ჭდე: სალხინოს სასახლის კამერატა

“სალხინოს სასახლის კამერატა” მეხუთედ გაიმართება

"სალხინოს სასახლის კამერატა" მეხუთედ გაიმართება

სალხინოს დადიანის საშემოდგომო სასახლე მარტვილში წელს მეხუთედ უმასპინძლებს საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს „სალხინოს სასახლის კამერატა“. ფესტივალი ტრადიციულად სასახლის ორსაუკუნოვან ხეივანში, ღია ცის ქვეშ გაიმართება და უმასპინძლებს მუსიკოსებს გერმანიიდან, იტალიიდან, ლიეტუვიდან და საქართველოდან. ფესტივალს საზეიმოდ გახსნის თბილისის დრამ სქულის “მოსიარულე დრამერები” მუსიკალური შოუ-პერფორმანსი, დასაწყისი 18 საათზე. ულამაზეს საშემოდგომო სასახლეში სამი დაუვიწყარი მუსიკალური საღამო ჩატარდება. ფესტივალი 27 სექტემბერს […]

კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი მარტვილში საზეიმოდ დაიხურა

კამერული მუსიკის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი მარტვილში საზეიმოდ დაიხურა

მარტვილში საზეიმოდ დაიხურა კამერული მუსიკის მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი „სალხინოს სასახლის კამერატა“. ფესტივალის დასკვნითი, გალა კონცერტი სახლინოს დადიანის საშემოდგომო რეზიდენციის ხეივანში ღია ცის ქვეშ გაიმართა. 30 სექტემბერს გამართულ ფესტივალის დასკვნით კონცერტში მონაწილეობდნენ ვალერიან შიუკაშვილი, თამარ ლიჩელი, აფხაზეთის სახელმწიფო კაპელა, მაესტრო ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით; ავსტრიული საფორტეპიანო ტრიო ACCIO და კლასიკური აკორდეონის ტრიო ლიეტუვიდან – INDEED. მუსიკოსებმა მსოფლიო […]

„სალხინოს სასახლის კამერატა“ მსმენელს 1 წლით დაემშვიდობა

შიო აბრახამია

კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „სალხინოს სასახლის კამერატა“ გალა კონცერტით საზეიმოდ დაიხურა. კონცერტზე ყველა მონაწილე მცირე პროგრამით წარსდგა. მაყურებელთა განსაკუთრებული ოვაციები უცხოელი შემსრულებლების მიერ ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებების შესრულებამ გამოიწვია. ფესტივალის ფარგლებში ახალგაზრდა მხატვრის მაკო ლომიძის ფერწერული ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. აღსანიშნავია, რომ სპეციალური სტუმრის სტატუსით მოწვეულმა მუსიკის კრიტიკოსებმა ფესტივალის მსვლელობას მაღალი შეფასება მისცეს. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობდნენ: „საქართველოს […]

სალხინოში კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი იწყება

29 სექტემბერს მარტვილში სალხინოს დადიანთა საშემოდგომო სასახლე წელს მესამედ უმაპსპინძლებს კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალს „სალხინოს სასახლის კამერატა“. წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ინსტრუმენტული ანსამბლები გერმანიიდან, ავსტრიიდან, უკრაინიდან და საქართველოდან. ფესტივალი სამდღიანია და ის ტრადიციულად რეზიდენციის ორსაუკუნოვან ხეივანში, ღია ცის ქვეშ გაიმართება. ფესტივალის მიზანს რეგიონში კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და კულტურული ტურიზმის ხელშეწყობა წარმოადგენს. „სალხინოს სასახლის კამერატა“ ადგილობრივი […]

კამერული მუსიკის ფესტივალი საზეიმო გალაკონცერტით დაიხურა

2 ოქტომბერს, მარტვილში კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ,,სალხინოს სასახლის კამერატა” საზეიმოდ დაიხურა. დადიანთა საშემოდგომო რეზიდენციის ჭადრების ხეივანში დასკვნითი გალა კონცერტი გაიმართა, სადაც ფესტივალში მონაწილე ყველა კოლექტივი 10-წუთიანი პროგრამით წარსდგა. მაყურებლის განსაკუთრებული ოვაციები უცხოელი მუსიკოსების მიერ შესრულებულმა ქართულმა კომპოზიციებმა დაიმსახურა. ფესტივალს სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ ქართული ესტრადისა და თეატრის არტისტები, თბილისის კონსერვატორიის პროფესორები და პოლიტიკოსები. ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, […]

კამერული მუსიკის დღესასწაული მარტვილში

მარტვილში, სალხინოს დადიანთა საშემოდგომო რეზიდენციაში, საზეიმოდ გაიხსნა კამერული მუსიკის მეორე საერთაშორისო ფესტივალი ,,სალხინოს სასახლის კამერატა”. პირველ საფესტივალო დღეს მაყურებლის წინაშე წარსდგნენ უცხოელი სტუმრები. მსმენელისთვის დაუკრეს გიტარის კვარტეტმა ბელგიიდან Four  Aces, დუეტმა ავსტრიიდან Das Kollektiv და საქსოფონების კვარტეტმა სომხეთიდან Alma Sax. ფესტივალის დამსწრე საზოგადოებამ ხანგრძლივი აპლოდისმენტებით და გულწრფელი ოვაციებით დააჯილდოვა მუსიკოსები. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ფესტივალის გახსნას […]

დაუვიწყარი ფესტივალი სალხინოს დადიანთა საშემოდგომო რეზიდენციაში

30 სექტემბერს სალხინოს დადიანთა საშემოდგომო რეზიდენციაში კამერული მუსიკის მეორე საერთაშორისო ფესტივალი “სალხინოს სასახლის კამერატა” საზეიმოდ გაიხსნება. ფესტივალი გაიმართება მარტვილის მუნიციპალიტეტში, სალხინოს დადიანთა საშემოდგომო რეზიდენციაში, რომელიც კულტურული ტრაიდიციების მქონე ორსაუკუნოვანი ძეგლია (1804-1840). ფესტივალი ტრადიციულად სამდღიანია და ის სასახლის ორსაუკუნოვან ხეივანში, ღია ცის ქვეშ ჩატარდება. მისი მიზანია, ერთი მხრივ, რეგიონში ხელი შეუწყოს კულტურული ცხოვრებისა და ტურიზმის განვითარებას, […]