რუსთავის თეატრი

მსახიობი გია ტყეშელაშვილი გარდაიცვალა

მსახიობი გია ტყეშელაშვილი გარდაიცვალა

69 წლის ასაკში გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ დრამატული თეატრის უნიჭიერესი მსახიობი გია ტყეშელაშვილი გარდაიცვალა. მას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა სოსო ნემსაძემ მსახიობის დასახმარებლად მისი საბანკო ანგარიშიც გამოაქვეყნა და საზოგადოებას დახმარება სთხოვა. გია ტყეშელაშვილი რუსთავის თეატრში თითქმის 50 წლის განმავლობაში მუშაობდა. ამ პერიოდში მსახიობმა არაერთი დასამახსოვრებელი სასცენო სახე შექმნა, სპქეტაკლებში ,,ცილინდრი“, […]

ბადრი კაკაბაძე და გია ტყეშელაშვილი დახმარებას ითხოვენ

ბადრი კაკაბაძე და გია ტყეშელაშვილი დახმარებას ითხოვენ

მსახიობები ბადრი კაკაბაძე და გია ტყეშელაშვილი დახმარებას ითხოვენ. რუსთავის თეატრის მსახიობებს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. ინფორმაცია ამის შესახებ რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა სოსო ნემსაძემ გაავრცელა: “მეგობრებო, ჩვენი თეატრის – გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიულ დრამატული თეატრის ორ მსახიობს, უნიჭიერეს ადამიანებს გია ტყეშელაშვილსა და ბადრი კაკაბაძეს აქვთ ჯანმრთელობის პრობლემები. გია უკვე რამდენიმე წელია მკურნალობის ეტაპებს […]

ნანუკა ხუსკივაძემ თანამდებობა დატოვა

ნანუკა ხუსკივაძემ თანამდებობა დატოვა

რუსთაველის თეატრის მსახიობმა ნანუკა ხუსკივაძემ დაკავებული თანამდებობა დატოვა. მსახიობის ცხოვრებაში ერთი თვის წინ სრულიად ახალი შემოქმედებითი ეტაპი დაიწყო. მან კონკურსში მიიღო მონაწილეობა, სადაც დანარჩენ კონკურსანტებთან შედარებით უპირატესობა მოიპოვა და რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის მუნიციპალური თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გახდა. თუმცა რუსთავის მერიასთან ძირითად საკითხებზე ვერ შეთანხმების გამო ნანუკამ დაკავებული თანამდებობა დატოვა. რუსთავის მერიამ გადაწყვიტა თეატრის სამხატვრო […]

რუსთავის თეატრს ახალი დირექტორი ჰყავს

დაპირისპირება რუსთავის თეატრსა და მერიას შორის

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრს ახალი დირექტორი ჰყავს. იგი რუსთაველის თეატრის მსახიობია. მას შემდეგ, რაც რუსთავის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდა და სპეციალურმა საბჭომ საუკეთესოდ რუსთაველის თეატრის მსახიობი ნანუკა ხუსკივაძე მიიჩნია, ჯერი ახალი დირექტორის დანიშვნაზე მიდგა. თეატრის დირექტორად რუსთაველის თეატრის მსახიობი ედმონდ აბაშიძე-მინაშვილი დაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ მისმა კოლეგამ, მსახიობმა ბესო ზანგურმა გაავრცელა.

ახალი გამოწვევა ნანუკა ხუსკივაძეს

ნანუკა ხუსკივაძემ რეჟისორობა დაიწყო

რუსთაველის თეატრის მსახიობი ნანუკა ხუსკივაძე ახალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. სცენაზე განსახიერებული როლების შემდეგ, მან საკუთარი შესაძლებლობები რეჟისურაშიც მოსინჯა და თელავის თეატრში დადგა სპექტაკლი, ახლა კი რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელიც გახდა. გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი მეორედ გამოცხადდა. პირველი კონკურსი წლის დასაწყისში იყო დანიშნული, თუმცა ჩაიშალა. მეორე კონკურსში ნანუკასთან ერთად მონაწილეობდნენ […]

რუსთავის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტურია

დაპირისპირება რუსთავის თეატრსა და მერიას შორის

„გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრის” სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა ვაკანტურია. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის მუნიციპალური თეატრი“-ს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ოფიციალურად გამოაცხადა. “პროფესიული თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად სამხატვრო ხელმძღვანელი უნდა იყოს უმაღლესი სახელოვნებო განათლების მქონე პირი, პროფესიით რეჟისორი ან მსახიობი. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება […]

საქველმოქმედო სპექტაკლი ნიკოლოზ ჩოხელის დასახმარებლად

საქველმოქმედო სპექტაკლი ნიკოლოზ ჩოხელის დასახმარებლად

რამდენიმე დღის წინ სრულიად საქართველომ შეიტყო მწერლისა და რეჟისორის გოდერძი ჩოხელის ვაჟის ამბავი. 28 წლის ნიკოლოზ ჩოხელი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, თვეებია საწოლს არის მიჯაჭვული და მას საზოგადოების დახმარება სჭირდება. გოდერძი ჩოხელის ვაჟის დასახმარებლად გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრი საქველმოქმედო სპექტაკლს ითამაშებს. 9 ივლისს, 19:00 საათზე მსახიობები წარმოადგენენ რეჟისორ თამარ ხიზანიშვილის მიერ გოდერძი ჩოხელის ნაწარმოებებზე დადგმულ […]

რუსთავის თეატრი გრანპრის მფლობელია

დაპირისპირება რუსთავის თეატრსა და მერიას შორის

ეს კვირა საკმაოდ წარმატებული და ნაყოფიერი აღმოჩნდა ქართული თეატრებისთვის. სიღნაღის, ცხინვალის, რუსთავის და ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრებმა სხვადასხვა საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებზე პრიზები მოიპოვეს. გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრმა თურქეთში, სიდეს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე გრანპრი მიიღო. ინფორმაცია რუსთავის თეატრის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა: “გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრმა თურქეთში, სიდეს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე უმაღლესი ჯილდო […]

დაპირისპირება რუსთავის თეატრსა და მერიას შორის

დაპირისპირება რუსთავის თეატრსა და მერიას შორის

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის თეატრსა და ქალაქის მერიას შორის დაპირისპირებაა. მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, თეატრის დირექტორისა და სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობებიდან გადაყენების შესახებ, რასაც ხმაური მოყვა. მერიის განმარტებით, ამის მიზეზი აუდიტის დასკვნა, რომელმაც თეატრში დარღვევები აღმოაჩინა. აუდიტის დასკვნას არ ეთანხმება რუსთავის თეატრის დირექტორი ლალი თაბაგარი, თუმცა ფაქტია, რომ სწორედ ამ დასკვნის საფუძველზე თეატრს დაფინანსება 85.000 ლარით შეუმცირდა. […]