ჭდე: რეზო გიგინეიშვილი

ირაკლი კვირიკაძე დააჯილდოვეს

ირაკლი კვირიკაძე

ახალგაზრდა ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე დააჯილდოვეს. მსახიობი, რომელსაც ქართველ ალენ დელონს უწოდებენ, ფართო საზოგადოებამ რეზო გიგინეიშვილის ფილმით “მძევლები” გაიცნო. ირაკლი კვირიკაძე ბერლინალეზე ევროპელი ამომავალი ვარსკვლავების ათეულისთვის შეირჩა. ის პირველი ქართველი მსახიობია, რომელიც ამ სექციისთვის შეარჩიეს. ქართველი მსახიობის გარდა, ათეუულში მოხვდნენ იტალიელი, შვედი, ბრიტანელი, ნორვეგიელი, გერმანელი, ბელგიელი, უნგრელი, შვეიცარიელი და ნიდერლანდელი მსახიობები. ევროპელი ამომავალი ვარსკვლავების ათეული […]

ოსკარზე საქართველოს კანდიდატი ფილმი გამოვლენილია

ოსკარის რიგით 90-ე საიუბილეო დაჯილდოების ცერემონიალზე უცხოენოვანი ფილმის ნომინაციისთვის საქართველოდან ანა ურუშაძის ფილმი “საშიში დედა” იბრძოლებს. სპეციალურმა კომისიამ 4 ფილმი ნახა – ანა ურუშაძის “საშიში დედა”, რეზო გიგინეიშვილის „მძევლები”, ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის “ჩემი ბედნიერი ოჯახი” და გიორგი ბარაბაძის „ლუკა” და ფარული კენჭისყრის შედეგად საუკეთესო ფილმი დაასახელა. კომისიაში შედიოდნენ რეჟისორი ლანა ღოღობერიძე, სცენარისტი კოტე […]

რეზო გიგინეიშვილის “მძევლები” საფრანგეთში

რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის ერთ-ერთი ბოლო ფილმი “მძევლები” საფრანგეთის კინოთეატრებში იქნება ნაჩვენები. 3 აგვისტოდან კინოს მოყვარულები ფილმის ნახვას დიდ ეკრანებზე შეძლებენ. მონმარტზე რეზო გიგინეიშვილის ნამუშევრის აფიშები უკვე განთავსებულია. “მძევლები” 1983 წლის ნოემბერში მომხდარ რეალურ ამბავზეა დაფუძნებული, რომელსაც საზოგადოება თვითმფრინავის ბიჭების ისტორიის სახელით იცნობს. სცენარზე რეჟისორთან ერთად მწერალმა ლაშა ბუღაძემ იმუშავა, მუსიკა ფილმისთვის გია ყანჩელმა დაწერა. ფილმში […]

რეზო გიგინეიშვილის “მძევლები” 2 პრიზით დაჯილდოვდა

რეზო გიგინეიშვილის ფილმმა “მძევლები” რიგით 28-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე “კინოტავრი” ორ ნომინაციაში გაიმარჯვა. “კინოტავრმა” ნომინაციაში “საუკეთესო რეჟისორი” რეზო გიგინეიშვილი დაასახელა, ნომინაციაში “საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი” კი გამარჯვებული ვლადისლავ ოპელიანცი გახდა. რეზო გიგინეიშვილის “მძევლების” მსოფლიო პრემიერა ბერლინალეს საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა.

თვითმფრინავის ბიჭებზე გადაღებული ფილმი კინოთეატრებში

თვითმფრინავის ბიჭების ისტორია წლებია ფართო საზოგადოებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული და ამოუწურავი თემაა. მწერალმა დათო ტურაშვილმა პიესა დაწერა, რეჟისორმა დავით დოიაშვილმა სპექტაკლი დადგა. კინორეჟისორმა რეზო გიგინეიშვილმა კი ფილმი გადაიღო, რომლის პრემიერაც ბერლინალეზე შედგა. “მძევლები” – ასე ეწოდება ფილმს და ის რეალურ ამბავზეა აგებული. სცენარი რეჟისორთან ერთად ლაშა ბუღაძემაც დაწერა. ფილმის მსოფლიო პრემიერის შემდეგ, რეზო გიგინეიშვილის ნამუშევრის […]

ნახეთ პირველი კადრები თვითმფრინავის ბიჭებზე გადაღებული ფილმიდან

რეზო გიგინეიშვილის ახალი ფილმის მიმართ ქართულ საზოგადოებაში განსაკუთრებული ინტერესია. “მძევლები” – ასე ეწოდება ფილმს, რომელიც 1983 წელს გატაცებული თვიმფრინავის ამბავს შეეხება. რეჟისორის ახალი ნამუშევრის პრემიერა 15 თებერვალს ბერლინალეზე უნდა გაიმართოს, თუმცა მანამდე ფესტივალის ოფიციალური ვებ გვერდი ფილმიდან ნაწყვეტს ავრცელებს და დაინტერესებულ საზოგადოებას მცირე მონაკვეთის ხილვის საშუალებას აძლევს. ლაშა ბუღაძის და რეზო გიგინეიშვილის ერთობლივი სცენარის მიხედვით […]

რეზო გიგინეიშვილის “მძევლები” ბერლინალეზე

რეზო გიგინეიშვილის ახალი ფილმის “მძევლები” პრემიერა ბერლინალეს საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება. ოფიციალურ პრემიერამდე ფილმის ერთი წინასწარი ჩვენება უკვე მოეწყო. 15 თებერვალს კი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კინოფესტივალზე ქართველი რეჟისორის ახალ ნამუშევარს მსოფლიო კინოინდუსტრიის წარმომადგენლები შეაფასებენ. “მძევლები” 1983 წლის ნოემბერში მომხდარ რეალურ ამბავზე – თვითმფრინავის გატაცებაზეა, რომელსაც ქართული საზოგადოება თვითმფრინავის ბიჭების ისტორიის სახელით იცნობს. ფილმი საქართველოს, რუსეთის და პოლონეთის […]

გაიცანით – ქართველი ალენ დელონი

ფრანგი მსახიობი ალენ დელონი ყველა დროში ნომერ პირველ მსახიობად რჩება. 82 წლის ვარსკვლავის პროფესიოანლიზმს აღტაცებაში მოჰყავს მაყურებელი. დრამატურგი რეზო კლდიაშვილი ფართო საზოგადოებას ქართველ ალენ დელონს აცნობს: “რეზიკო გიგინეიშვილი – თანამედროვეობის ერთ-ერთი საინტერესო კინორეჟისორი. მქონდა ბედნიერება თვალყური მედევნებინა გადასაღებ მოედანზე როგორ მუშაობდა და ამიტომაც ვაძლევ ჩემს თავს ამის თქმის უფლებას. ისიც მიხარია, რომ ამ ფილმთან ერთად […]

თვითმფრინავის ბიჭებზე ფილმის გადაღებები დაიწყო

"თვითმფრინავის ბიჭები" - გმირები თუ დამნაშავეები?

გეგა კობახიძის, თინა ფეტვიაშვილის, სოსო წერეთლის, მამა თეოდორეს, კახა ივერიელის, პაატა ივერიელის ისტორიაზე, რომელიც “თვითმფრინავის ბიჭების” სახელით არის ცნობილი, ფილმის გადაღებები დაიწყო. რეჟისორი რეზო გიგინეიშვილი 1983 წელს თვითმფრინავის გატაცების ამბავს თავის მორიგ ფილმად აქცევს. “მძევლები” – ასე ეწოდება ფილმს, რომელშიც 32 წლის წინანდელი შემზარავი ისტორია გაცოცხლდება. ფილმში ერთ-ერთ მთავარ როლს მიშა გომიაშვილი ასრულებს. რეზო გიგინეიშვილის […]

როგორი იქნება ,,სიყვარული აქცენტით 2’’?

რეჟისორმა რეზო გიგინეიშვილმა უფლისციხის ხედები, შიდა ქართლის თვალწარმტაცი ჰორიზონტი და ქვაში ნაკვეთი ანტიკური ქალაქის უბნები ორი დღის განმავლობაში კინოშემოქმედებითი გუნდის ობიექტად აქცია. ქართველმა რეჟისორმა უკრაინელი მომღერის იოლკას საუნდრეკის ვიდეო რგოლის გადაღება, მორიგი ფილმისთვის „სიყვარული აქცენტით 2″, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს – უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში განახორციელა. საუნდრეკის გადაღება უფლისციხეში სტუდია “ვინეარდფილმზის” ორგანიზებით მიმდინარეობდა. „სიყვარული აქცენტით 2“, […]