სერგო მარკოსიანი

ქართველი მუსიკოსები მოცარტის საერთაშორისო ფესტივალზე

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი”-ს მოსწავლეები 7-დან 12 სექტემბრის ჩათვლით იმყოფებოდნენ გერმანიის ქალაქ აუგსბურგში მოცარტის საერთაშორისო ფესტივალზე „Mozart@augsburg 2016″. ფესტივალში მონაწილეობდნენ მევიოლინე ანნა ჭანია – პროფესორ კონსტანტინე ვარდელის კლასი; პიანისტი სერგო მარკოსიანი პედაგოგ ესმა ქირიას კლასი; ჩელისტი სანდრო სიდამონიძე – ყოფილი ათწლედელი, ამჟამად Michigan State University College of Music-ის სტუდენტი და […]

ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეებმა გერმანიაში გაიმარჯვეს

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეებმა გიორგი გრძელიძემ და სერგო მარკოსიანმა გერმანიის ქალაქ აახენის პიანისტთა საერთაშორისო კონკურს-ფესტივალზე გაიმარჯვეს. მე-6 კლასის მოსწავლე გიორგი გრძელიძემ მოიპოვა II პრემია და ლაურეატის წოდება, ხოლო მე-11 კლასის მოსწავლე სერგო მარკოსიანმა მიიღო სპეციალური პრიზი, რომელიც მას საშუალებას აძლევს საკონცერტო ტურნეთი წარდგეს იტალიისა და მალტის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალებზე. […]