ჭდე: ყინწვისი

გიორგი მაღრაძე ყინწვისზე: “მონასტრიდან ასე დამძიმებული არასდროს წამოვსულვარ”

გიორგი მაღრაძე ყინწვისზე: "მონასტრიდან ასე დამძიმებული არასდროს წამოვსულვარ"

ისტორიკოსი გიორგი მაღრაძე ყინწვისში მის პირველ ვიზიტზე საუბრობს და აცხადებს, რომ მონასტრიდან ასე დამძიმებული არასდროს წამოსულა: “ყველა დღითიდღე ვრწმუნდებით, რომ ახალი რუის-ურბნისის კრებაა სასწრაფოდ ჩასატარებელი!… ბავშვობიდან მოყოლებული ნატვრად მქონდა ქცეული ყინწვისის მონასტერში ასვლა, მოლოცვა თამარ მეფის და “ყინწვისის მჭმუნვარე ანგელოზის” იმ ფრესკების საკუთარი თვალით ნახვა, რაც ისტორიის სახელმძღვანელოებში იყო ფურცლებზე გადმოტანილ-აღბეჭდილი… სკოლის და, ამასთან ერთად, […]

ბრალდებები ნიკა ანთიძეს

ბრალდებები ნიკა ანთიძეს

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელს ნიკა ანთიძეს დეკანოზი ილია ჭიღლაძე ეროვნული საგანძურისთვის მეტი ყურადღების მიქცევას სთხოვს: “მიუხედავად კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უხერხემლო მცდელობისა, ყინწვისის მსოფლიო მნიშვნელობის ტაძარში, რომელიც ისტორიული და სახელოვნებო მხრივ უდიდესი ეროვნული საგანძურია, შეეჩერებინა ადგილობრივი წინამძღვრის მიერ თვითნებურად დაწყებული ახალი იატაკის დაგება, პროცესი უკვე დასრულდა. სახეზეა კიდევ ერთი ვანდალიზმი – სპეციალიტების, რესტავრატორთა […]

სამარცხვინო ახალი იატაკი ყინწვისში

სამარცხვინო ახალი იატაკი ყინწვისში

ყინწვისში – ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ უნიკალურ ტაძარში ახალი იატაკი დააგეს, რომელიც სამარცხვინოა. სოფო კილასონია, ხელოვნებათმცოდნე: “ყინწვისის მხატვრობის ფერთა გამას და დომინანტურ ფერებს, ისტორიას და ასაკს, აი ამ ახალი იატაკის ფერს და ბზინვარებას რომ მიუსადაგებ… ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტო მოწოდების სიმაღლეზეა. განათლების, კულტურის და ა.შ. სამინისტროს ყველაზე თავხედი და კორუმპირებული სსიპ, რომელსაც ხელს არავინ აკარებს. როგორ […]

“სიბრმავე და თვითნებობა მეფობს”

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი

ხელოვნებათმცოდნე ნიკოლოზ ვაჩეიშვილი ყინწვისში მონასტრის გარშემო მიმდინარე მშენებლობის თემას ეხმაურება: “ვიყავი ყინწვისში, გაჩაღებულია მშენებლობა მონასტრის გარშემო, ისე, რომ წმიდა ნიკოლოზის ულამაზეს ეკლესიას თავზე ადგამენ უშველებელ, საეჭვო ღირებულების, რუსული სილუეტის მრავალგუმბათიან კომპლექსს, აგრესიულს და უსაშველოდ დიდს. ძველი მონასტრის ეზოში ხომ ახალი, ტორტივით გაფორმებული შეუსაბამო ტაძარია ჩაკვეხებული. სადაა მოწიწება, სადაა წინაპართა პატივისცემა, სადაა სილამაზის დანახვის უნარი. სიბრმავე […]

ყინწვისის მონასტერს ჩინელებმა მაღაზია მიაშენეს

ამ განცხადებას ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ინჟინერ-გეოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, პროფესორი, მწერალი ვაჟა კაკაბაძე აკეთებს და კულტურის სამინისტროს წერილით მიმართავს: “დიდი მწუხარებით გაცნობებთ, რომ ზედ ყინწვისის მონასტერს ჩინელებმა მიაშენეს მაღაზია. უმორჩილესად გთხოვთ, აღკვეთოთ ეს უმსგავსობა. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ინჟინერ-გეოლოგი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, პროფესორი, მწერალი ვაჟა კაკაბაძე. წერილი გაეგზავნა: 2017 წ. 4 ივლისი. როგორც ახლახანს […]