ყვარელი

ყვარელში კოშკი ჩამოინგრა

ყვარელში კოშკი ჩამოინგრა

კახეთში, ქალაქ ყვარელში კოშკი ჩამოინგრა. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ისტორიული მნიშვნელობის კოშკი ინგრევა. გასულ წელს სვანეთში უძველესი კოშკი ჩამოინგრა. საქართველოში უამრავი ეკლესია-მონასტერი, ციხე და კოშკია, რომლებსაც სიძველის გამო, სპეციალისტების დროული დახმარება სჭირდება. ხშირად არქიტექტორების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლების დაგვიანებულ ჩარევას სავალალო შედეგამდე მივყავართ, რისი თვალნათელი მაგალითიც ყვარლის კოშკია.

ყვარელში სალოტბარო სკოლა გაიხსნა

ყვარელში სალოტბარო სკოლა გაიხსნა

ყვარელში გაიხსნა სალოტბარო სკოლა, სადაც მოზარდები, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სპეციალური პროგრამით, უფასოდ შეისწავლიან ქართული ფოლკლორის თითოეულ დარგს. სკოლის დამთავრების შემდეგ კი წარჩინებული მოსწავლეები სწავლას გააგრძელებენ თბილისის გიორგი მთაწმინდელის სახელობის უმაღლეს სასწავლებელში. სპეციალურად ამ დღისთვის ყვარელში სტუმრად ჩავიდნენ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი დონაძე, საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და ანსამბლ […]