ჭდე: შოთა ნიშნიანიძე

შოთა ნიშნიანიძე კონსტანტინე გამსახურდიაზე

მინდა ვიყოთ ერთად - შოთა ნიშნიანიძე

“დიდოსტატი კონსტანტინეს მარჯვენას”, “დიონისოს ღიმილის”, “მთვარის მოტაცების”, “დავით აღმაშენებლის” ავტორს კონსტანტინე გამსახურდიას პოეტმა შოთა ნიშნიანიძემ არაჩვეულებრივი ლექსი მიუძღვნა: “მცხეთის ქალაქს მირონი დუღს”, მზის და ვაზის მირონი, ბებერ ქვებში ღაღადებენ საქმენი საგმირონი. იღაღადეთ, ფუძის ქვანო, ქვანო საგუმბათონო, მცხეთას ხომ არ მობრძანდებით, კონსტანტინე ბატონო. ბულბულს როგორ არ ესტვინა იბერიის ბაღთათვის, არ მოევლო პალესტინა, კილიკია, ბაღდათი. მოიარე საქართველო […]

შოთა ნიშნიანიძე აფხაზეთზე

პოეტი შოთა ნიშნიანიძე აფხაზეთის ომს უდიდესი გულისსტკივილით გამოეხმაურა და საგანგებო ლექსიც დაწერა: ,,შენ სულ აფხაზობ, რაც არსებობს ეს საქართველო…. მაშინ რად სწუხხარ? აგწეწია სული რაღაზე? ღმერთი და რჯული, საქართველო სანამ იქნება, შენ სულ აფხაზი იქნები და სულ იაფხაზებ. ბაგეზე ლოცვა შეჰყინვიათ ილორის ხატებს, და გმინვა მისი გარდიგარდმო ესმით მეზობლებს. აფხაზო კაცო, შენს დაწიხლულ, უიღბლო გამზრდელს— […]

“ეშმაკობაში ვბერდები” – შოთა ნიშნიანიძე

"ეშმაკობაში ვბერდები" - შოთა ნიშნიანიძე

“ეშმაკობაში ვბერდები და არცთუ ისე უიღბლოდ. მე ვიყო მართლა ეშმაკი, სხვაზე ეშმაკი თუ ვიყო. ნაღდი ეშმაკი მაშინ ხარ, თუ დრო-ჟამს შენთვის მოიხმარ, თუ ქვეყნის ამომგდები ხარ და ხალხს წმინდანი ჰგონიხარ. გინახავთ მოწამებრივი მართლმსაჯულების მსახურნი? მაღალზურგიან სკამებზე ფრესკებად გამოსახულნი? ისეთი შებერტყილია, ისეთი ზოგი მათგანი, იმათთან, ღმერთო, მართლა ვარ მამა აბრამის ბატკანი. წუთისოფელი ომია, ომი ფუტკრის და […]

შოთა ნიშნიანიძე – ლექსის საოცარი ოსტატი

შოთა ნიშნიანიძე - ლექსის საოცარი ოსტატი

პოეტი შოთა ნიშნიანიძე თავის ლექსებში მრავალფეროვან თემატიკას ეხებოდა, ამიტომაც შეიყვარა მისი შემოქმედება მკითხველმა. შოთა ნიშნიანიძეს პოეტობაზე არასდროს უფიქრია. ის სპორტით იყო გატაცებული და ფეხბურთსაც თამაშობდა, თუმცა ერთ-ერთი ვარჯიშის დროს მხარი დაიზიანა და სპორტს საერთოდ ჩამოშორდა. პატარ-პატარა ლირიკულ ლექსებს ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს წერდა. მისი ლექსები იოსებ ნონეშვილმა წაიკითხა, მოეწონა და “ახალგაზრდა კომუნისტში” დაუბეჭდა. მას […]

მინდა ვიყოთ ერთად – შოთა ნიშნიანიძე

მინდა ვიყოთ ერთად - შოთა ნიშნიანიძე

“მინდა ვიყოთ ერთად სოფელში და წვიმდეს, შემოჩვეულ სევდას წვიმის ღვარი შლიდეს, იფარავდეს შინდი შეციებულ ჩიტებს შენ კი ჩემი დიდი სიყვარული გჭირდეს. გიკითხავდე ლექსებს, არა ვგავდეთ დიდებს, გიკოცნიდე ლამაზ საფერებელ თითებს. მთელი ღამე მშვიდი, თბილი წვიმით წვიმდეს და შენ ჩემი დიდი სიყვარული გჭირდეს…”

შოთა ნიშნიანიძის ყველაზე ლამაზი მიძღვნა მეუღლეს

შოთა ნიშნიანიძის ყველაზე ლამაზი მიძღვნა მეუღლეს

ალბათ ბევრმა არ იცის შოთა ნიშნიანიძის სიბერეში მეუღლესადმი მიძღვნილი ლექსი, რომელიც სულ ერთი სტროფია, მაგრამ მასში მთელი ცხოვრებაა ჩატეული: “განა მიყვარხარ ახლა ნაკლებად ჩემი ოჯახის პატარა ია რატომღაც გული მეთანაღრება შეყვარებული რომ აღარ გქვია.”

შოთა ნიშნიანიძის საყურადღებო თხოვნა საქართველოს

შოთა ნიშნიანიძის საყურადღებო თხოვნა საქართველოს

– ერო და ბერო, შიში მაქვს და თხოვნაც მაქვს ერთი, – წერდა პოეტი შოთა ნიშნიანიძე თავის ერთ-ერთ ლექსში, რომელიც დღეს კიდევ უფრო საყურადღებოა: “ერო და ბერო, შიში მაქვს და თხოვნაც მაქვს ერთი: თუკი ოდესმე ჩამოივლის გლახაკი კვერთხით, ზურგს ნუ შეაქცევთ… გაიკითხეთ… ბედი არ გვცდიდეს, გლახის ძონძებში გადაცმული არ იყოს ღმერთი.”

ლექსები მამაზე

ლექსები მამაზე

ბევრმა ჩვენგანმა იცის ლექსები დედაზე, მაგრამ არც თუ ისე ბევრმა იცის ლექსები მამაზე. “არტინფო” გთავაზობთ ლექსებს მამაზე, რომლის ავტორებიც არიან ტერენტი გრანელი, შოთა ნიშნიანიძე, ნიკოლოზ ფაიქრიძე, ნიკო გომელაური, გენო კალანდია, ოთარ ჭილაძე, ირაკლი აბაშიძე, მუხრან მაჭავარიანი, მურმან ლებანიძე, ტარიელ ხარხელაური, მიხეილ ქვლივიძე.   ოთარ ჭილაძე – მამა დრო თავისი გზით წავიდა ისევ, დატოვა ხსოვნა დღისა […]

ლეგენდა – შოთა ნიშნიანიძე

ლეგენდა - შოთა ნიშნიანიძე

თქვეს ერთხელ სამთა ანგელოსთა: – როგორ დავბადოთ კაცი ყველაზე ბედნიერი და უბედურიც, რა დავაწყევლოთ, ან ისეთი რა დავანათლოთ, ათასჯერ ბედის თქვას მადლობაც და საყვედურიც. პირველად თეთრმა ანგელოსმა წარსდგა ნაბიჯი: დავბადოთ კაცი მდიდარიო, მაგრამ მახინჯი. წითელმა: ის სჯობს, ყრმა ოცნებებს ნუღარ მიეცეს, ულამაზესი იყოს, მაგრამ უღარიბესიც. ბოლოს კი შავი ანგელოსი წამოიმართა და შავი სიტყვა განუცხადა ცათა […]

ლექსები ქალებზე

ლექსები ქალებზე

ლექსები ქალებზე ყველა პოეტის შემოქმედებაშია. ”არტინფო” გთავაზობთ გოგლა ლეონიძის, ჯანსუღ ჩარკვიანის, ნიკო გომელაურის, ვაჟა ფშაველას, მუხრან მაჭავარიანის, მურმან ლებანიძის, ოთარ ჭილაძის, ანა კალანდაძის, ილია ჭავჭავაძის, შოთა ნიშნიანიძის, გალაკტიონ ტაბიძის, დავით შემოქმედელის და ირაკლი ჩარკვიანის ლექსებს, რომლებიც ქალებს ეძღვნებათ. გოგლა ლეონიძე – კაცებო, ქალებს გაუფრთხილდით კაცებო, ქალებს გაუფრთხილდით გული ფიანდაზად გაუშალეთ, შუბლზე გაჩენილი ნაოჭები ნაზი მოფერებით წაუშალეთ. […]