სევილიელი დალაქი

მოზარდ მაყურებელთა თეატრის საჩუქარი პატარებს

მოზარდ მაყურებელთა თეატრის საჩუქარი პატარებს

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრი საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ პატარებს საჩუქარს ემზადებს. 15-22 სექტემბრამდე თეატრი გასტროლით ესტუმრება საგარეჯოს, თელავს, პანკისის ხეობასა და გორს. სასწავლო წლის დაწყებას მოზარდ მაყურებელთა თეატრი პატარებს მუსიკალური სპექტაკლით „შოუ ზღაპართა ქვეყანაში“ მიულოცავს. 19-22 სექტემებრს კი მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასი საერთაშორისო გასტროლით აზერბაიჯანში გაემგზავრება. ქალაქ შეკის […]

მოზარდმაყურებელთა თეატრი უკრაინაში წავიდა

მოზარდმაყურებელთა თეატრი უკრაინაში წავიდა

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის დასი უკრაინაში წავიდა. რეჟისორ ბესო კუპრეიშვილის თოჯინური ოპერა „სევილიელი დალაქი“ წარმოდგენილი იქნება უკრაინის ორ ქალაქში ორ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე. მოზრდმაყურებელთა თეატრის სპექტაკლი 19-23 მაისს ვინიცასა და პოლტავაში საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებზე „პადოლსკური თოჯინა“ და „გზამკვლევი ვარსკვლავი“ წარსდგება. „სევილიელი დალაქი“ 2014 წელს ანკარის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში „პატარა ქალბატონები, პატარა ჯენტლმენები“ მონაწილეობდა.