ჭდე: საახალწლო კონცერტები

გერმანულმა კომპანიამ ქართველი მომღერალი საახალწლო კონცერტებში მიიწვია

ცნობილმა გერმანულმა კომპანიამ „Musikerlebnis-eine Marke der Tonicale Musik&Event“, რომელიც აწყობს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებსა და კონცერტებს, გერმანიაში მიიწვია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი მარიამ ქობალიანი საახლაწლო კონცერტებში მონაწილეობის მისაღებად. კონცერტები ჩატარდება 30 და 31 დეკემბერს მანჰაიმში, მიუნხენსა და ნიურბერგში. შესრულებულ იქნება ლიუდვიგ ვან ბეთჰოვენის მე-9 სიმფონია. სოლისტები იქნებიან მარიამ ქობალიანი, ანა კატრინ ნაიდუ, დავიდე ჯუსტი, […]

კომედი შოუს კონცერტები იწყება

23 დეკემბრიდან კომედი შოუ, ვანოს შოუ და ქერის უბანი საახალწლო კონცერტებს იწყებენ. კონცერტები 24 და 26 დეკემბერსაც გაიმართება. იუმორისტებმა სრულიად ახალი პროგრამა მოამზადეს საახალწლო კონცერტებისთვის. ისინი ბოლო უწვეტ რეპეტიციებს გადიან და მაყურებელთან შესახვედრად ემზადებიან. გუნდს უკვე დაუბრუნდა თათია სულუაშვილიც, რომელმაც ორი თვის წინ მეორე შვილი გააჩინა. თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში მისული მაყურებელი იხილავს იუმორისტების მიერ […]