ჭდე: როსინი

თბილისის ოპერის თეატრში როსინის ოპერის პრემიერა გაიმართება

10 იანვარს კონსერვატორიის დიდ დარბაზში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი პრემიერას გამართავს. დირიჟორი ჯანლუკა მარჩანო ჯოაკინო როსინის ”Stabat Mater”-ის პრემიერას იდირიჟორებს. საპრემიერო სპექტაკლში სოლისტები იქნებიან ირინე რატიანი, თეა დემურიშვილი, ირაკლი კახიძე, კახაბერ თეთვაძე. პრემიერას წარმოადგენს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის გუნდი და ორკესტრი.