Oops! It appears that you have disabled your Javascript. In order for you to see this page as it is meant to appear, we ask that you please re-enable your Javascript!

ჭდე: რატი დურგლიშვილი

რატი დურგლიშვილი “ცეკვავენ ვარსკვლავებში” აღარ მონაწილეობს

რატი დურგლიშვილი "ცეკვავენ ვარსკვლავებში" აღარ მონაწილეობს

მომღერალი რატი დურგლიშვილი “ცეკვავენ ვარსკვლავებში” აღარ მონაწილეობს. კონკურსანტს პროექტის დატოვება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო მოუწია. ინფორმაცია ამის შესახებ “ცეკვავენ ვარსკვლავების” ოფიციალურმა გვერდმა გაავრცელა: “სამწუხაროდ, რატი დურგლიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გამოეთიშა პროექტს. რატი დურგლიშვილი მადლობას გიხდით, რომ მიუხედავად ტრავმისა, შეუძლებელს აკეთებდი და მთელი ამ დროის მანძილზე ჩვენთან იყავი.”

ევროვიზიის ეროვნული კონკურსის პირველი ეტაპი დასრულებულია

ევროვიზიის ეროვნული კონკურსის პირველი ეტაპი დასრულებულია

2017 წლის ევროვიზიის ეროვნული კონკურსის პირველი ეტაპი დასრულებულია – საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადების მიღება შეწყვიტა. 7 ნოემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით, კონკურსში მონაწილეობა შეეძლო ყველა იმ მუსიკოსსა და ჯგუფს, რომლებიც წარმოადგენდნენ სპეციალურად ევროვიზიისთვის დაწერილ სიმღერებს. სულ საზოგადოებრივ მაუწყებელში შევიდა 27 განაცხადი – კონკურსანტების სრული სია ასეთია: ნანუკა გიორგობიანი გიორგი ჩიქოვანი დავით შანიძე ტრიო “მანდილი” ანჩო დოლიძე ელენე […]

რატი დურგლიშვილის მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

რატი დურგლიშვილის მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

მომღერალ რატი დურგლიშვილის მანქანას ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა გაგარინის ქუჩაზე მოხდა. ადგილზე საპატრულო, სახანძრო და სამაშველო სამსახურის მანქანები იყო მობილიზებული. სავარაუდოდ, ცეცხლის გაჩენის მიზეზი ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობა გახდა. ინფორმაცია და შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა ინტერნეტში ვრცელდება. გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალი ვარჯიშიდან სახლში ბრუნდებოდა, რა დროსაც მისი მანქანა უეცრად აალდა. მომხდარის შედეგად, საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა.

რატი დურგლიშვილმა საქართველო დატოვა

რატი დურგლიშვილმა საქართველო დატოვა

მას შემდეგ, რაც დუეტი “ჯორჯია” დაიშალა, რატი დურგლიშვილმა და მაკა ზამბახიძემ დამოუკიდებლად დაიწყეს საკუთარ კარიერებზე ზრუნვა. მაკაც და რატიც ხშირად მონაწილეობენ სხვადასხვა მუსიკალურ პროექტებსა და კონცერტებში და მაყურებელს თავს არ ანატრებენ. რატის გეგმები უფრო შორსმიმავალია, მას საქართველოს ფარგლებს გარეთ სურს მოღვაწეობა და ამისთვის პირველი ნაბიჯები უკვე გადადგა. რატიმ საქართველო დატოვა. ის ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, […]

რატი დურგლიშვილის შემოქმედებაში სიახლეა

რატი დურგლიშვილის შემოქმედებაში სიახლეა

რატი დურგლიშვილის შემოქმედებით კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყო. მომღერალმა საბოლოოდ გადაწყვიტა, სოლოკარიერა დაიწყოს. მან მუსიკისა და დრამის თეატრში მეგობრები, კოლეგები და გულშემატკივრები შეკრიბა და თავისი ახალი სიმღერისა და კლიპის პრემიერა მოაწყო. რატის ახალ სიმღერას “ქალაღლდის ნავი” ჰქვია და ის გასული წლის მაისში დაიწერა. სიმღერის და არანჟირების ავტორი რატი დურგლიშვილია, ტექსტი მანანა სიამაშვილს ეკუთვნის. მომღერალმა სიმღერა იტალიისა […]