ჭდე: ქართული კინო

რა არის ქართული კინო?

რა არის ქართული კინო?

– რა არის ქართული კინო? – ამ კითხვაზე ალბათ უმრავლესობა გიპასუხებთ, რომ ქართული კინო არის განსაკუთრებული მოვლენა მსოფლიო კინემატოგრაფში და ქართველმა რეჟისორებმა შედევრები შექმნეს. – ჩვენი საზოგადოება ფანტომურ ტკივილებს განიცდის ქართული კინოს გარეშე, – ამბობს რეჟისორი ბუბა ხოტივარი: “კინო დიდი ხანია, რაც აღარ არის მხოლოდ სანახაობა და გართობა. კინო არის საზოგადოების აღზრდის ყველაზე (ყველაზე!) სერიოზული, […]

ქუჩაში დაყრილი ქართული კინო

ქართული კინო

გულზე ხელი დაიდეთ და ისე თქვით, რამდენჯერ გიამაყიათ ქართული ფილმების გენიალურობით? რამდენჯერ გიტირიათ ან აღფრთოვანებულხართ ქართველი რეჟისორების და მსახიობების უძლიერესი ტანდემით? დღეს ქართული კინო და მისი არქივი კინოსტუდიაში ღია ცის ქვეშ ქუჩაშია დაყრილი. ფოტოებს კინოსტუდიიდან დინა ოგანოვა ავრცელებს: “ეს ისე, თუ გაინტერესებთ როგორ უფრთხილდებიან საქართველოში ქართულ კინოს და მის არქივს კინოსტუდიაში. გამარჯობა…”

ქართული კინოს სამარცხვინო დაფინანსება

ლევან თუთბერიძე დააჯილდოვეს

ბოლო წლების განმავლობაში ქართულმა კინომ არაერთ საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმატებებს მიაღწია. ამის მიუხედავად ქართულ კინოს სამარცხვინო დაფინანსება აქვს. რეჟისორი ლევან თუთბერიძე ეროვნული კონკურსის დაფინანსებისთვის გამოყოფილ თანხას ასახელებს და მას სამარცხვინოს უწოდებს: “სირცხვილია! ქართული კინოს დაფინანსება 1 000 000 ლარი. ეროვნული კონკურსის დაფინანსება არის ეს ციფრი. ევროპულ კინოცენტრებს აფინანსებენ ფონდები და კერძო ინვესტორები. მაგალითად, დანიის კინოცენტრის ბიუჯეტი […]

გოგი გვახარია ქართულ კინოში არსებულ პრობლემაზე

გოგი გვახარია ნინო ანანიაშვილს: ,,უხერხულია!”

კინომცოდნე გოგი გვახარია ქართულ კინოში არსებული სხვადასხვა პრობლემებიდან ერთ-ერთზე აკეთებს აქცენტს და საზოგადოებას განმარტებას აძლევს. გოგი გვახარია: “მგონი, გასაგებია (გუშინდელი ზოგიერთი სტატუსის და კომენატრის შემდეგაც), რატომ არ არის გარემო ქართულ კინოში. გარემო რომ იყოს კინოში, ეს გარემო უნდა გიყვარდეს. აი, როგორც, მაგალითად, ალმოდოვარს უყვარს მადრიდი, ან რომერს პარიზი, ფლაერტის ალიასკა და ოძუს ტოკიო. კინო ხომ […]

CNN-ი ქართული კინოთი დაინტერესდა

CNN-ი ქართული კინოთი დაინტერესდა

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტელეკომპანია CNN-ი ქართული კინოთი დაინტერესდა. სპეციალურად ამ სფეროს უკეთ შესასწავლად თბილისში CNN-ის ჟურნალისტი Lianne Turner ჩამოვიდა და ეროვნულ კინოცენტრს ესტუმრა. ჟურნალისტი საქართველოს შესახებ ნახევარსაათიან ფილმს იღებს, რომლის ნაწილიც ქართულ ფილმწარმოებას დაეთმობა. ნანა ჯანელიძესთან და ზაზა ურუშაძესთან ინტერვიუები უკვე ჩაიწერა, ფილმი კი CNN International-ის ეთერში უახლოეს პერიოდში გავა.

ირაკლი ღარიბაშვილი: “დადგა დრო, ქართული კინო განვითარდეს”

ირაკლი ღარიბაშვილი: "დადგა დრო, ქართული კინო განვითარდეს"

საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დადგა დრო, ქართული კინო განვითარდეს და ის ახალ ეტაპზე ავიდეს. მისი განმარტებით, რეჟისორ ზაზა ურუშაძის ფილმის წარმატებამ დაადასტურა, რომ ქართული კინო არ არის მხოლოდ ისტორიის ნაწილი და ის სხვა ეტაპზე გადადის: “ეს არის არამარტო თქვენი გამარჯვება და აღიარება, არამედ ქართული ნიჭის გამარჯვება და აღიარებაც. თქვენ დაამტკიცეთ, რომ ჩვენ […]

2014 – ქართული კინოს წელი

2014 - ქართული კინოს წელი

საქართველოს ეროვნული კინოცენტრი 2014 წელს აფასებს და ამ წელს ქართული კინოს წარმატების წელს უწოდებს: “ზაზა ურუშაძის „მანდარინები“ ოქროს გლობუსის ნომინანტია; ოსკარის „შორთ ლისტსში“ ეროვნული კინოცენტრის მიერ დაფინანსებული ორი ქართული ფილმი მოხვდა: საქართველოს მიერ წარდგენილი „სიმინდი კუნძული“ და ესტონეთიდან წარდგენილი ქართულ-ესტონური კოპროდუქცია „მანდარინები“; ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმსა MoMA და ბერკლის წყნარი ოკეანის არქივში გაიმართა ქართული ფილმების მასშტაბური […]