ჭდე: შიომღვიმე

სიახლე შიომღვიმის მონასტერში მხედველობის არმქონეთათვის

შიომღვიმის ულამაზეს მონასტერში, რომელსაც უამრავი ვიზიტორი სტუმრობს, მხედველობის არმქონეთათვის ტურისტული ცნობების ადაპტირება მოხდა. ინფორმაცია ფოტოხელოვანმა გოგა ჩანადირმა გაავრცელა: “რა კარგია, რომ შიომღვიმის მონასტერში მხედველობის არმქონეთათვის ტურისტული ცნობები ადაპტირებულია. მათ ბრაილის შრიფტით შეუძლიათ მონასტრის ისტორიის გაცნობა. ძალიან კარგი იქნება ასეთი დაფები ყველა ძეგლთან რომ განთავსდეს.”