ჭდე: საახალწლო მუსიკალური შეხვედრები

ლონდონში მოღვაწე ქართველი პიანისტის დებიუტი სამშობლოში

ლონდონში მოღვაწე 24 წლის ქართველი პიანისტი ლუკა ოქროსცვარიძე (ლუკა ოქროს) სამშობლოში სადებიუტო კონცერტს გამართავს. საფორტეპიანო კონცერტი XVIII საერთაშორისო ფესტივალის „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ ფარგლებში კვირას, 27 დეკემბერს 19:00 სთ-ზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჩატარდება. ფესტივალი რიგით მეშვიდე კონცერტს უმასპინძლებს. რუბრიკა “დებიუტი” “საახალწლო მუსიკალური შეხვედრების” ორგანიზატორებმა წელს დაამატეს და მისი პირველი სტუმარი ლუკა ოქროსცვარიძეა. ლუკა ოქროს – ქართველი […]

საორღანო მუსიკა კონსერვატორიაში

XVIII საერთაშორისო ფესტივალი „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ 22 დეკემბერს, 19:00 სთ-ზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში საორღანო მუსიკის კონცერტს უმასპინძლებს. დიდი დარბაზის ახლად რესტავრირებულ ორღანზე გერმანიაში მოღვაწე ორღანისტი გაბრიელ (გარი) კონიაევი დაუკრავს, რომელმაც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საორღანო კლასი ცნობილ ქართველ ორღანისტთან ეთერ მგალობლიშვილთან დაამთავრა. პროგრამაშია: ბუქსტეჰუდე, ბიომი, ბახი, ფლეტჩერი, ვიერნი, ბოვე. 1963 წელს ,,Alexander Schuke Potsdam’’’-ის მიერ კონსერვატორიის […]

„საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ კამერულ მუსიკას დაეთმობა

შაბათს, 19 დეკემბერს 19:30 სთ-ზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში „საახალწლო მუსიკალური შეხვედრების“ ფარგლებში კამერული მუსიკის კონცერტი გაიმართება. თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრს “საქართველოს სინფონიეტას” ლევ მარკიზი უდირიჟორებს. სოლისტები: ბენჟამენ მარკიზ გილმორი (ვიოლინო) და იოზეფ პულია (ვიოლინო). საღამო ეძღვნება ლევ მარკიზის პირველი კონცერტის 60 წლისთავს თბილისში. პროგრამაშია: მოცარტი, ბახი, დენისოვი, პიარტი. გარდა აქტიური საკონცერტო მოღვაწეობისა, წლების განმავლობაში ლევ […]

კონსერვატორიაში საფორტეპიანო მუსიკის კონცერტი გაიმართება

თბილისის კონსერვატორია საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობს. 17 დეკემბერს 19:00სთ-ზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი, პიანისტი თამარ ბერაია დაუკრავს. საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი პიანისტის სოლო კონცერტი XVIII საერთაშორისო ფესტივალის „საახალწლო მუსიკალური შეხვედრების“ ფარგლებში იმართება. თამარ ბერაია ამჟამად უკრაინაში, ქალაქ კიევში მოღვაწეობს. საკონცერტო პროგრამაშია: ლ.ვ.ბეთჰოვენი Eroica – ვარიაციები მი ბემოლ მაჟორი თხზ.35, კ. დებიუსი – მთვარის შუქი, ლ. […]

კონსერვატორია „საახალწლო მუსიკალურ შეხვედრებს“ მასპინძლობს

ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია XVIII საერთაშორისო ფესტივალს „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ მასპინძლობს. წელს ფესტივალი 14 დეკემბერს, 20:00სთ-ზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში ჯეფ ბალარდის ამერიკული ჯაზ-ტრიო გახსნის. ბრედ მელდაუსა და ჯოშუა რედმანის დრამერი ქევინ ჰეისთან (ფორტეპიანო) და მეტ ბრუერთან (ბასი) ერთად დაუკრავს. ფესტივალი კონსერვატორიის დიდ დარბაზში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 14-29 დეკემბერს ტარდება. […]