ჭდე: ქართული ხმები

3 ბენეფიციარისთვის დაგეგმილ საქველმოქმედო კონცერტს ჩაშლა ემუქრება

3 ბენეფიციარისთვის დაგეგმილ საქველმოქმედო კონცერტს ჩაშლა ემუქრება

19 დეკემბერს საქველმოქმედო ფონდის “ცხოვრება მშვენიერია” მიერ თბილისის საკონცერტო დარბაზში დაგეგმილია საქველმოქმედო კონცერტი 23 წლის ლუკა ალიბეგაშვილის, 32 წლის ანა მამულაშვილის და 15 წლის ქეთი ქარუმიძის გადასარჩენად. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ თბილისის ბიგ ბენდი, ქართული ხმები, სამეფო ნაციონალური ბალეტი ფოცხიშვილები, ლელა წურწუმია, მაკა ზამბახიძე და ბენდი ნონსტოპი. ინფორმაცია კონცერტის ჩაშლის შესახებ მსახიობმა ნატო გაგნიძემ გაავრცელა: “უკვე […]

მოგისმენიათ ზაურ ბოლქვაძის უკანასკნელი სიმღერა?

მოგისმენიათ ზაურ ბოლქვაძის უკანასკნელი სიმღერა?

მომღერალი ზაურ ბოლქვაძე “ქართული ხმების” ერთ-ერთი გამორჩეული წევრი იყო. მისი პირველი ხმა დღესაც შეუდარებელ და გენიალურ ხმად არის მიჩნეული. ზაურ ბოლქვაძე მისმა უმცროსმა კოლეგამ დავით არჩვაძემ გაიხსენა: “დღეს ზაურ ბოლქვაძის იუბილეა. ღმერთმა მოიხსენიოს და აცხონოს მისი კეთილი სული. ეს ჩემი სიმღერა მისთვის ბოლო აღმოჩნდა. ჩემთვის კი ძალიან საამაყო და ლამაზი ისტორიაა.”

ქართული ფოლკლორის საღამო გოგი დოლიძის ხსოვნისთვის

5 სექტემბერს 19 საათზე ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში ქართული ფოლკლორის საღამო გაიმართება. 30 წლის ლეგენდარული ანსამბლი “ქართული ხმები” ბათუმის მუსიკალური ცენტრის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტს ჩაატარებს, რომელიც ცნობილი ქართველი მომღერლის გოგი დოლიძის ხსოვნას მიეძღვნება. ქართული ფოლკლორის საღამოზე ანსამბლი თავისი რეპერტუარიდან საუკეთესო სიმღერებს შეასრულებს.

ბათუმში კლასიკური მუსიკის დღესასწაული იწყება

2017 წლის 2-8 სექტემბერს, საოცნებო ზღვისპირა ქალაქ ბათუმში, წელს მეხუთედ ტარდება კლასიკური მუსიკის საერთაშორისო საიუბილეო ფესტივალი Batumi MusicFest. ელისო ბოლქვაძის მიერ დაარსებული ფესტივალი ევროპის ფესტივალების ასოციაციის წევრია და იუნესკოს მაღალი პატრონაჟით გაიმართება. მასში მონაწილეობას მიიღებენ უმაღლესი დონის მუსიკოსები და ახალგაზრდა ტალანტები: ელისო ბოლქვაძე, ლისტის ორკესტრი, პეტრო დე მარია, დავით მუქერია, მიშელ სონი, ალექსანდრა მასალევა, ქართული […]

“აი, ესაა ჩემთვის დიდი სიამაყე”

ოთო ნემსაძე

მომღერალი ოთო ნემსაძე ხშირად აძლევს თავის ერთგულ მსმენელს შესაძლებლობას იამაყოს მისით, თუმცა ოთოს ცხოვრებაშიც დგება მომენტები, როცა თავადაც ამაყია და ამ სიხარულის გაიზარება გარშემომყოფებისთვის სურს: “როცა მსოფლიო დონის ვარსკვლავი შენთან სტუმრად ჩამოდის და მერე შენთან ერთად ავტობუსით და სამარშუტო ტაქსით შენს ქვეყანას ათვალოერებს, როცა ყველაფერს გულმოდგინედ აკვირდება და სწავლობს – აღფრთოვანებას ვერ მალავს შენი ქვეყნის […]

“გადავარჩინოთ ბავშვები”

ნინო სურგულაძემ "სიკეთის ბარათების" დარიგება დაიწყო

ამ მოწოდებით მსოფლიოში აღიარებული ქართველი საოპერო მომღერალი ნინო სურგულაძე გამოდის და სიკეთის ერთობლივი კეთებისკენ მოუწოდებს საზოგადოებას. ნინომ დაავადებული ბავშვების გადასარჩენად საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე” დააარსა და 40-მდე ბავშვს დაეხმარა. მორიგი ქველმოქმედებისთვის ნინო სურგულაძე თავის გულშემატკივრებს 28 დეკემბერს გააერთიანებს. თბილისის საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო ფონდი “ნატვრის ხე” საახალწლო გალა კონცერტს გამართავს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი შემსრულებლები, […]

“ქართული ხმები” ბათუმის მუსიკალურ ფესტივალზე იმღერებს

18 სექტემბერს ანსამბლი “ქართული ხმები” ბათუმის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე იმღერებს. ანსამბლი კონცერტს ბათუმის ხელოვნების ცენტრში გამართავს. ლეგენდარული ანსამბლი შეკრებილი მსმენელისთვის რეპერტუარიდან საუკეთესო სიმღერებს შეასრულებს. ბათუმის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი – BATUMI MUSICFEST მსოფლიოში აღიარებულმა ქართველმა პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ დააარსა. ფესტივალი წელს უკვე მეოთხედ იმართება. მასში ქართველი ხელოვანების გარდა, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები მონაწილეობენ. BATUMI MUSICFEST 17 სექტემბერს […]

კრაკოვში თბილისის დღეები ჩატარდება

12-14 ივნისს თბილისის დაძმობილებულ ქალაქ კრაკოვში (პოლონეთი) „თბილისის დღეები“ გაიმართება. მსგავს ღონისძიებას რამოდენიმე წლის წინ უკვე უმასპინძლა კრაკოვმა, სადაც ქართველმა ხელოვანებმა შესანიშნავად წარმოაჩინეს ქართული კულტურა და საპასუხოდ პოლონელ ხელოვანებიც მიიღეს თბილისში. ამჯერად „თბილისის დღეები“ პოლონური მხარის ინიციატივით დაიგეგმა და 12 ივნისს, თანამედროვე ქართული საბალეტო წარმოდგენის „ჰარირა“ ჩვენებით გაიხსნება, რომლის ქორეოგრაფიც მარიამ ალექსიძეა. წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა […]

“ქართული ხმები” ბულგარეთში მიიწვიეს

ანსამბლი “ქართული ხმები” ბულგარეთში მიიწვიეს. მომღერლები კონცერტს სოფიას კულტურის ნაციონალურ სასახლეში გამართავენ, რომელიც 5000 ადამიანს იტევს. კონცერტში “ქართულ ხმებთან” ერთად ქალთა ბულგარული ანსამბლი “ბულგარული ხმების მისტერია” მიიღებს მონაწილეობას. საღამოზე 20-ზე მეტი სიმღერა აჟღერდება. კონცერტი მთლიანად ფოლკლორულ ხასიათს ატარებს და “ქართული ხმები” ბულგარელი მსმენელისთვის 12 ხალხურ სიმღერას შეასრულებს. კონცერტს უკვე გამოეხმაურა რუსული გამოცემა “კამსამოლსკაია პრავდას” ბულგარული […]