ჭდე: სალამურა

მოზარდმაყურებელთა თეატრი დაღუპული ჯარისკაცების შვილებს უმასპინძლებს

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრი სხვადასხვა კონფლიქტებში დაღუპული ჯარისკაცების შვილებს უმასპინძლებს. თეატრის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ბავშვები მშობლებთან ერთად დაესწრებიან სპექტაკლებს “სალამურა” და “ბაში-აჩუკი”. გიორგობის დღესასწაულზე, 23 ნოემბერს თეატრს სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპული ჯარისკაცების შვილები ესტუმრებიან. 2008 წლის აგვისტოს ომში, 2014 წლის კონფლიქტის დროს, ავღანეთსა და ერაყში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილები – 100-მდე ბავშვი თბილისიდან და […]

მოზარდმაყურებელთა თეატრში ,,სალამურას” პრემიერა გაიმართება

25 ოქტომბერს 13 საათზე მოზარდ მაყურებელთა თეატრი პატარებს მორიგ საჩუქარს სთავაზობს – არჩილ სულაკაურის ყველასთვის საყვარელი ნაწარმოები “სალამურა” დიდ სცენაზე ახლებური ინტერპრეტაციით იქნება წარმოდგენილი. „სალამურას“ ინსცენირების ავტორი და დამდგმელი რეჟისორი კოტე მირიანაშვილია. წარმოდგენა გაჯერებულია მუსიკითა და ორიგინალური ქორეოგრაფიით, მუსიკალური გაფორმებაზე ალექსანდრა ლორთქიფანიძემ იმუშავა, ქორეოგრაფიაზე – ლაშა რობაქიძემ. სპექტაკლის სცენოგრაფია ლომგულ მურუსიძეს ეკუთვნის, ორიგინალური კოსტიუმების მხატვარია […]