ჭდე: რობერტ სტურუა

თავდასხმა რობერტ სტურუაზე

თავდასხმა რობერტ სტურუაზე

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელზე რობერტ სტურუაზე მისი ახალი სპექტაკლის გამო საზოგადოების მხრიდან ნამდვილი თავდასხმა მოხდა. სპექტაკლი “ბედი ქართლისა” რეჟისორმა პარლამენტის 100 წლის იუბილეს მიუძღვნა და მასში საქართველოს ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენები გააერთიანა. რობერტ სტურუას ახალმა ნამუშევარმა საზოგადოება ორ ნაწილად გაყო. ნაწილმა 80 წლის რეჟისორის ნამუშევარი მოიწონა, ნაწილმა კი – გააკრიტიკა. ლაშა ბაქრაძე: – ნანახი რობერტ სტურუას […]

რობერტ სტურუა და გია ყანჩელი საავადმყოფოში

რობერტ სტურუა და გია ყანჩელი საავადმყოფოში

რეჟისორი რობერტ სტურუა და გია ყანჩელი საავადმყოფოში ერთად მოხვდნენ. ფოტო რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა გაავრცელა წარწერით ”აბა ჰე, გაიხარეთ!” და ერთგული მაყურებელიც აანერვიულა: “ძველი მეგობრების შეხვედრა. მე მგონი უკვე მარილზე ვარ გასული! გია სახლში მიდის – ინტერვიუ უნდა მისცეს ლამაზ გოგონას!”

რობერტ სტურუას გაფრთხილება – “ერთი წელიც უნდა ამიტანოთ”

რობერტ სტურუას გაფრთხილება - "ერთი წელიც უნდა ამიტანოთ"

რეჟისორ რობერტ სტურუას მაყურებლის გაფრთხილება მოუწია. რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ერთი წლის შემდეგ საყვარელი საქმისთვის თავის დანებებას აპირებს: “შემთხვევით ვუყურე ამერიკულ კინოკომედიას (ვერ ვიტან). ძალიან ცნობილი მსახიობები თამაშობდნენ… მაგრამ ბებრები. განსაკუთრებით ერთმა, უდიდესმა მსახიობმა მამაკაცმა დეპრესიის ჭაობში გადამისროლა. ოდესღაც ნამდვილი კინოკერპი და ოსტატობის საოცარი ნიმუში დაბერებული ცდილობდა ეკრანზე კვლავ ახალგაზრდა ყოფილიყო… ვინც არ იცის მისი […]

რობერტ სტურუა რუსეთში დააჯილდოვეს

რობერტ სტურუა რუსეთში დააჯილდოვეს

რეჟისორი რობერტ სტურუა რუსეთში დააჯილდოვეს. რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა ჯილდო ფესტივალის “რეჟისურის გაკვეთილები” მიიღო, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ მოსკოვში ტარდება. წლევანდელ ფესტივალზე საკონკურსო პროგრამაში წარმოადგენილი იყო რობერტ სტურუას, რიმას ტუმინასის, კამა გინკასის, ადოლფ შაპიროს და სხვა ცნობილი რეჟისორების ნამუშევრები. რობერტ სტურუამ ფესტივალის ფარგლებში წარადგინა მოსკოვის თეატრ “ეტ ცეტერაში” დადგმული სპექტაკლი “რევიზორი. ვერსია” და სპეციალური ჯილდოც […]

რობერტ სტურუა: “ცხოვრება არ მსურს!”

რობერტ სტურუა: "ცხოვრება არ მსურს!"

– ვაი თუ ჩვენ ხალხს დაგვავიწყდა ქართველების მრწამსი, სიკეთე, დარბაისლობა… ზრდილობა, – ამაზე არც თუ ისე იშვიათად ფიქრობს 80 წლის რეჟისორი რობერტ სტურუა: “ზოგჯერ საშინელი ფიქრი მიფეთქავს უკვე დაკოჟრილ, გაცრეცილ ტვინს: ვაი თუ ჩვენ ხალხს დაგვავიწყდა ქართველების მრწამსი, სიკეთე, დარბაისლობა… ზრდილობა. ნუთუ ამ ლამაზ ქვეყანაში, ასეთ ლამაზ ხალხს ბოროტმა, რაღაც უცნობმა გრძნეულმა ძალამ გზიდან აგვაცდინა […]

რობერტ სტურუა გვაფრთხილებს

რობერტ სტურუა გვაფრთხილებს

რეჟისორი რეჟისორი რობერტ სტურუა თანამემამულეებს აფრთხილებს და ხანუმას სიტყვებს იმეორებს: “თავში ქვა გიხლიათ, მუცელში სამართებელი!”: “არის ასეთი ქვეყანა… უმადურები, უსწავლელები, უზრდელები, მკვლელებიც კი, ცრუ-პენტელა, ფულის გამო ყველაფრის მკისრებელი, ვითომ ხელოვანი, შოუ უნიჭო ბიზნესი, დაჩლუნგებული მოსახლეობა, სტოკგოლმის სინდრომით დაავადებულნი: “სწორედ ის მიყვარს, იმას ვეთაყვანები, ვინც მაწამა, მცემდა, მამცირებდა. აქედან უცხოეთში გაქცეული და ისე რა რომ მოეწყო […]

რობერტ სტურუას ემუქრებიან

რობერტ სტურუას ემუქრებიან

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა ბევრისთვის მიუღებელი პიროვნებაა, ამიტომ მის მიმართ ხშირად გავიგონებთ არასახარბიელო მიმართვებს. 80 წლის რეჟისორს ამჟამად ჟურნალისტი რომან ქევხიშვილი ემუქრება: “რობიკო სტურუა პოლიტიკურად რუსეთუმე მძორი ხარ… ქვეყნის გამყიდველი კრემლის მონა. კი, პირადი “გრიზნიაც” მაქვს ამ არაკაცთან! ოდესმე სადმე შემხვდება და პირადად ვეტყვი სათქმელს ამ საბჭოთა მუმიას!”

რობერტ სტურუა: “ო, როგორ მძულს თეატრი…”

რობერტ სტურუა: "ო, როგორ მძულს თეატრი..."

ამ განცხადების ავტორი რეჟისორი რობერტ სტურუაა, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება თეატრალურ ხელოვნებას ემსახურება: “ო, როგორ მძულს თეატრი… რა უაზრობაა – დგას ბრწყინვალე შენობა, ციხე-სიმაგრესავით ჩარაზული, და აქ ყოველ დილით თავს იყრიან მუზების მსახურნი – ნიჭიერები, უნიჭოები, ზოგი ამაყი და მედიდური, ზოგი დაჩაგრული და გაბოროტებული, შედიან დიდ ოთახში, სადაც ზაფხულში სიცხისაგან სული ეხუთებათ, სუნთქვა არ ყოფნით, […]

რობერტ სტურუა: “საქართველოს არ ჰყოლია მეფე, რომელსაც რამე კარგი გაუკეთებია ქვეყნისთვის”

რობერტ სტურუა: "საქართველოს არ ჰყოლია მეფე, რომელსაც რამე კარგი გაუკეთებია ქვეყნისთვის"

ამ განცხადების ავტორი 80 წლის რეჟისორი რობერტ სტურუაა. “პატრიოტი სტურუას მარგალიტები” – ასე უწოდებს რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის განცხადებას თამრიკო მესხი: “საქართველოს არ ჰყოლია მეფე, რომელსაც რამე კარგი გაუკეთებია ქვეყნისთვის” და “თუ უცხოელი მეისტორიეების წყაროებში (მაგალითად, თემურ ლენგის მეისტორიეების ნაწერებში) რამე კარგი წერია ქართველებზე, ეს იმიტომ, რომ ქართველები მათ ამაში ფულს უხდიდნენ.”

რობერტ სტურუა: “ოდესმე მომეკითხება…“

რობერტ სტურუა: "ოდესმე მომეკითხება...“

რეჟისორი რობერტ სტურუა წელს 80 წლის იუბილეს აღნიშნავს. მრგვალ თარიღთან დაკავშირებით, ხელოვანი მის ცხოვრებაში არსებულ უმნიშვნელოვანეს ეტაპებს იხსენებს. “არტინფო” ერთ-ერთ მათგანს გაგაცნობთ: „მე ბრალსა მდებდნენ გარეგნული ფორმებით გატაცებაში, მაგრამ თეატრი განა სანახაობა არ არის?.. მე ბრალსა მდებდნენ ეროვნული ქართული ტრადიციებიდან გადახვევაში, მაგრამ განა ქართული თეატრისათვის უცხოა ყველა დროის ზოგადსაკაცობრიო ფასეულობანი?.. მე ბრალსა მდებდნენ, რომ ჩემს […]