო აღიარებაც მოიპოვა. ამჯერად ის ბიზეს გენიალურ ოპერას თანამემამულეებთან ერთად შეასრულებს. ეს არის […]