ჭდე: ქართული ენა

მიხეილ ჯავახიშვილი: “ქართულ ენას ზაფრანის ფერი დაედო”

დაიდგას თბილისში მიხეილ ჯავახიშვილის ძეგლი!

მწერალი მიხეილ ჯავახიშვილი ქართული ენის პრობლემების შესახებ ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში წერდა. სამწუხაროდ, პრობლემები არათუ გადაიჭრა, არამედ კიდევ უფრო გაღრმავდა – დღეს ქართული ენა აღარ არის პრიორიტეტი და ქვეყანაში ინგლისური ენა დომინირებს. მიხეილ ჯავახიშვილი: „უცხო კულტურას და აპარატს თან მოაქვს უცხო ტერმინებიც და ახალმა ნიაღვარმაც უმალ მოდრიკა ქართული მეტყველება. იმ ხანებში XIX საუკუნის პირველ ნახევარში […]

“საკუთარი ერისგან მწარედ მოკლული, სიძულვილის ენაა ქართული!”

მხატვარი და რეჟისორი მაია კიკაბიძე წუხს, რომ ყველაზე უძველესი და უნიკალური ენა დღეს სიძულვილის ენადაა გადაქცეული: “ყველაზე ლამაზი დამწერლობა, უძველესი და უნიკალური, საგალობელთა ენა, ულამაზესი სიტყვებით, ერთადერთი ენა ყველა თავისი სიტყვით სიმბოლური შინაარსით, ქართული ენა ჩვენი სულის სამკაული, მარგალიტ ჭია გაჩენილი, თბილი და ტკბილი გაშხამებული, ლამაზი დამახინჯებული, ბგერებით გაავებული, გულის მოსაკლავად სიძულვილის ენად გადაქცეული, ბოროტის […]

ქართული ენა გუგლის ხმის ამომცნობ სისტემაში

– ნაკლები წერა და უფრო მეტი საუბარი! – ეს არის გუგლის მიზანი, რომელიც მილიარდობით ადამიანს სიახლის შესახებ საკუთარი ბლოგის საშუალებით ატყობინებს. ამიერიდან გუგლის ხმოვანი სიგნალის ამომცნობ სისტემას ქართული ენაც ესმის. ამ სისტემას 30 ახალი ენა დაემატა და მათ შორისაა ქართული: “გუგლის ხმოვანი სიგნალის ამომცნობი სისტემა მხარს უჭერს უძველებს ენებს. მათ შორისაა ქართული, რომლის ანბანიც X […]

“აბუჩად იგდებთ იმ ენის ანბანს, რომელსაც “სახარებასა შინა ლაზარე ჰქვია”

ლევან ღვინჯილიას გაფრთხილება ქართველებს

წლებია ენათმეცნიერი ლევან ღვინჯილია ქართული ენის სადარაჯოზეა. მას განსაკუთრებულად აღიზიანებს სახელმწიფო ენის უგულებელყოფა და ბოლო პერიოდში ინგლისური ენის პრიორიტეტად წარმოჩინება. მეცნიერისთვის ქართველი მხოლოდ ისაა, ვინც “ქართულ ენაში ცხოვრობს”. ლევან ღვინჯილია: “რომაელნო!!! თუ არც მაცხოვრის აღდგომა გწამთ, არც მის მიერ ლაზარეს აღდგინება, არც იმის შეგნება გაწუხებთ, რომ ქართველი მხოლოდ და მხოლოდ ისაა, ვინც “ქართულ ენაში ცხოვრობს” […]

ნუ ვკლავთ ქართულ ენას!

– ამ ენაზე “ვეფხისტყაოსანი” დაიწერა და თქვენ არ გეყოთ საბჟუტუროდ? რა ხდება? ვერ დევეტიეთ ამ ენაში? მოვა თაობა და მართლა ვეღარ წეიკითხავს იმ ნაწარმოებებს, რომლებიც დაწერილია ქართულად, – ამბობდა მწერალი ოტია იოსელიანი. წლების შემდეგ, მწერლის ნათქვამი სულ უფრო აქტუალური ხდება. – ნუ ვკლავთ ქართულ ენას, ფარნავაზის პირმშოს! – მოუწოდებს საზოგადოებას ჟურნალისტი თამაზ ჭეიშვილი და იმ […]