რეზო ლაღიძე

ენამოსწრებული რეზო ლაღიძე

რეზო ლაღიძის ნაწარმოები ლა სკალას სცენაზე

კომპოზიტორ რეზო ლაღიძის იუმორი ყველასთვის კარგად იყო ცნობილი. “არტ ინფო” შემოქმედის ცხოვრებიდან ერთ-ერთი ამბავს გაგიზიარებთ: რეზო ლაღიძე ძალიან ენამოსწრებული და კარგი მოქეიფე იყო. მის თამადობაზე ლეგენდები დადიოდა. მთელ სუფრას ისე წაიყვანდა, ყველა ნასიამოვნები რჩებოდა. ერთხელაც პატარძეულში, მწერალ გიორგი ლეონიძის ოჯახში რეზო ლაღიძე სუფრას თამადობდა. სუფრასთან იჯდა კომპოზიტორ ზაქარია ფალიაშვილის ძმისშვილი – დირიჟორი ვახტანგ ფალიაშვილი, ძალიან […]

ძალიან კარგი ინციატივა რეზო ლაღიძესთან დაკავშირებით

ძალიან კარგი ინციატივა რეზო ლაღიძესთან დაკავშირებით

კომპოზიტორ რეზო ლაღიძესთან დაკავშირებით ძალიან კარგ ინიციატივას აჟღერებს ნუგზარ ფოფხაძე. მას მიაჩნია, რომ ყველა დროის საუკეთესო კომპოზიტორის მთაწმინდაზე გადასასვენებლად საკმარისი დროს გავიდა: – მთაწმინდა “ითხოვს” აკაკის უკვდავ “განთიადზე” შექმნილი მუსიკალური შედევრის ავტორს თავის უბეში განსასვენებლად!.. – ამბობს ნუგზარ ფოფხაძე: “10 ივლისს რეზო ლაღიძეს 100 წელი შეუსრულდება. საკმაო ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც აღესრულა, მაგრამ… სულაც […]

რეზო ლაღიძის სიმღერის ულამაზესი შესრულება

რეზო ლაღიძის ნაწარმოები ლა სკალას სცენაზე

კომპოზიტორ რეზო ლაღიძის შემოქმედებიდან ძალიან რთულია საყვარელი ნაწარმოები გამოარჩიო. მისი მემკვიდრეობა ნამდვილი საგანძურია ქართული კულტურისთვის. პიანისტმა ლევან შენგელიამ ულამაზესად ააჟღერა კომპოზიტორის სიმღერა “ჩახედე მეგობარს თვალებში”, რომელიც რეჟისორ შოთა მანაგაძის ფილმისთვის “კეთილი ადამიანები” პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკის ლექსზე დაიწერა და მას ჯანსუღ კახიძე ასრულებდა.

მურმან ლებანიძე რეზო ლაღიძეზე

მურმან ლებანიძე რეზო ლაღიძეზე

პოეტი მურმან ლებანიძე კომპოზიტორ რეზო ლაღიძეზე ერთ განსაკუთრებულ ისტორიას იხსენებდა: “ერთ-ერთი ნადირობის დროს რეზომ ტყეში დაჭრილი დათვის ბელი იყიდა მონადირეებისაგან. წაიყვანა შინ, რადგან გადაეწყვიტა გამოეჯანმრთელებინა და ისევ დაებრუნებინა ტყეში. დაჭრილი ბელი დააბა ეზოს ,,საკუჭნაოში”. ერთ ღამეს ბელს აუხდია სახურავი, გადმომხტარა და დილით იპოვეს თავისავე თოკზე დაკიდებული. რეზომ საშინლად განიცადა ეს ამბავი. გააკეთებინა ფიტული და თავის […]

რეზო ლაღიძის განუმეორებელი შედევრი

რევაზ ლაღიძის ბიუსტი თბილისში

კომპოზიტორ რეზო ლაღიძის შემოქმედება შედევრებისგან შედგება. მისი ნაწარმოებები ათეულობით წლებია მსმენელში ინტერესს არ კარგავს. რეზო ლაღიძის მუსიკა არაერთი მუსიკოსის შთაგონების წყარო გამხდარა. გამონაკლისი არც ლევან შენგელიაა. მან არჩევანი კომპოზიტორის კინომუსიკაზე გააკეთა და ფილმისთვის ხევსურული ბალადა” დაწერილი ნაწარმოები თავისებური ინტერპრეტაციით ააჟღერა.

რეზო ლაღიძის “თბილისოს” ახალი სიცოცხლე

რევაზ ლაღიძის ბიუსტი თბილისში

კომპოზიტორ რეზო ლაღიძის სავიზიტო ბარათად ქცეულ სიმღერას “თბილისო” დიდი ხანია სხვადასხვა ქვეყნის მომღერლები ასრულებენ. გამონაკლისი არც ყაზახი მომღერლები აღმოჩნდნენ. მათ ქართული სიმღერა ზედმიწევნით კარგად შეისწავლეს და ულამაზესი შესრულებით ათასობით ქართველის მოწონება დაიმსახურეს.

მოგისმენიათ რეზო ლაღიძის “თბილისო” ფრანგულად?

რევაზ ლაღიძის ბიუსტი თბილისში

კომპოზიტორმა რეზო ლაღიძემ თავისი შემოქმედებიდან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმღერა “თბილისო” 1959 წელს ფილმისათვისდაწერა, რომელიც თბილისის 1 500 წლის იუბილეს ეძღვნებოდა. სიმღერა იმდენად პოპულარული გახდა, რომ ის ფრანგულადაც აჟღერდა.  

კარანტინი ბარსელონაში “თბილისოს” თანხლებით

კარანტინი ბარსელონაში "თბილისოს" თანხლებით

ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში საყოველთაო კარანტინს ქართველი მომღერალი გიორგი მღებრიშვილი რეზო ლაღიძის “თბილისოს” შესრულებით უმკლავდება. გიორგიმ “თბილისო” კარანტინში მყოფ მეზობლებს გასამხანევებლად აივნიდან უმღერა.

რეზო ლაღიძის ნაწარმოები ლა სკალას სცენაზე

რეზო ლაღიძის ნაწარმოები ლა სკალას სცენაზე

ქართველი კომპოზიტორის რეზო ლაღიძის ნაწარმოები “ჩივილი” ლა სკალას სცენაზე აჟღერდება. მას ოპერის მომღერალი ლაშა სესიტაშვილი შეასრულებს: “3 აპრილს ლა სკალას თეატრში, არტურო ტოსკანინის დარბაზში გაიმართება რომანსების და ნეაპოლიტანური სიმღერების კონცერტი. ეს დღე ორმაგად სასიხარულოა, რადგან შევასრულებ ასევე ქართულ ნაწარმოებს, რევაზ ლაღიძის “ჩივილს”, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.”

ლაშა ღლონტი: “ასეთი ვირეშმაკობა არ გავუტაროთ არავის!”

ლაშა ღლონტი: "ასეთი ვირეშმაკობა არ გავუტაროთ არავის!"

მომღერალი ლაშა ღლონტი ქართველი კომპოზიტორის რეზო ლაღიძის ცნობილი სიმღერის “თბილისო” მოპარვის ფაქტს ეხმაურება და თითოთეულ ქართველს სთხოვს, რომ ქართული კულტურის დასაცავად ხმა აუცილებლად ამოიღონ: “იფიქრეს პატარა ქვეყანაა, არავინ არ იცის, რუსეთის რომელიღაც მივარდნილი პროვინციაა რას გაიგებენო და მოიპარეს ისე, როგორც გვპარავენ ხაჭაპურს, ჩურჩხელას, ცეკვებს, ისტორიას და ა.შ. ამიტომ ნუ ვართ გასუსულები, როდესაც ,,გვახევენ” ყველაფერს – […]