ჭდე: შობა

“შობის ღამეს ყველა ნატვრა ხდება” – სასწაული ხდება

შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე ყველას ამაღლებული განწყობა აქვს. მორწმუნეებს სჯერათ, რომ სასწაული ხდება და შობის ღამეს ყველა ნატვრა ხდება. პეტრე კოლხი შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ლექსით გვილოცავს: “შობის ღამეს ყველა ნატვრა ხდება, ჩემი ღმერთი იბადება რადგან. ცა ფიფქებით სილამაზეს ყვება… და თვალებში სიხარული ჩადგა… ვარსკვლავები დაიწყებენ ციალს, გზა შენამდე გამიძღვება შემდეგ… შენ ხომ ჩემი სასწაული გქვია, მე […]

გინახავთ შობის ამსახველი ჩვენამდე მოღწეული პირველი გამოსახულება?

შობა ერთ-ერთი უდიდესი დღესასწაულია მორწმუნეებისთვის. იესო ქრისტეს შობა კაცობრიობისთვის სიყვარულისა და სიკეთის დასაწყისია. 21 საუკუნის განმავლობაში არაერთმა მხატვარმა შექმნა ნახატი შობის თემაზე. შობის ამსახველი ჩვენამდე მოღწეული პირველი გამოსახულება III საუკუნით თარიღდება ე.წ. პრისცილას კატაკომბებში – რომი. “არტინფო” გთავაზობთ სხვადასხვა ეპოქაში შექმნილ ნამუშევრებს, რომლებიც მაცხოვრის შობას ეძღვნება. შობის პირველი გამოსახულება ირაკლი ფარჯიანი ირაკლი ფარჯიანი ირაკლი ფარჯიანი […]

ვაჟა ფშაველას თქმულება შობაზე

სულ სხვანაირად დანახული ვაჟა ფშაველას "მთანი მაღალნი"

შობა ერთ-ერთი გამორჩეული დღესასწაულია მთელი წლის განმავლობაში. ამ დღეს მსოფლიო ქრისტეს შობას აღნიშნავს. ამბობენ, რასაც შობის ღამეს ჩაიფიქრებ, აუცილებლად აგისრულდებაო. შობასთან დაკავშირებით მსოფლიო ლიტერატურაში არაერთი ნაწარმოებია შექმნილი. გამონაკლისი არც ქართული ლიტერატურაა. “არტ ინფო” გთავაზობთ ვაჟა ფშაველას თქმულებას “საშობაო ამბავი”, რომელიც სადღესასწაულო განწყობას კიდევ უფრო აგიმაღლებთ და სიკეთის კეთების სურვილს გაგიორმაგებთ:   “საშობაო ამბავი” I ღარიბი არი […]

ყველაზე დიდი საჩუქარი საშობაოდ, რომელიც უმთავრესია

შობა ახლოვდება და დგება სანუკვარი ოცნებების ასრულების მომენტი. ყველა ადამიანი ცდილობს საყვარელ ადამიანებთან და სასურველ გარემოში შეხვდეს ამ უდიდეს დღესასწაულს. XXI საუკუნეში ადამიანებისთვის აღარ არის საკმარისი 24 საათი, ამიტომაც ისინი ხშირად ვერ ახერხებენ გაატარონ მათთვის უმნიშვნელოვანესი დღეები ოჯახის წევრებთან ერთად. გერმანულმა კომპანია EDEKA-მ დაამზადა კლიპი, რომელიც ერთ დღეში რამდენიმე მილიონმა მომხმარებელმა ნახა, მისმა გაზიარებებმა სოციალურ ქსელში […]

ალილო მთელ საქართველოში ჩატარდება

შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე მთელი საქართველო ალილოს ზეიმობს. მეალილოეები საქართველოს ყველა რეგიონში შეაგროვებენ ტკბილეულს და საჩუქრებს მზურნელობამოკლებული ბავშვებისთვის და პანსიონატებში მცხოვრები ხანდაზმულებისთვის. საქართველოში შობას ალილოობის ტრადიცია არსებობს. უკვე საუკუნეებია, ქართველები ალილოობის მონაწილეებს და მიმლოცველებს სხვადასხვა საჩუქრებით ხვდებიან: ფულით, ფქვილით, ერბოთი, თხილ-კაკლით, საშობაოდ დაკლული ღორის ხორცით, ყოველივე იმით, რაც მოეპოვებოდა და რა თქმა უნდა, კვერცხით, აჯილდოვებდა მეალილოებს, […]

დღეს შობაა

7 იანვარს უდიდესი საუფლო დღესასწაული ქრისტეშობაა. ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, ყველა ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა. ქრისტეს შობამდე მხსნელის მოვლინების საყოველთაო მოლოდინი სუფევდა. იუდეველები ამ მოვლენას წინასწარმეტყველების მიხედვით ვარაუდობდნენ. წარმართები ასევე მოუთმენლად ელოდნენ გამოხსნას ურწმუნოებისა და ყოველგვარი ურჯულოებისაგან. ყველა წინასწარუწყება და წანასწარმეტყველება, რომელიც ძე ღვთისას განკაცებასთან იყო დაკავშირებული, აღსრულდა. პატრიარქმა იაკობმა იწინასწარმეტყველა, რომ იუდას ტომი სკიპტრას დაკარგავდა, […]

ლევან მასპინძელაშვილი შობას კონცერტით აღნიშნავს

მომღერალი ლევან მასპინძელაშვილი შობის ბრწყინვალე დღესასწაულს სპეციალური კონცერტით ხვდება. 7 იანვარს “არტ პალასი” კაჭრეთის ამბასადორში გაიმართება ღონისძიება, რომელშიც ესრტადის მომღერლებთან ერთად კლასიკური მუსიკის მომღერლებიც მიიღებენ მონაწილეობას. “საშობაო შეხვედრები” – ასე ჰქვია კონცერტს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თამარ ივერი, ოთო ჯორჯიკია, თეონა დვალი და სპეციალური სტუმარი მედეა ამირანაშვილი, ასევე ანიტა რაჭველიშვილი და დავით ალადაშვილი, ნანი ბრეგვაძე, ეკა […]