სამება

სამებაში შემეცნებითი საუბრები განახლდა

სამებაში შემეცნებითი საუბრები განახლდა

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში, რომელიც წმიდა სამების საკათედრო ტაძარში მდებარეობს, განახლდა შემეცნებითი საუბრები. შემეცნებითი საუბრების პირველი შეხვედრის საკითხია ხელოვნება, თემა „ქართული ხელოვნების განვითარების გზები“. საუბარს წარმართავს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი იზოლდა მელიქიშვილი. 3 თებერვალს ისტორიაზე საუბარს წარმართავს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი კახა კვაშილავა თემაზე „სამურზაყანო – საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული კუთხე“. 5 თებერვალს ფსიქოლოგიაზე […]

სამებაში პოეტური კრებულის პრეზენტაცია გაიმართება

სამებაში პოეტური კრებულის პრეზენტაცია გაიმართება

28 იანვარს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება დავით ჯიმშიაშვილის პირველი პოეტური კრებულის „იწყებ თავიდან“ წარდგინება. წიგნის რედაქტორი მაია მიქაიაა. კრებული დაიბეჭდა გამომცემლობა „კალმოსანში“. ღონისძიებას წარუძღვება ეკატერინე ბაზერაშვილი. სიტყვით გამოვლენ მაია მიქაია, ხვიჩა ყალაბეგაშვილი, ლაშა ბაბიჩაძე, ქეთევან ნათელაძე და მარიამ თორია. საღამოს მუსიკალურად გააფორმებს ხარაგაულის ხალხური ანსამბლი „კახორი“. ღონისძიება წმიდა […]

სოფო ბედიამ ჯვარი დაიწერა

სოფო ბედიამ ჯვარი დაიწერა

მომღერალმა სოფო ბედიამ სამების საკათედრო ტაძარში ჯვარი დაიწერა. მან და მისმა რჩეულმა მიშა მესხმა ჯვრისწერა 22 იანვარს გადაწყვიტეს. მომღერალმა თეთრი კაბა ჩაიცვა და საყვარელ მამაკაცს უფლის წინაშე ერთგულება და სიყვარული სამუდამოდ შეჰფიცა. სოფო ბედია და მიშა მესხი უკვე წლებია ერთად არიან. მიშას გაცნობამდე სოფო მომღერალ მიშა შაყულაშვილზე იყო გათხოვილი. მათ ერთი ბიჭი ნიკუშაც ჰყავთ. სოფოს […]

პატრიარქის იუბილე სამებაში აღინიშნება

სამების ტაძრის კურთხევიდან 10 წელი გავიდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის დაბადების დღეს 4 იანვარს სამებაში გამოფენა გაიმართება. მისი უწმინდესობის 82-ე და აღსაყდრებიდან 37-ე წლის იუბილესადმი მიძღვნილი ექსპოზიცია საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში მოეწყობა. საქართველოს საპატრიარქოს ხალხური რეწვის განყოფილების ორგანიზებით გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართული აბრეშუმის ბალიშები და […]

პატრიარქის აღსაყდრების იუბილეს კონცერტი მიეძღვნება

ილია მეორე: "ქართული კულტურა აყალიბებს შინაგან სამყაროს"

21 დეკემბერს საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის აღსაყდრებიდან 37 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი. საღამოში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის გოგონათა გუნდი ომარ ბურდულის ხელმძღვანელობით და სიონის მგალობელ ვაჟთა გუნდი ლაშა ზაალიშვილის ხელმძღვანელობით. საკონცერტო პროგრამაშია […]

სამებაში საქველმოქმედო საღამო გაიმართება

სამების ტაძრის კურთხევიდან 10 წელი გავიდა

6 დეკემბერს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება საქველმოქმედო საღამო ირაკლი არაბულის დასახმარებლად. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ დები გოგოჭურები, დები წიკლაურები, დები ზვიადაურები, თემურ არაბული, გიორგი გიგაური, თორნიკე ნაროზაული, ჯარჯი შუქიაური, გიორგი არაბული, ირაკლი ჭინჭარაული და თამარ არაბული. ირაკლი არაბული 2014 წლის 17 სექტემბერს მოყვა ავარიაში, მას შემდეგ იმყოფება კომაში, ამჟამად გადის […]