რუსთაველის საზოგადოება

ბერლინში რუსთაველის საზოგადოება დაფუძნდა

ბერლინში რუსთაველის საზოგადოება დაფუძნდა

გერმანიის დედაქალაქში შოთა რუსთაველის საზოგადოება დაფუძნდა. ბერლინში საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი დავით შემოქმედელი ჩავიდა. საქართველოს საელჩოში რუსთაველის საზოგადოების ბერლინის წარმომადგენლობის გახსნის ღონისძიება გაიმართა. წარმომადგენლობა მიზნად ისახავს გერმანიაში საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობას, “ვეფხისტყაოსნის” და ზოგადად ქართული მწერლობის კიდევ უფრო წარმოჩენასა და ცნობადობის გაზრდას. რუსთაველის საზოგადოება პირველად ბერლინში 1922 წელს დაფუძნდა. ის საქართველოს ფარგლებს გარეთ დაარსებული […]

შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილე ბერლინში

"შოთა რუსთაველი დიდი წმინდანია"

2017 წელს საქართველო შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წლის იუბილეს აღნიშნავს. ღონისძიებები საქართველოსაც გასცდა და შოთა რუსთაველის დაბადებიდან 850 წელი ბერლინშიც აღინიშნება. ინფორმაციას საქართველოს რუსთაველის საზოგადოების ხელმძღვანელი, მწერალი და პოეტი დავით შემოქმედელი ავრცელებს: “ხვალ, ადრე დილით, ბერლინში მივფრინავ სპეციალური მიწვევით. მონაწილეობას მივიღებ ღონისძიებებში, რომლებიც რუსთაველის 850 და საქართველო-გერმანიის მეგობრობის 200 წლისთავს მიეძღვნება. მექნება შეხვედრები ლიტერატურისა და […]

“ჩვენი პოზიცია ამ მიმართებით იქნება უკომპრომისო”

რუსთაველის საზოგადოება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს

აცხადებს სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი დავით შემოქმედელი და ქართულ სახელმწიფოში ქართული ენის დამცრობილ მდგომარეობას აპროტესტებს: “სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების, განსაკუთრებით არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის, ქართველი ენათმეცნიერებისა და პატრიოტთა საინიციატივო ჯგუფების მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგად ჯერ მიღებულ იქნა პარლამენტის მიერ სახელმწიფო ენის კანონი, ხოლო დღეს დაფუძნდა სახელმწიფო ენის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი მოვალეობა ქართული ენის კონსტიტუციური […]

“მოდით ჩვენს ღონისძიებაზე, რომ მართალი ვიყოთ ერის მომავლისა და საკუთარი თავის წინაშე”

რუსთაველის საზოგადოება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს

აცხადებს რუსთაველის საზოგადოების ხელმძღვანელი, მწერალი დავით შემოქმედელი: “რეალობა ასეთია, დადიხარ შენი სამშობლოს დედაქალაქის ქუჩებში და თავი უცხო ქვეყანაში გგონია. ყველგან არაქართულ ენაზე აჭრელებული მაღაზიები, ვიტრინები, კაფეები, აბრები, ბილბორდები. ამ მოკლე დროში ზედიზედ ორჯერ მომიწია საზღვარგარეთ ყოფნა (ისრაელი, თურქეთი) და არსად ჩვენი მსგავსი მონურ-სნობური დამოკიდებულება უცხო ქვეყნის ენისადმი არ ყოფილა. როცა წლების განმავლობაში ქართველი ენათმეცნიერებისა და […]

პროტესტი შოთა რუსთაველის შეურაცხმყოფელ სტატიაზე

"შოთა რუსთაველი დიდი წმინდანია"

რუსთაველის საზოგადოების წარმომადგენელმა გერმანიაში მწერალმა მოსე ბოროდამ ჟურნალ “ქარავანში” შოთა რუსთაველის წინააღმდეგ დაბეჭდილი ცილისმწამებლური სტატია გააპროტესტა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსთაველის საზოგადოების პრეზიდენტი დავით შემოქმედელი ავრცელებს: “გახსოვთ, ალბათ, ამ რამდენიმე დღის წინ ატეხილი აჟიოტაჟი და სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოების საპროტესტო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ რუსულ პოპულარულ ორიენტალისტური ხასიათის ჟურნალ ,,,ქარავანში“ დაიბეჭდა ორიენტალისტ კურცვაილის დამამცირებელი, ცილისმწამებლური სტატია […]

რუსთაველის საზოგადოება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს

რუსთაველის საზოგადოება საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს

საქართველოს შოთა რუსთაველის საზოგადოება და მისი პრეზიდენტი დავით შემოქმედელი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური განცხადებით მიმართავს. რუსთაველის საზოგადოება და მისი პრეზიდენტი საქართველოში მოსკოვის ყოფილი მერის იური ლუჟკოვის ვიზიტს ეხმაურება და მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო, პერსონა ნონ გრატად გამოცხადებას ითხოვს: “მასმედიის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოში მყოფმა მოსკოვის ყოფილმა მერმა, იური ლუჟკოვმა, გააკეთა შემდეგი სახის […]