სალხინოს მუსიკალური ფესტივალი

სალხინოს მუსიკალური ფესტივალი გალა კონცერტით დაიხურება

სალხინოს მუსიკალური ფესტივალი გალა კონცერტით დაიხურება

30 სექტემბერს, 18 საათზე მარტვილში, დადიანთა ულამაზესი საშემოდგომო სასახლის ორსაუკუნოვანი ჭადრების ხეივანში, ღია ცის ქვეშ, სალხინოს მუსიკალური ფესტივალი გალა კონცერტით საზეიმოდ დაიხურება. დასკვნით ღონისძიებაზე მსმენელის წინაშე წარსდგებიან თამარ ლიჩელი, ვალერიან შიუკაშვილი, საფორტეპიანო ტრიო ACCIO ავსტრიდან, კლასიკური აკორდეონის ტრიო INDEED ლიეტუვადან, გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა ზვიად ბოლქვაძის დირიჟორობით. ფესტივალის დახურვაზე ყველა მონაწილე წარსდგება […]

სალხინოს მუსიკალურ ფესტივალს თამარ ლიჩელი და ვალერიან შიუკაშვილი გახსნიან

სალხინოს მუსიკალურ ფესტივალს თამარ ლიჩელი და ვალერიან შიუკაშვილი გახსნიან

28 სექტემბერს სალხინოს დადიანის სასახლეში კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი მეოთხედ გაიხსნება. ფესტივალს სახლინოს სასახლის კამერატა საფორტეპიანო მუსიკის საღამო გახსნის. მსმენელისთვის მსოფლიოში აღიარებული ქართველი პიანისტები თამარ ლიჩელი და ვალერიან შიუკაშვილი დაუკრავენ. უმშვენიერესი თამარ ლიჩელი – ქართული მუსიკის დიდი პროპაგანდისტი და ხშირ შემთხვევაში ახალი ქართული კომპოზიციების პირველი შემსრულებელია. „მთელი მსოფლიოს კოლეგებს ვუსურვებ, ერთხელ მაინც მიეცეთ შესაძლებლობა მოუსმინონ […]