შორენა ბეგაშვილი

შორენა ბეგაშვილის შვილი იაშვილის კლინიკაში დააბრუნეს

შორენა ბეგაშვილის შვილი იაშვილის კლინიკაში დააბრუნეს

ტელეწამყვანისა და მსახიობის შორენა ბეგაშვილის შვილი, 14 წლის ევა ბარბაქაძე ისევ იაშვილის კლინიკაში დააბრუნეს. ინფორმაციას რუსთავი 2-ის წარმომადგენელი სალომე ლილუაშვილი ავრცელებს: “შორენა ბეგაშვილის შვილი, ევა ბარბაქაძე, უმძიმესი ტკივილებით და ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობით რამდენიმე წუთის წინ ისევ იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ზეგ დილით სასწრაფოდ თურქეთში უნდა გადააფრინონ, რომ ხერხემალზე განმეორებით ჩაუტარდეს ურთულესი ოპერაცია. ძალიან დიდი მადლობა სწრაფი […]

შორენა ბეგაშვილი დახმარებას ითხოვს

შორენა ბეგაშვილი დახმარებას ითხოვს

გადაცემა “იღბლიანი ბორბალის” წამყვანი და მსახიობი შორენა ბეგაშვილი დახმარებას ითხოვს. შორენას ბოლო პერიოდში საკმაოდ დაძაბულ და სტრესულ მდგომარეობაში უწევს ცხოვრება. ამის მიზეზი მისი ერთადერთი შვილის, 14 წლის ევა ბარბაქაძის მეხუთე სართულიდან გადმოვარდნაა. გოგონას ორი ურთულესი ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და სახლშიც გაეწერა, თუმცა მას საზღვარგარეთ ხანგრძლივი სარეაბილიტაციო კურსი ესაჭიროება, რაც სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული. ამ ეტაპზე […]

შორენა ბეგაშვილის შვილი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს

შორენა ბეგაშვილის შვილი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს

მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილი, 14 წლის ევა ბარბაქაძე რესპუბლიკური საავადმყოფოდან იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას მრავლობითი ტრავმები და მოტეხილობები აქვს და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების განცხადებით, გოგონას მდგომარეობა მძიმეა. მოზარდი მეხუთე სართულიდან გადმოვარდა. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ევა ფანჯარაზე იჯდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

შორენა ბეგაშვილმა პროფესია შეიცვალა

შორენა ბეგაშვილმა პროფესია შეიცვალა

მსახიობმა და ტელეწამყვანმა შორენა ბეგაშვილმა პროფესია შეიცვალა. ლამაზმანმა გადაწყვიტა თავისი შესაძლებლობები კიდევ ერთ სფეროში სცადოს და აქტიურად შეუდგა ახალი საქმის შესწავლას. შორენამ მსოფლიოში ცნობილ ქალბატონებს მიბაძა და საკუთარი სამოსის ხაზის წარმოება დაიწყო. “შორენა” – ასე ეწოდება მსახიობის დიზაინით შექმნილი მოსასხამების შემოდგომა-ზამთრის კოლექციას: “ყველაზე ლამაზმა ქალმა ყველაზე კარგად იცის, რა გვჭირდება იმისთვის, რომ საუკეთესოდ გამოვიყურებოდეთ. შორენა […]

ზურა ყიფშიძეს ახალ ფილმში იღებენ

ზურა ყიფშიძეს ახალ ფილმში იღებენ

მსახიობ ზურაბ ყიფშიძეს კიდევ ერთ ახალ ქართულ ფილმში იღებენ. რეჟისორი გიორგი კიკალიშვილი თავის ახალ პროექტზე მუშაობს და მას “3+3” ჰქვია. ფილმში, რომლის პრემიერაც 12 მარტს კინოთეატრ “ამირანშია” დაგეგმილი, მთავარ როლებს ასრულებენ შორენა ბეგაშვილი, ნათია წიწილაშვილი და ნუკი კოშკელიშვილი. პაატა გულიაშვილი და დათო დარჩია მათი ქმრები არიან. გიორგი კიკალიშვილის ახალ ნამუშევარში ასევე დაკავებული არიან კახი კავსაძე, ონისე […]