ჭდე: შოთა რუსთაველი

ნესტან-დარეჯანი და ტარიელი XXI საუკუნეში

ნესტან-დარეჯანი და ტარიელი XXI საუკუნეში

ნესტან-დარეჯანი და ტარიელი შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის” მთავარი პერსონაჟები არიან. პოეტმა ვახტანგ ჯავახაძემ ისინი XXI საუკუნეშიც გააცოცხლა და საკმაოდ ორიგინალური ლექსი შემოგვთავაზა: “ზარი ნესტან-დარეჯანისა საყვარელსა თანა რეკავს, რეკავს, ტარიელის მობილური რეკავს, რეკავს, ნაპერწკლები სცვივა ფირუზისფერ ეკრანს. უცნაური ხმით გაივსო სახლი ანუ ქვაბი, სმენად იქცნენ ხეები და კლდეები და ქვები. სმენად მხეცნიც მოვიდიან – ამა ზარის ზართა, […]

“რა აზრი დევს ცნობილ რუსთველურ ანდერძში?”

შოთა რუსთაველი მსოფლიოს საუკეთესო პოეტების ჩამონათვალში პირველია

– რა აზრი დევს ცნობილ რუსთველურ ანდერძში? – კითხულობს გია მურღულია და ამ კითხვას პასუხაც თავად სცემს: “რა აზრი დევს ცნობილ რუსთველურ ანდერძში? ავთანდილს ერთი უცნაური ამოცანა და განზრახვა აქვს: როსტევანს უნდა დაუსაბუთოს და დაუმტკიცოს, რომ კარგს იზამს, თუ მიატოვებს სამშობლოს, მეფე თინათინს, აღმზრდელ როსტევანს, თავის ყველა მოვალეობას და გაურკვეველი ვადითა თუ წარმატების ბუნდოვანი პერსპექტივით […]

შოთა რუსთაველი სანაგვეზე

შოთა რუსთაველი სანაგვეზე

XXI საუკუნის საქართველოში ილია ჭავჭავაძის შემდეგ სანაგვეზე შოთა რუსთაველი აღმოჩნდა. მომღერალმა გიორგი სუხიტაშვილმა თბილისის ერთ-ერთ უბანში შოთა რუსთაველის და აკაკი წერეთლის ფოტოები ნაგავთან აღმოაჩინა.  

ნახეთ “ვეფხისტყაოსნის” გრაფიკული რომანი

ნახეთ "ვეფხისტყაოსნის" გრაფიკული რომანი

შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” საუკუნეებია მოსვენებას არ აძლევს ქართველ ხელოვანებს. მხატვრები, ქორეოგრაფები, ანიმატორები, თეატრისა თუ კინოს რეჟისორები შოთა რუსთაველის უკვდავი პოემის გასაცოცხლებლად სხვადასხვა საინტერესო გზებს ეძებენ. გამონაკლისი არც დავით მაჭავარიანია. მან ნიაზ დიასამიძის და 33ა-ს მუსიკაზე “ვეფხისტყაოსანი” გრაფიკული რომანის სახით წარმოადგინა და ფართო საზოგადოებას მხოლოდ პატარა ნაწყვეტი შესთავაზა.

“ვეფხისტყაოსანი” თბილისობის დღესასწაულზე გაცოცხლდება

"ვეფხისტყაოსანი" თბილისობის დღესასწაულზე გაცოცხლდება

თბილისობის დღესასწაული წელს 6 და 7 ოქტომბერს გაიმართება. დღესასწაულის ფარგლებში “ამირან შალიკაშვილის” საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრი და თბილისის მერია წარმოდგენს პროქტს “რომელმან შექმნა სამყარო” და შალიკაშვილი/ფეტვიაშვილი “შოუქეისს”. პანტომიმის თეატრის მსახიობები ლეღვთახევში – აბანოთუბანში 6 ოქტომბერს შალიკაშვილი/ფეტვიაშვილის შოუქეისს წარმოადგენენ, 7 ოქტომბერს კი პროექტით “რომელმან შექმნა სამყარო” შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნიდან” გმირებს გააცოხლებენ.

„ვეფხისტყაოსნის“ უნიკალურ ხელნაწერს გაეროს არტკოლექციაში გამოფენენ

შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” სრულიად განსხვავებულად კიდევ ერთხელ გაიბრწყინებს მსოფლიოს წინაშე. ცნობილმა მოქანდაკემ გუჯი ამაშუკელმა “ფესხისტყაოსნის” უნიკალური ხელნაწერისთვის ჭედური ყდა დაამზადა. ყდფ ეროვნული მნიშვნელობის უნიკალური საგანძურისთვის ვერცხლისგანაა დამზადებული, ათობით ძვირფასი ქვით არის გაფორმებული და შოთა რუსთაველის ფრესკა ამშვენებს. ხელოვანი 44-წლიანი ემიგრაციიდან საქართველოში სწორედ ამ ნამუშევრით დაბრუნდა. საქართველოში წარდგენის შემდეგ შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსნის” უნიკალური ხელნაწერი ნიუ-იორკში გაემგზავრება […]

“არ იკითხოთ “ვეფხისტყაოსანი”!

"არ იკითხოთ "ვეფხისტყაოსანი"!

შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” ქართველებისთვის მთავარი ლიტერატურული საგანძურია. მხატვარი გია ეძგვერაძე კი მოგვიწოდებს არ ვიკითზოთ შოთას პოემა: “არ იკითხოთ „ვეფხისტყაოსანი”, უყურეთ მოდას და მის აბსურდზე გამავალ მეტამორფოზებს – „ვეფხისტყაოსნის” მიერ საკუთარ დროსა და სივრცეში შემოტანილმა ღირებულებრივმა ორიენტირებმა თავისი მისია წარმატებით დაასრულა! ამაში ეჭვი არაა! – ახლა კი სრულიად ახალი დრო დგება, ახალი ადამიანის, რომლის ცნობიერებას არაფერი […]

შეურაცხყოფილი შოთა რუსთაველის ბარელიეფი

შეურაცხყოფილი შოთა რუსთაველის ბარელიეფი

შოთა რუსთაველის ხსენებაზე ქართველთა უმრავლესობა სიამაყით ივსება. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში არიან ადამიანები, რომლებიც “ვეფხისტყაოსნის” ავტორს შეურაცხყოფას აყენებენ. “ფოტოებზე ხედავთ შოთა რუსთაველის ბარელიეფს “ამ იდეის ავტორი უნდა ჩაარჭო თავით მანდვე.” ეს ბარელიეფი არის თუ არ ვცდები ლითონის, ძალიან მძიმეა თორე მე ავიღებდი ეხლავე! მოკლედ მინდა ამ ფოტოებმა ლაშა კომახიძისა და სულიკო თებიძის თვალებამდე მიაღწიოს, რათა ნახონ […]

“შოთა რუსთაველი დიდი წმინდანია”

"შოთა რუსთაველი დიდი წმინდანია"

– ღმერთის გარეშე „ვეფხისტყაოსანი“ არ შეიძლება იყოს შოთა რუსთაველის შედევრი,” – ასეთ ინფორმაციას ავრცელებს ნინო აფხაძე და შოთა რუსთაველის გენიალურობაზე წერს: “შოთა რუსთაველი დიდი წმინდანია, რომელიც დაჯილდოვებული იყო არა მხოლოდ პოეზიის ნიჭით, არამედ მომავლის ჭვრეტის უნიკალური მადლითაც. ღმერთის გარეშე „ვეფხისტყაოსანი“ არ შეიძლება იყოს შოთა რუსთაველის შედევრი. უდიდესი პოეტური ხელოვნებით შაირებში შეფარულია დიდი სულიერი სიბრძნე, საიდუმლო […]

კრიტიკა გერმანულად თარგმნილ “ვეფხისტყაოსანს”

კრიტიკა გერმანულად თარგმნილ "ვეფხისტყაოსანს"

შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანი” ცნობილმა გერმანელმა მწერალმა და ლიტერატურის კრიტიკოსმა ტილმან შპრეკელსენმა გერმანულად თარგმნა. ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ამ სიახლემ საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა. ამის მიზეზი წიგნში გამოყენებული ილუსტრაციები გახდა. მათი ავტორი კატ მენშიკია. ბაქარი ვარდოსანიძე: “მსოფლიო გაიცნობს რუსთაველს, მაგრამ ნახატი! ბარაკ ობამა და შვარცნეგერის ნაზავი? სადაა წვერ-ულვაში?”