საჩუქარი

ბრწყინვალე საჩუქარი – „გურიელი რუსთაველის ქვეყნიდან“

შოთა რუსთაველი

ხელოვნების სასახლემ კიდევ ერთი შესანიშნავი იდეა განახორციელა. ჩაის ქართულ ბრენდთან “გურიელთან” ერთად საკოლექციო გამოშვება „გურიელი რუსთაველის ქვეყნიდან“ მომზადდა, რომელიც მოიცავს ჩაის ცხრა სახეობას. მომხმარებლისათვის უკვე კარგად ნაცნობ ტრადიციულ შავ და ტრადიციულ მწვანე ჩაის, ერლ გრეის, აყვავებულ ჟასმინს, ალპურ კენკრას და ველურ პიტნას, დაემატა სამი ახალი სახეობა: მინდვრის გვირილა, თოვლის ვარდი და მესხური ჭინჭარი, რომელიც „გურიელი“-ს […]

ხელოვნების სასახლის საგანძური დანიის კულტურის ცენტრად წოდებულ ქალაქ არჰუსში გამოიფინა

ხელოვნების სასახლის საგანძური დანიის კულტურის ცენტრად წოდებულ ქალაქ არჰუსში გამოიფინა

”რა არის ევროპა? – აფიშები მთელი კონტინენტიდან“ – ამ სათაურით 2017 წლის 15 ივნისს დანიის ერთ-ერთ უდიდეს ქალაქ არჰუსის აფიშების მუზეუმში გრანდიოზული გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი ქართულ აფიშებს ეკავა, კერძოდ წარმოდგენილი იყო ორი აფიშა: ”შექსპირი რუსთაველის თეატრში” და ფესტივალი ”საჩუქარი”, ნიმუშების ასლები არჰუსის მუზეუმში ხელოვნების სასახლის კოლექციიდან გამოიფინა. ქართულის გარდა მუზეუმში ევროპის 56 […]

კოკას და ნინოს ნანუკა ჟორჟოლიანმა ბინა აჩუქა

"ქუჩაში ერთხელ" ჟესტების ენაზე

ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ “ნიჭიერის” მეხუთე სეზონს მიეძღვნა. წამყვანმა გადაცემაში ფინალისტები მიიწვია და ისინი გულუხვად დაასაჩუქრა. ფინალისტებმა შოუში მუსიკალური და საცეკვო ნომრები შეასრულეს. კოკამ და ნინომ ნინო ქათამაძის “ქუჩაში ერთხელ” იმღერეს ჟესტების ენაზე, ანსამბლმა “ლილემ” კი ცეკვა შეასრულა. კოკას და ნინოს ერთ-ერთმა სამშენებლო კომპანიამ სასტუმროს ტიპის ბინა აჩუქა ბაკურიანში. ანსამბლ “ლილეს” კი ნანუკას შოუს ინციატივით, სარეპეტიციო […]

ზაზა ურუშაძე დაასაჩუქრეს

ზაზა ურუშაძის ზუსტი წინასწარმეტყველება

„ოსკარზე“ ნომინირებული ფილმის „მანდარინების“ რეჟისორი ზაზა ურუშაძე დაასაჩუქრეს. ის ამერიკიდან საქართველოში უკვე დაბრუნდა. რეჟისორს თბილისის აეროპორტში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის თანამშრომლები, ფილმში მონაწილე მსახიობები და გულშემატკივრები დახვდნენ. კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებული აქციის – „უგულშემატკივრე მანდარინებს ოსკარზე” ფარგლებში, მონაწილეებმა აეროპორტში შეკრებილებს მანდარინები დაურიგეს. კულტურის მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა რეჟისორ ზაზა ურუშაძეს […]

თენგიზ აბულაძის “ნატვრის ხე” რესტავრირებულია

თენგიზ აბულაძის "ნატვრის ხე" რესტავრირებულია

თენგიზ აბულაძის ერთ-ერთი გამორჩეული ფილმი „ნატვრის ხე“ ციფრულ ფორმატში იქნა გადაყვანილი. ქართულ-ესტონური ერთობლივი ძალისხმევით თენგიზ აბულაძის ფილმი აღდგენილი და რესტავრირებულია. ფილმის პრეზენტაციას კინოთეატრ „ამირანში“საქართველოსა და ესტონეთის პრემიერ-მინისტრები დაესწრნენ. „ჩვენ დღეს დავიბრუნეთ “ნატვრის ხე”, რომელზეც საქართველოში მთელი თაობები აღიზარდა. ეს არის სასიხარულო დღე. ჩვენი ესტონელი მეგობრების მიერ სრულად მოხდა ამ ფილმის გაციფრულება და სიმბოლურია, რომ ამ […]