ყინულის დედოფალი

“ყინულის დედოფალს” სოციალურად დაუცველი ბავშვები დაესწრნენ

"ყინულის დედოფალი" დაბრუნდა

შობის დღესასწაულზე სოციალურად დაუცველი 2 ათასი ბავშვი „ყინულის დედოფალს“ დაესწრო. პატარები წარმოდგენაზე პრემიერ-მინისტრმა მეუღლესთან ერთად მიიწვია. მათ სპექტაკლს პატარა მაყურებლებთან ერთად უყურეს. სპექტაკლის დაწყებამდე პრემიერმა და მისმა მეუღლემ სტუმრებს თბილისის „ივენთ ჰოლში“ უმასპინძლეს და საახალწლო საჩუქრები პირადად გადასცეს. თოვლის ბაბუა, ნაძვის ხე, ფიფქების სამყარო და ზღაპრის გმირები – სპეციალურად ბავშვებისთვის „ივენთ ჰოლში“ ზღაპრული გარემო შეიქმნა. […]

“ყინულის დედოფალი” დაბრუნდა

"ყინულის დედოფალი" დაბრუნდა

ჰანს ქრისტიან ანდერსენის გენიალური ზღაპარი „ყინულის დედოფალი“ დაბრუნდა. 7, 8 და 9 იანვარს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო წარმოადგენს თბილისის საკონცერტო დარბაზში კინოს, თეატრის და ვიზუალური ეფექტების სინთეზს – პატარებისთვის განსაკუთრებულად საყვარელ ზღაპარს. როგორც წარმოდგენის ავტორები აცხადებენ, ეს იქნება “ყინულის დედოფლის” სრულიად განსხვავებული თეატრალური ვერსია. სპექტაკლის პრემიერა შარშან სპორტის სასახლეში გაიმართა. მისი დადგმა რეჟისორსა […]