ჭდე: რეზო ამაშუკელი

სპეციალური მიძღვნა რეზო ამაშუკელს

სპეციალური მიძღვნა რეზო ამაშუკელს

პოეტ რეზო ამაშუკელს სპეციალური მიძღვნა დისიდენტებმა “უწყალობეს”. დისიდენტების მიერ პოეტისადმი “მიძღვნილი” ლექსი პირველად გამოქვეყნდა. ბიმურზა დადეშქელიანი: “სხვის სამრეკლოზე შეკიდულო, მართლაც, ღამურა, შურმა და მტრობამ შენი გული სულ მთლად გამურა, ამხანაგები დააბეზღე მდივნობის ეშხით, მაგ სავარძელში დღეს იხრწნება ეგ შენი ლეში! გეგონა ლექსი გქონდა გულის ამაჩუყელი, გმობს შენს საქციელს ყველა ნაღდი ამაშუკელი!“

რეზო ამაშუკელი სოფი ლორენს უჩივის

რეზო ამაშუკელი სოფი ლორენს უჩივის

პოეტი რეზო ამაშუკელი მსახიობ სოფი ლორენს უჩივის. პოეტმა უკვე შეიტანა საჩივარი იტალიის სასამართლოში. ამის მიზეზი 40 წლის წინ მოსკოვში ჩატარებული კინოფესტივალი გახდა, სადაც სოფი ლორენი რეზო ამაშუკელს ძალიან დააშტერდა.

ქაქუცა ჩოლოყაშვილის ორდენი რეზო ამაშუკელს

ქაქუცა ჩოლოყაშვილის ორდენი რეზო ამაშუკელს

პოეტ რეზო ამაშუკელს 81 წლის ასაკში ეროვნული გმირის ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ორდენი გადასცეს. ღონისძიება, რომელიც ჩოხოსან რაინდთა დასის წევრებმა კინოს სახლში გამართეს, 81 წლის პოეტისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა. რეზო ამაშუკელი ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის ორდენის რიგით მეცხრე მფლობელია.

რას ითხოვს ინტელიგენცია?

ხელოვანების ღია წერილი საელჩოებს

ქართული ინტელიგენცია – მწერლები, მხატვრები, რეჟისორები, მსახიობები – ქეთი დოლიძე, გოგი ხარაბაძე, გოგი ქავთარაძე, რობერტ სტურუა, თემო გოცაძე, რეზო ამაშუკელი, თამაზ წივწივაძე – ღია წერილს ავრცელებენ და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ: “ბატონებო და ქალბატონებო, გვაქვს პატივი გაცნობოთ, რომ საქართველო უძველესი ცივილიზაციის ქვეყანაა. პირველი ქართული სახელმწიფო, კოლხეთის სამეფო 3.500 წელზე მეტი ხნის […]

“დროა დავასრულოთ ეპოქა ამაშუკელის, კიკნაძის, ბადურაშვილის თუ სიხარულიძის დემაგოგიისა!”

აცხადებს უცხოეთში მცხოვრები ქართველი ნუგზარ სულაშვილი და მიაჩნია, რომ დროა, ასპარეზი მომავალ თაობებს დაეთმოთ: “ჰეი, ვინ მოდის მანდ მომავლიდან? ვინ და თაობა, რომელიც დაამსხვრევს დრომოჭმულ სტერეოტიპებს. თაობა, რომელიც ახლა, ამ წუთას ზის ინტერნეტთან და ეცნობა მსოფლიოს თანამედროვე ღირებულებებს. თაობა, რომელიც დუმილით აკვირდება მამების მიერ არაერთხელ დაშვებულ შეცდომას და ემზადება ამბოხისთვის. თქვენ მათ ვერ უკარნახებთ თამაშის […]

“სხვა დრო რომ იყოს, პასუხს გაგებინებდითო”

– ასე მიმართავს პოეტ რეზო ამაშუკელის შვილი ბაია ამაშუკელი პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის შვილს თაკო ჩარკვიანს. თაკო ჩარკვიანი ბაიას საჯაროდ პასუხობს და დედის ირმა ჩხეიძის ლექსს აქვეყნებს, რომელიც რეზო ამაშუკელს ეძღვნება: “დიდმორწმუნე ბაია” ამაშუკელს – ბაია, ძვირფასო, ვხედავ დარდობ და მწერ “სხვა დრო რომ იყოს, პასუხს გაგებინებდითო” – არც 37 წელია, საბედნიეროდ, არ დაბრუნდება ის დრო, […]

“კატეგორიულად ვაცხადებ, არავითარ კოლექტიურ წერილზე ხელი არ მომიწერია”

ქაქუცა ჩოლოყაშვილის ორდენი რეზო ამაშუკელს

პოეტი რეზო ამაშუკელი იმ კოლექტიური წერილის თემას ეხმაურება, რომელსაც ცნობილი საზოგადო მოღვაწეები – მსახიობები, მომღერლები, მოცეკვავეები, ქორეოგრაფები, მწერლები, პოეტები, მხატვრები აწერენ ხელს. წერილში მათ მიერ მოთხოვნილია დიდუბის ეკლესიის ტერიტორია პანთეონს გადაეცეს, რათა პანთეონი გაფავრთოვდეს და იქ სახელოვანი მოღვაწეების დაკრძალვა გახდეს შესაძლებელი. რეზო ამაშუკელი: “მე, რეზო ამაშუკელი, კატეგორიულად ვაცხადებ, რომ დიდუბის ეკლესიის ტერიტორიის პანთეონისთვის გადაცემასთან დაკავშირებით […]

რეზო ამაშუკელი: “ამასაც საზღვარი აქვს!”

ქაქუცა ჩოლოყაშვილის ორდენი რეზო ამაშუკელს

პოეტი რეზო ამაშუკელი კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აქტიურად ადევნებს თვალ-ყურს. 80 წლის პოეტის სამიზნე ამჯერად კულტურის მინისტრი, მიხეილ გიორგაძე გახდა. რეზო ამაშუკელი: “პირდაპირ ვაცხადებ – ისევ ბიძინა ივანიშვილის ხათრით ვარ გაჩუმებული, მაგრამ ამასაც საზღვარი აქვს! ძალიან მაინტერესებს, კულტურის მინისტრს ვინ ეფარება ამბრაზურასავით? სააკაშვილის დროს ფულს არ ათეთრებდა თუ ნაციონალების მონა არ იყო? […]

რეზო ამაშუკელი: “ეგენი არიან ჩემი სამშობლოს მტრები…”

რეზო ამაშუკელი სოფი ლორენს უჩივის

პოეტი რეზო ამაშუკელი ხელისუფლებას მიმართავს და მოითხოვს დაინტერესდეს ყველა იმ ადამიანის საქმიანობით, რომლებიც მისი სამშობლოს მტრები არიან და ხმამაღლა, სიამაყით, ლანძღავენ და ჩირქს სცხებენ ყველაფერს ქართულს. რეზო ამაშუკელი: “რატომ არ უნდა ჩვენს ხელისუფლებას, რომ… მე ხომ არ ვამბობ, რომ ეს არასამთავრობოები აკრიფოს ერთ მშვენიერ ღამეს და ციხეში ჩაყაროს? ერთ რამეს ვთხოულობ, ელემენტარულ რაღაცას.. გამოიძიონ, ვინ […]

რეზო ამაშუკელი: “რას მერჩოდით?”

ქაქუცა ჩოლოყაშვილის ორდენი რეზო ამაშუკელს

პოეტი რეზო ამაშუკელი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს ყველას, გამოფხიზლდნენ და არ დაუშვან ხალხის ბოლომდე გამოთაყვანება. რეზო ამაშუკელი: “საქართველო, თბილისი, რომელიც მთელ საბჭოთა სივრცეში დახვეწილობის, ესთეტურობის, გემოვნებიანობის მექა იყო, დღეს პირდაღებული უყურებს ამ კრუხის პალოს – ჯოჯო ჯაჯოს “სხვა რაკურსს”. ეს არის სოფლის მასშტაბის გაიძვერა და ამ ამღვრეულ დროს მორგებული ზიზილ-პიპილოიანი თაღლითი, რომელიც ისედაც დაბნეული […]