ჭდე: საზოგადოებრივი მაუწყებელი

რატი ამაღლობელის რადიკალური გადაწყვეტილება

სეკვენცია - რატი ამაღლობელი

მიუხედავად იმისა, რომ პოეტი რატი ამაღლობელი რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, კოლეგის ზვიად რატიანის ვიდეოჩანაწერის ეთერში გაშვების შემდეგ, რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო და ტელევიზიას ბოიკოტი გამოუცხადა: “რამდენიმე წელი ვმუშაობდი საზოგადეობრივ მაუწყებელზე, ძალიან მიყვარს ის ხალხი, ვისთან ერთადაც ვაკეთებდი სხვადასხვა პროექტს მაუწყებლის რადიოში “ხმების ისტორია”, ტელე სივრცეში, “ჩემი წიგნი” და “სიტყვების თამაში”. დღემდე მაქვს და ვიცი, […]

ნიკოლოზ რაჭველის ბოიკოტი

კომპოზიტორი და დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი მწერლების მოსაზრებას იზიარებს და საზოგადოებრივ მაუწყებელს ბოიკოტს უცხადებს: “მთელი არსით და შეგნებით მეც ვუცხადებ ბოიკოტს საზოგადოებრივ მაუწყებელს, იქამდე ვიდრე უკლებლივ არ შეიცვლება ხელმძღვანელობა, ადამიანები, ვინც მიიღო მონაწილეობა ამ უკადრებელი გადაწყვეტილების მიღებაში რაც ზვიად რატიანთან მიმართებაში მოხდა!!! [სხვა სტრუქტურების საქციელზე უკვე ზედმეტიცაა კომენტარი]… ბოდიშს ვიხდი საჯაროდ, რომ ოპერაში ამ თემას არ […]

“წვალებამ ფილმ “შვიდკაცას” დამთავრებისთვის სასამართლომდე მიმიყვანა”

– აცხადებს რეჟისორის სოსო ჩხაიძის მეუღლე ნანა ზურაბიშვილი: “მოკლედ, ასეთი “სასიხარულო” ამბავი უნდა გაცნობოთ… მთელმა ჩემმა დიდმა წვალებამ და ჯაფამ, რომელიც 25 წლის მანძილზე სოსო ჩხაიძის (ჩემი მეუღლის) ფილმის “შვიდკაცას” დასამთავრებლად გავწიე, სასამართლომდე მიმიყვანა. საზოგადოებრივი მაუწყებელი აპირებს სასამართლოში ჩივილს, მე უნდა მიჩივლონ… ტენდერი ჩაატარეს, ისე ფულს ვერ მოგცემთო, და გაიმარჯვა (თუ გაამარჯვებინეს) ვიღაც სრულიად გაუგებარმა […]

ბრალდებები საზოგადოებრივ მაუწყებელს

პროდიუსერი თამაზ ორაშვილი საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელს გადამგდებს უწოდებს და თავიანთი არაპროფესიონალიზმის სხვაზე გადაბრალებაში ადანაშაულებს: “სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, საზოგადოებრივი მაუწყებელი გადამგდებ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა… ვწუხვარ… ფრთხილად იყავით ვინც ტენდერს თამაშობთ ამ არხთან… თავის უუნარობას თქვენ დაგაბრალებენ და ვალებს აგკიდებენ… მე ვალებს გადავურჩი – შავ სიას ალბათ ვერ გადავურჩები. ყოველ ორშაბათს ჩემს მიერ გაზიარებული იქნება გადამგდები საზოგადოებრივი მაუწყებელი. […]

თამუნა მუსერიძე სამსახურიდან გაუშვეს

თამუნა მუსერიძე გაქურდეს

ტელეწამყვანი და ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე სამსახურიდან გაუშვეს. იგი 7 წლის განმავლობაში საზოგადოებრივ მაუწყებელში მუშაობდა. ოფიციალური წერილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელისგან ვასილ მაღლაფერიძისგან თამუნა მუსერიძემ უკვე მიიღო. შრომითი ხელშეკრულება მას 17 ივლისიდან შეუწყდება. ინფორმაცია ამის შესახებ ტელეწამყვანმა თავად გაავრცელა: “და, აი, დასრულდა ჩვენი 7 წლიანი თანამშრომლობა. მადლობა ჩემი გაძლებისთვის.”

“მე, როგორც მოქალაქეს, მაქვს თუ არა უფლება…”

კომპოზიტორი მიხეილ მდინარაძე როგორც მოქალაქე საკუთარ უფლებებში გარკვევას ცდილობს და სახალხოდ სვამს კითხვას, რომელზეც პასუხს ელოდება. მიხეილ მდინარაძე: “მაინტერესებს, მე, როგორც მოქალაქეს, მაქვს თუ არა უფლება, იმ უამრავ ტელე პროექტს შორის, რომლებიც სხვადასხვა ტელე მაუწყებლების ეთერში გადის, მოვითხოვო ერთი გადაცემა მაინც, რომელიც ჩემს პროფესიულ ინტერესს დააკმაყოფილებს?! საზოგადოებრივი მაუწყებელი სწორედ ის სივრცეა, სადაც ყველა კატეგორიის მაყურებლის […]

“გააგრძელე საქართველოს ისტორია” დაიხურა

– ბოდიშს გიხდით ერთგულებს. ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება. 14 სერია მოვაჯახირეთ და 45 წლის ისტორია ჩვენი წარსულიდან ტელე და ინტერნეტსივრცეში გავუშვით. გეგმები, იცოცხლე, დიდი გვქონდა, მაგრამ გულსატკენია, რომ “გააგრძელე საქართველოს ისტორია” მომავალ სეზონში ამ სახით აღარ გავა ეთერში – ისევ და ისევ თანხის უქონლობის გამო. მე პირადად ვერაფრით დაგაიმედებთ, რადგან დამაიმედებელს ვერაფერს ვხედავ, – აცხადებს […]

ვინ წარგვადგენს ევროვიზიაზე?

ვინ წარგვადგენს 2015 წლის ევროვიზიაზე? ამის გასარკვევად საზოგადოებრივი მაუწყებელი საქართველოს წარმომადგენლის გამოსავლენად ეროვნულ კონკურსს აცხადებს. შიდაშესარჩევ კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ნებისმიერი ჟანრის სოლისტებს და მუსიკალურ ჯგუფებს. მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სპეციალურად ამ კონკურსისთვის შექმნილი სიმღერა, რომელიც არსად გაჟღერებულა სიდი ფორმატით, ავტობიოგრაფია და ფოტოსურათი. განაცხადები მიიღება 20 დეკემბრამდე. კონკურსანტებიდან ხუთ საუკეთესო სიმღერას მაყურებელი 31 დეკემბერს შეაფასებს. 14 იანვარს […]