ჭდე: რეზო ჩხეიძე

რეზო ჩხეიძის განსაკუთრებული ისტორია

რეზო ჩხეიძის განსაკუთრებული ისტორია

კინორეჟისორ რეზო ჩხეიძის ცხოვრების გზა ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა. მისმა ოჯახმა ბევრ სირთულეს გაუძლო. ხელოვანის მეხსიერებაში კი განსაკუთრებულად ჩაიბეჭდა ერთი ისტორია, რომელიც 1937 წლის უმძიმეს პერიოდს შეეხება და მას რეჟისორი დიდი სევდით იხსენებდა: “37-ში მამაჩემი ღამით წაიყვანეს ჩეკისტებმა. დავრჩით სტუდენტი დედაჩემი და სამი შვილი. გათენდა. დედამ „სკოლაში წადით. არავის ეგონოს დავგლახავდითო.” მივედი სკოლაში და ველოდები, […]

ფილმები, რომლებიც საქართველოს სამუდამოდ შეგაყვარებთ

ფილმები, რომლებიც საქართველოს სამუდამოდ შეგაყვარებთ

არსებობენ ფილმები, რომლებიც საქართველოს აუცილებლად და რაც მთავრია სამუდამოდ შეგაყვარებენ. ისინი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა რეჟისორის მიერ არის გადაღებული, თუმცა ერთი რამ აერთიანებთ – გაგაცნონ და დაგაინტერესონ არაჩვეულებრივი პატარა ქვეყნით, რომელსაც საქართველო ჰქვია. “არტინფო” გთავაზობთ მათ ჩამონათვალს: “ჯარისკაცის მამა” – რეზო ჩხეიძის ფილმი მეორე სამამულო ომის შესახებ. ფილმის მთავარი პერსონაჟია გიორგი მახარაშვილი, რომელიც თავისი დაჭრილი შვილის […]

თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის ფილმების ექსპოზიცია რომში

თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის ფილმების ექსპოზიცია რომში

დიდი ქართველი რეჟისორების თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის მიერ გადაღებული ფილმების მიხედვით, 16 ივნისს, ხელოვნების სასახლემ რომის ისტორიული კინოთეატრის “Casa Del Cinema” საგამოფენო დარბაზებში გამოფენა მოაწყო. ხელოვნების სასახლემ წარმოადგინა გამოფენა სახელწოდებით “იტალიური ნეორეალიზმი ქართულ კინოში”. ექსპოზიცია დიდი ქართველი რეჟისორების თენგიზ აბულაძისა და რეზო ჩხეიძის მიერ გადაღებულ იმ ფილმებს მოიცავს, რომლებიც იტალიური ნეორეალიზმის აშკარა გავლენას განიცდიან. […]

იცით ვინ იყო გოდერძი მახარაშვილის პროტოტიპი?

იცით ვინ იყო გოდერძი მახარაშვილის პროტოტიპი?

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ რეზო ჩხეიძემ თავისი გენიალური ფილმი “ჯარისკაცის მამა” რეალურ ამბავზე გადაიღო. ფილმის სცენარის ავტორი კინოდრამატურგი სულიკო ჟღენტია, რომელიც ომში წავიდა, მძიმედ დაიჭრა და ჰოსპიტალში მოათავსეს. სწორედ სულიკო ჟღენტია გოდერძი მახარაშვილის პროტოტიპი, რომელიც თავისი გმირისგან განსხვავებით, ომიდან ცოცხალი დაბრუნდა. ომის წლებს სულიკო ჟღენტი ასე იხსენებდა: „ვფიქრობდი, აი, სკოლას დავამთავრებ, სტუდენტი გავხდები და […]

იპოლიტე ხვიჩია – უდიდესი კომიკოსი თუ უდიდესი ტრაგიკოსი?!

იპოლიტე ხვიჩია - უდიდესი კომიკოსი თუ უდიდესი ტრაგიკოსი?!

– იპოლიტე საშიში პარტნიორი იყო. ყოველ სპექტაკლში რაღაც ახალ იმპროვიზაციას შემოგთავაზებდა, თუ ყოჩაღად არ იქნებოდი, შეიძლება ჩაფლავებულიყავი კიდეც, – ასე ახასიათებდნენ კოლეგები მსახიობ იპოლიტე ხვიჩიას. მისმა შვილმა ნუნუ ხვიჩიამ გამოსცა სპეციალური ბროშურა “მონოგრაფია მამაზე”, სადაც თეატრმცოდნეები, მსახიობები და რეჟისორები იპოლიტე ხვიჩიაზე საუბრობდნენ. ნანა მჭედლიძე, რეჟისორი: “პირველ მერცხალს” რომ ვიღებდით, იპოლიტე ხვიჩიასა და დოდო აბაშიძეზე ნამდვილი […]

ნახეთ ფილმის “ღიმილის ბიჭები” უცნობი ფოტოები

ღიმილის ბიჭები

ბეთხოვენა, თემური, ნათელა, ბეთხოვენა, ბოლოკა, ლევანი, ბაადური, მალხაზი, შალიკო – ეს ქართული მხატვრული ფილმის “ღიმილის ბიჭები” გმირები არიან. ფილმი რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ სულიკო ჟღენტის სცენარის მიხედვით გადაიღო. ”ღიმილის ბიჭები” თბილისელ ბიჭებზეა, რომლებიც სკოლის მერხიდან პირდაპირ მეორე მსოფლიო ომში მოხვდებიან. რეზო ჩხეიძის ფილმში მონაწილეობენ ლეილა ყიფიანი, თაზო თოლორაია, კახა ქორიძე, ნუგზარ ბაგრატიონი, მიხო ბორაშვილი, გოჩა ლომაია, თემურ ბაბლუანი, […]

ყველაზე დიდი სასწაული რეზო ჩხეიძის ცხოვრებაში

“ჩვენი ეზო”, “ჯარისკაცის მამა”, “მაია წყნეთელი”, “ნერგები”, “ღიმილის ბიჭები” – ამ ფილმების ჩამოთვლისას მაყურებელს მაშინვე რეჟისორი რეზო ჩხეიძე ახსენდება. “არტ ინფო” პატარა ეპიზოდებს გაგახსენებთ, რომლებიც რეზო ჩხეიძისთვის უმთავრესი იყო: “ჩემმა ტვინმა, გულმა და მეხსიერებამ ბევრი სახსოვარი შემომინახა. ხშირად დავცქერი ფილმებზე მუშაობის ფოტოკადრებს და ყველაფერი მახსენდება. “მაგდანას ლურჯაში” დუდუხანა წეროძისა და “ჯარისკაცის მამაში” სერგო ზაქარიაძის მიერ […]

როგორ გადაურჩა “ჯარისკაცის მამა” განადგურებას

ნახევარ საუკუნეზე მეტი გავიდა, რაც რეჟისორმა რეზო ჩხეიძემ ფილმი “ჯარისკაცის მამა” სულიკო ჟღენტის სცენარის მიხედვით გადაიღო. ფილმი, რომელიც რეჟისორის შემოქმედების სავიზიტო ბარათად იქცა, რეალურ ამბავზეა დაფუძნებული. სულიკო ჟღენტი ხშირად ყვებოდა, რომ 16 წლის ასაკში ომში მოხალისედ წავიდა, სადაც შეხვდა ბოდბისხეველ გლეხს გიორგი მახარაშვილს. იგი ასაკის მიუხედავად, ფრონტის წინა ხაზზე დაღლილ ახალგაზრდა ჯარისკაცებთან ერთად იდგა და […]

რეზო ჩხეიძის უკანასკნელი ფილმი დაიკარგა

8 დეკემბერს რეზო ჩხეიძეს 90 წელი შეუსრულდებოდა. საიუბილეოდ ცნობილი ხდება, რომ რეჟისორის უკანასკნელი მხატვრული ფილმი ”მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი” დაიკარგა. ინფორმაციას რეჟისორი და მხატვარი მაია კიკაბიძე ავრცელებს: ”ვთხოვ კულტურის სამინისტროს და იმ სტრუქტურებს, ვისაც ევალებათ ქართული კინოს პატრონობა, მოიძიონ რეზო ჩხეიძის მიერ გადაღებული მისი უკანასკნელი მხატვრული ფილმი “მაცხოვრის საფლავზე ანთებული სანთელი”, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დაიკარგა!!!”

რეზო ჩხეიძისა და კოტე მახარაძის ქუჩები თბილისში

თბილისში რეზო ჩხეიძისა და კოტე მახარაძის სახელობის ქუჩები იქნება. გადაწყვეტილება თბილისის საკრებულოში გამართულ სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე კომისიის წევრებმა თბილისში რამდენიმე უსახელო ქუჩისთვის სახელის მინიჭების თაობაზე იმსჯელეს და დადებითი რეკომენდაციაც გასცეს. კინორეჟისორ რეზო ჩხეიძის სახელი მიენიჭება მთაწმინდის რაიონში მდებარე ლარსის ქუჩის შესახვევს. ამავე რაიონში იაკობ ნიკოლაძის ქუჩის პირველ ჩიხს კი მსახიობ კოტე მახარაძის სახელის […]