ჭდე: შალვა მუქერია

ქართველი ვარსკვლავები კარნეგი ჰოლში

ქართველი ვარსკვლავები კარნეგი ჰოლში

სოპრანო ნინო მაჩაიძე, ბარიტონი გიორგი გაგნიძე, ტენორი შალვა მუქერია, პიანისტი ელისო ბოლქვაძე და მომღერალი ნუცა შანშიაშვილი მსოფლიოს საუკეთესო დარბაზში – კარნეგი ჰოლში ერთობლივ კონცერტს გამართავენ. მომღერლებს აკომპანირებას ბრედლი მური გაუწევს. 18 ივლისს ნიუ იორკში ჩატარდება ქართველი ხელოვანების ერთობლივი კონცერტი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს მიეძღვნება.

ქართველი ტენორი საუკეთესოდ დასახელდა

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა და ცნობილმა ჟურნალმა “Opera Actual”-მა თანამედროვეობის საუკეთესო მოქმედი ტენორები დაასახელა. სხვადასხვა ქვეყნის 12 საუკეთესო საოპერო მომღერალს შორის ერთ-ერთი ქართველია. ტენორი შალვა მუქერია საუკეთესოთა ჩამონათვალში იონას კაუფმანის, ვლადიმირ გალუზინის, მაქსიმ აქსენოვის, ალექსანდრ ანტონენკოს, პავოლ ბრესლიკის, პიოტრ ბეჩალას, დმიტრი კორჩაკის, რობერტო საკკას, სტეფან ფინკეს, პეტერ ზაიფერტის და კლაუს ფლორიან ფოგტის გვერდით მოხვდა.

ქართველი მომღერლები ’’მარია სტიუარტის’’ მსოფლიო პრემიერაში

ორი ქართველი საოპერო მომღერლი ქეთევან ქემოკლიძე და შალვა მუქერია ვარშავის ოპერის მსოფლიო პრემიერაში ერთად იმღერებენ. 20 თებერვალს პოლონეთის ნაციონალურ ოპერაში პირველად ამ თეატრის ისტორიის განმავლობაში გაიმართება გაეტანო დონიცეტის ოპერის „მარია სტიუარტი”-ს მსოფლიო პრემიერა, რომელშიც წამყვან პარტიებს იმღერებენ ქართველი მსოფლიო ვარსკვლავები. დედოფალ ელისაბედის პარტიას მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე იმღერებს. მას ორმაგი დებიუტი ექნება, პირველად გამოვა პოლონელი მსმენელის […]