ჭდე: საპატიო თბილისელები

თბილისობაზე საპატიო თბილისელები დასახელდნენ

თბილისობა 2016-ის ფარგლებში ილიას ბაღში საპატიო თბილისელები დასახელდნენ. წელს ეს წოდება მოიპოვეს მსახიობებმა, ექიმებმა, ფეხბურთელებმა, მომღერლებმა, მოცეკვავეებმა, მხატვრებმა, მუსიკოსებმა, რეჟისორებმა. საპატიო თბილისელების რიგებს შეემატნენ მსახიობები თამარ სხირტლაძე, ლალი ბადურაშვილი და ნოდარ მგალობლიშვილი. ანსამბლ “ერისიონის” საპატიო სამხატვრო ხელმძღვანელი ჯემალ ჭკუასელი, ლოტბარი და მომღერალი რობერტ გოგოლაშვილი, ანსამბლ “სუხიშვილების” ყოფილი მოცეკვავე და ანსამბლ “რუსთავის” ქორეოგრაფი ფრიდონ სულაბერიძე, მევიოლინე […]

საპატიო თბილისელები დააჯილდოვეს

“თბილისობა 2015” საპატიო თბილისელების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიით ეროვნული ბიბლიოთეკის ეზოში გაიხსნა. საპატიო თბილისელის წოდება სხვადასხვა სფეროში გამორჩეულ თერთმეტ ადამიანს მიენიჭა. დედაქალაქის საპატიო მოქალაქის წოდება მიიღეს მწერალმა ლაშა თაბუკაშვილმა, მომღერალმა ფოლად ბულბულ ოღლიმ, ექიმმა ბესიკ იაშვილმა, მეცნიერმა მზექალა შანიძემ, მხატვარმა გია ჯაფარიძემ, არქიტექტორმა ომარ ნაფეტვარიძემ, მოცეკვავე ჯუმბერ ბერაძემ, მთარგმნელმა გივი შაჰნაზარმა, პიანისტმა ალექსანდრე კორსანტიამ, რეჟისორებმა ქეთევან […]