ჭდე: რეზო კიკნაძე

რეზო კიკნაძე: ,,მოგვეხმარეთ!’’

თბილისის კონსერვატორიის რექტორი რეზო კიკნაძე საჯარო განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას თანადგომას და დახმარებას სთხოვს. რეზო კიკნაძე: “როგორ დადგა დრო (კარგა ხნის წინ!) და როგორ სასწრაფოდ სჭირდება ამ ყმაწვილს მხარში ამოდგომა… ფინანსურს ვამბობ, თორემ ნიჭიც მომადლებია უხვად, მუზების მთელი ჯგროც ამოსდგომია მხარში და აქაური ჯაზმენებიც სულ ხელის გულზე ატარებენ, მაგრამ “იქიდანაც” იმისთანა შემოთავაზებაა პრაქტიკულად უფასო სწავლის […]

რეზო კიკნაძეს სპეციალური ორდენი მიანიჭეს

ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორს რეზო კიკნაძეს სპეციალური პრიზი მიანიჭეს. დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი კონსერვატორიაში გაიმართა. ჯილდოს გადასაცემად კონსერვატორიას პოლონეთის კულტურის მინისტრის მოადგილე მონიკა სმოლენი, პოლონეთის ელჩი საქართველოში ანდრეი ჩიეშკოვსკი და პოლონური დელეგაციის სხვა წევრები ეწვივნენ და რეზო კიკნაძე პოლონურ კულტურაში შეტანილი წვლილისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვეს. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიას პოლონეთის სამი ქალაქის კრაკოვის, პოზნანისა […]

კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება

ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. ინფორმაციას კონსერვატორიის რექტორი რეზო კიკნაძე ავრცელებს: – 16 ივნისს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში ირანული ტრადიციული მუსიკის ანსამბლი „ნასტარი“ და ქართული ფოლკლორული ანსმაბლები ატარებენ საქველმოქმედო კონცერტს. შესვლა თავისუფალია, დაგხვდებათ შესაწირის ყუთები, სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად, გელით მრავლად!!!

რეზო კიკნაძე: ,,არ გვრცხვენია?’’

კონსერვატორიის რექტორი რეზო კიკნაძე საგენგებო განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას გამოფხიზლებისა და მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს: “ჯანდაბა! რომელიმე მინისტერიალური, პარლამენტური, კულტურული ან უბრალოდ ადამიანური ნაბიჯი გადაიდგმება როდისმე იქითკენ, რომ ასე თავსლაფი არ დაისხას “წილხვედრობით” და სხვა ლეგენდებით მოამაყე, გაუგებარი პერსპექტივის და გაორებული მისწრაფების ამ კითხვის ნიშანმა, სახელად საქართველომ? რა იურიდიულ ჩიხში შეყავს თავი, რომ ელემენტარული კულტურული ნაბიჯი […]

კონსერვატორიაში მუსიკოლოგიური კონფერენცია ჩატარდება

17-19 აპრილს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩატარდება თბილისის საერთაშორისო მუსიკოლოგიური კონფერენცია „მუსიკალური იდენტობა და კულტურათა გზაჯვარედინი“. კონფერენციაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან თავს მოიყრიან ამ დარგის გამოჩენილი ექსპერტები და პროფესიონალები, სახელგანთქმული პროფესორები, მეცნიერები, მუსიკოსები. კონფერენციაში მონწილეობას მიიღებენ დარგის აღირებული ექსპერტები აშშ-დან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, ლატვიიდან, ლიტვადან, თურქეთიდან, ირანიდან… თბილისის საერთაშორისო მუსიკოლოგიური კონფერენცია დაარსდა 2015 […]

რეზო კიკნაძე: “ვაი, ჩვენს პატრონს!”

კონსერვატორიის რექტორი რეზო კიკნაძე კიდევ ერთი საჯარო განცხადებით გამოდის და ქართულ სიდებილეზე საუბრობს. საქმე ეხება 28 წლის ბექა წიქარიშვილს, რომელსაც მარიხუანას მოხმარებისა და შენახვის გამო, მინიმუმ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება: “ქართული სიდებილე და ყველგან კუნთების ჩვენების საჭიროება, რაც უნდა ველურობას და უგუნურებას ნიშნავდეს ეს იმ მომენტში, აქაც სახეზეა: ვიღაც იდიოტს ჰგონია, აქ რომ დავფიქრდე, […]

კონსერვატორიაში წიგნის პრეზენტაცია გაიმართება

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში დასრულდა კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრისა და ბერლინის ფონოგრამარქივისა ერთობლივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც გამოიცა კრებული „ექო წარსულიდან: ქართველ ტყვეთა სიმღერები, ჩაწერილი ცვილის ლილვაკებზე გერმანიაში, 1916-1918 წწ.“ 26 იანვარს ამ კრებულთან დაკავშირებით კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართება პრეზენტაცია-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ფოლკლორული ანსამბლები ანჩისხატი, ბასიანი, სახიობა, დიდგორი, შავნაბადა და ძირიანი, […]

რეზო კიკნაძე: დამეხმარეთ!

თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი რეზო კიკნაძე სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და საზოგადოებას დახმარებისა და ხელშეწყობისკენ მოუწოდებს: “მეგობარო კაფეს/ბარის/გალერეის და ა.შ. პატრონებო და მათო მეგობრებო, ერთმა სტუდენტურმა ამბავმა შემძრა და ცხელ გულზე გწერთ თხოვნით: ხომ არ გეგულებათ ისეთი სამუშაო სიტუაცია (ბარში ან კაფეში მიმტანი ან მსგავსი), რომ ერთმა ჩვენმა ძალიან კარგმა სტუდენტმა კვირაში რამდენიმე ღამე (!! […]