სერგი გვარჯალაძე

Sophie Villy  დახმარებას ითხოვს

Sophie Villy  დახმარებას ითხოვს

მომღერალი Sophie Villy, იგივე სოფო ხუციშვილი მუსიკოსებისგან დახმარებას ითხოვს: “თბილისში მდებარე ბავშვთა თავშესაფრისთვის “ბეღურები” ვაგროვებთ მუსიკალურ ინსტრუმენტებს. ჩვენი შეხვედრა დეკემბერში ძალიან ემოციური იყო. ბავშვების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ჩემს გიტარაზე დავაკვრევინე თითოეულს. ვფიქრობ, ძალიან დიდი მოტივაცია და მათთვის ახალი ეტაპი იქნება მუსიკასთან დაახლოება. თუ გაქვთ ისეთი ინსტრუმენტები (გიტარა, პერკუსია, სინთეზატორი, ა.შ.) რომლებსაც არ იყენებთ და […]

ასეთია ქუჩის მუსიკოსების ხვედრი

ასეთია ქუჩის მუსიკოსების ხვედრი

ქუჩის მუსიკოსები ამ კვირის მთავარი თემაა. ღამის ეკონომიკის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ მათთვის სიახლეების შეთავაზება გადაწყვიტა. ამ აქტუალურ საკითხს მწერალი ზაალ სამადაშვილი 1994 წელს დაწერილი ჩანახატით “ქუჩის მუსიკოსები” გამოეხმაურა: “მტკვრის სანაპიროსთან ახლოს მდგარ, არტ-ნუვოს სტილის სამსართულიან, მაღალ სასახლეში ადრე ალბათ ვიღაც მდიდარი კაცი ცხოვრობდა. მერე, საბჭოთა ხელისუფლების დროს, აქ ქალაქის ყველაზე დიდ მაღაზიას ედო ბინა. ამჟამად […]

ნიკა ნიკვაშვილი: “დაანებეთ ამ საწყალ მუსიკას თავი!”

ნიკა ნიკვაშვილი: "დაანებეთ ამ საწყალ მუსიკას თავი!"

– ქუჩის ზოგი მუსიკოსი მოქალაქეებს ყურს ვნებს, – განაცხადა ღამის ეკონომიკის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ და ქუჩის მუსიკოსებისთან დაკავშირებით სიახლეებზე ისაუბრა. სერგი გვარჯალაძის მოსაზრებამ პიანისტი ნიკა ნიკვაშვილი გააღიზიანა: “სადაც მართლა საჭიროა, ჯობია ჯერ იქ დაარეგულოროთ! საინტერესოა ყურს არ ვნებს ის, რაც ამდენი ხნის განმავლობაში ტელევიზიებში ხდება?! ყურს კი არა, შედეგად დაბალი მუსიკალური გემოვნების საზოგადოება და ათასობით […]

სერგი გვარჯალაძე დაქორწინდა

სერგი გვარჯალაძე დააწინაურეს

ტელეწამყვანი სერგი გვარჯალაძე ცოტა ხნის წინ ეკრანიდან გაუჩინარდა და საზოგადოებრივი მაუწყებლის კრეატიული ბლოკის დირექტორის რანგში განაგრძო მუშაობა. სერგიმ დაწინაურება პირადი ცხოვრების მოსაწესრიგებლადაც გამოიყენა და დაქორწინდა. მისი რჩეული კომუნიკატორის ჯგუფის ახალი პროექტის “C სტუდიის” ერთ-ერთი წამყვანი ანა აბაკელიაა. სერგი და ანა დიდი ხნის განმავლობაში მეგობრები იყვნენ, თუმცა საბოლოოდ მათი ურთიერთობა ქორწინებით დასრულდა. ამჟამად წყვილი საზღვარგარეთ ტაილანდში […]

“არასასიამოვნო ამბავი გადამხდა”

სერგი გვარჯალაძე დააწინაურეს

გადაცემა “კომუნიკატორის” წამყვანს სერგი გვარჯალაძეს უსიამოვნო ამბავი შეემთხვა, რომელიც მან საზოგადოებას საჯაროდ გაუზიარა. სერგი გვარჯალაძე: “მეგობრებო, ერთი არასასიამოვნო ამბავი გადამხდა თავს და მინდა გაგიზიაროთ თქვენც, რომ მსგავს სიტუაციაში არ აღმოჩნდეთ. მაისის თვეში დავიწყე ტურისტული კომპანიის ძებნა იმისათვის, რომ ჩემს შვილებთან ერთად, აგვისტოს ბოლოს, ერთი კვირით დასასვენებლად გავმგზავრებულიყავით. რამდენიმე ტურისტული სააგენტოს წინადადებიდან, ონლაინ რეჟიმში ავარჩიე ტურისტული […]

სერგი გვარჯალაძე დააწინაურეს

სერგი გვარჯალაძე დააწინაურეს

ტელეწამყვანი სერგი გვარჯალაძე დააწინაურეს. “კომუნიკატორის” დამაარსებელი და უცვლელი წამყვანი საზოგადოებრივ მაუწყებელში ახალ თანამდებობაზე დაინიშნა. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი სატელევიზიო სეზონის დაწყებამდე ტელევიზიაში ცვლილებები მიმდინარეობს, რაც არა მარტო გადაცემებს, არამედ თანამდებობებზე პიროვნებების შეცვლასაც უკავშირდება. ეს ცვლილება შეეხო სერგი გვარჯალაძესაც. საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოადგილედ ტელემაუწყებლობის დარგში სწორედ “კომუნიკატორის” ავტორი დაინიშნა. სერგი გვარჯალაძემ ამ […]

,,ელექტრონავტი” რჩეულებს დააჯილდოვებს

,,ელექტრონავტი'' რჩეულებს დააჯილდოვებს

ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოების ცერემონიალი “ელექტრონავტი” თბილისი ივენთ ჰოლში მეშვიდედ გაიმართება და თავის რჩეულებს საზეიმო ვითარებაში დაასახელებს. გასული წლის ინოვაციური პოპკულტურის დაჯილდოების ცერემონიალი შარშან გარკვეული პრობლემების გამო არ შედგა, ამიტომაც 2014 წლის ბოლოს დაგეგმილი ღონისძიების ჩატარება მხოლოდ ახლა მოხერხდა. “2014 წელი დაჯილდოების ისტორიაში მონაწილეების მხრივ ერთ-ერთი გამორჩეული იყო, ამიტომ წლევანდელ ნომინაციებს რამდენიმე ახალი ნომინაციაც დაემატა, მათ […]

“კომუნიკატორი” ბრუნდება

"კომუნიკატორი" ბრუნდება

10 წლიანი პაუზის შემდეგ, ტელესივრცეს სერგი გვარჯალაძე და მისი გადაცემა “კომუნიკატორი” უბრუნდება. პროექტი პირველ არხზე 29 დეკემბრიდან გავა და ყოველ სამუშაო დღეს სერგი გვარჯალაძე თანაწამყვანებთან მერი შიხაშვილთან და ნასტასია არაბულთან ერთად საზოგადოებას სრულიად განსხვავებულ “კომუნიკატორს” შესთავაზებს. “არის კონტაქტი?!” – ეს იყო გადაცემის სლოგანი, რომელიც სხვადასხვა თემებზე ღიად და თამამად საუბრობდა. აღდგენილ “კომუნიკატორსაც” სლოგანი უცვლელად ექნება. […]