შემთხვევითი პაემნები

”შემთხვევითი პაემნები” უკრაინის კინოთეატრებშია

ქართველი რეჟისორის ლევან კოღუაშვილის ფილმი “შემთხვევითი პაემნები”, რომელიც არაერთი საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია, 5 მარტიდან უკრაინის კინოთეატრებში იქნება წარმოდგენილი. ფილმი ორმოცს მიტანებული, უცოლო მამაკაცის სანდროს შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ჯერ კიდევ მშობლებთან ცხოვრობს. შემთხვევითი პაემანი გათხოვილ ქალთან აბსურდულ სასიყვარულო ისტორიაში გადაიზრდება. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ანდრო საყვარელიძე, ია სუხიტაშვილი, არჩილ ქიქოძე, კახი კავსაძე და მარინა ქარცივაძე. კინოკრიტიკოსები […]

“შემთხვევითი პაემნები” მაკედონიაში დააჯილდოვეს

მაკედონიაში სინედეის ევროპული კინოს ფესტივალზე ქართველი რეჟისორის ლევან კოღუაშვილის ფილმი „შემთხვევითი პაემნები“ დაჯილდოვდა პრიზით საუკეთესო სცენარისათვის. ეს ლევან კოღუაშვილის ფილმისთვის პირველი წარმატება არ არის. ამ ფილმმა გრანპრი აიღო ჟენევასა და ლოზანაში გამართულ მეორე საერთაშორისო კინოფესტივალზე “კინო. ფილმები რუსეთიდან და არა მხოლოდ”. სურათმა გრანპრი მიიღო იტალიაში, ლეჩეში ევროპული კინოს ფესტივალზეც. ამ კინოფესტივალების გარდა, “შემთხვევითი პაემნები” კიდევ […]