სოხუმის თეატრი

იმოგზაურეთ ლელა შარაბიძის თოჯინების ჯადოსნური სამყაროში

იმოგზაურეთ ლელა შარაბიძის თოჯინების ჯადოსნური სამყაროში

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი ლელა შარაბიძე ახალი საქმიანობით არის გატაცებული – მან მეთოჯინეობა დაიწყო და 3 ნოემბერს ფართო საზოგადოების წინაშე თავის ნამუშევრებს არტ.გალერეაში (უზნაძის ქ.68) გამოფენს. ლელა შარაბიძე, მსახიობი: ”თავდაპირველად გეტყვით, რომ მე ვარ მსახიობი და ძალიან მიყვარს ჩემი პროფესია, ყველაზე ბედნიერად თავს სცენაზე ვგრძნობ, მაგრამ ცხოვრება მოულოდნელობებით არის აღსავსე, როდის რა სიურპრიზს […]

ნუგზარ ყურაშვილი – 45 წელი ქართულ სცენაზე!

ნუგზარ ყურაშვილი - 45 წელი ქართულ სცენაზე!

სახელმწიფო, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიების ლაურეატს, ღირსების ორდენის კავალერს ნუგზარ ყურაშვილს ქართულ თეატრალურ სცენაზე მოღვაწეობის 45 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღს ეხმიანება ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი, სადაც 8 მაისს 19:00 საათზე, თეატრისა და კინოს ვარსკვლავოსანი არტისტის ბენეფისი გაიმართება. საღამოზე, რომლის რეჟისორი დიმიტრი ხვთისიაშვილია, ნუგზარ ყურაშვილის მონაწილეობით გათამაშდება ნაწყვეტები სპექტაკლებიდან „მე ვხედავ მზეს“ (ბაბილო), […]

სოხუმის თეატრში პრემიერაა

სოხუმის თეატრში პრემიერაა

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო თეატრში პრემიერაა. 11 აპრილს რეჟისორი გიორგი ქანთარია მაყურებელს სპექტაკლს “ნაბუშრები” შესთავაზებს. საპრემიერო წარმოდგენა მარჯანიშვილის თეატრის სხვენში გათამაშდება. სპექტაკლის მხატვარია არჩილ მაისურაძე, სადაც ჟღერს ამერიკელი აბორიგენების, ინდიელების ფოლკლორი, ვისოცკის და “სისთემ ოფ დაუნის” მუსიკა. სპექტაკლში მონაწილეობენ დიმა ჯაიანი, მერაბ ყოლბაია, ბადრი ბეგალიშვილი და ვერიკო კალანდია. გიორგი ქანთარია, რეჟისორი: “მარტინ მაკდონახის „ობოლი […]

სოხუმის თეატრი ახალ ცხოვრებას იწყებს

სოხუმის თეატრი ახალ ცხოვრებას იწყებს

კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი ახალ ცხოვრებას იწყებს. 24-წლიანი მოგზაურობა თბილისის ერთი თეატრიდან მეორეში დასრულებულია. სოხუმის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის დავით საყვარელიძის ინფორმაციით, თეატრს ახალი ოფისი და სარეპეტიციო დარბაზი გადაეცა, რომლის პრეზენტაციაც 15 იანვარს გაიმართება. დავით საყვარელიძე: “მას შემდეგ რაც ჩვენმა დასმა 1993 წელს იძულებით დატოვა სოხუმი, თბილისში დაიწყო მოღვაწეობა. 9 წლის განმავლობაში შეგვიფარა […]

სოხუმის თეატრი პრემიერას ითამაშებს

უნიკალური თეატრი თბილისში განადგურებულია

სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი პრემიერას ითამაშებს. “ქალი” – ასე ეწოდება წარმოდგენას, რომლის პრემიერაც ათონელის თეატრში იქნება წარმოდგენილი. სპექტაკლი ერთმოქმედებიანია, მისი დამდგმელი რეჟისორი და მუსიკალური გამოფრმებელი ლილი ბურბუთაშვილია, მხატვარი მაია სხირტლაძე, რეჟისორის თანაშემწე კი მარინა კიკალეიშვილი. სპექტაკლში მთავარ როლს ასრულებს ეკა არჩაია. მასში ასევე მონაწილეობენ ლელა შარაბიძე, ნინო ჯავახიშვილი, ბადრი ბეგალიშვილი, პაატა ვახტანგიშვილი, […]

,,მილიონრები’’ – პრემიერა სოხუმის თეატრში

,,მილიონრები’’ - პრემიერა სოხუმის თეატრში

4 და 5 ივნისს სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში პრემიერაა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და რეჟისორი დავით საყვარელიძე წარმოადგენს ერთმოქმედებიან სპექტაკლს “მილიონრები”, რომელიც ედუარდო დე ფილიპოს პიესების მიხედვით განხორციელდა. სპექტაკლის ავტორი დავით საყვარელიძეა, ქორეოგრაფი ეკა არჩაია, რეჟისორის თანაშემწე კი ლეილა მურღულია. სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები ბადრი ბეგალიშვილი (ჯენარო), მარინა სოლომონია (ამალია), პაატა ვახტანგიშვილი (ამადეო), ვერიკო […]