ქალაქი ბიბლიოთეკა

ქუთაისში ელექტრონული ბიბლიოთეკა დაამტვრიეს

ქუთაისში ელექტრონული ბიბლიოთეკა დაამტვრიეს

უცნობმა პირებმა ქუთაისში ელექტრონული ბიბლიოთეკის დიდი სტენდი დაამტვრიეს. სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქალაქში ბიბლიოთეკის სტენდი დაზიანდა. ორი კვირის წინ შემთხვევა სხვა ქუჩაზე მოხდა. პროექტის „ქალაქი – ბიბლიოთეკა“ ფარგლებში ქუთაისში ელექტრონული ბიბლიოთეკები ოქტომბერში დამონტაჟდა. სამუშაოებისთვის კი 25.000 ლარი გამოყო.

ელექტრონული ბიბლიოთეკა დაამტვრიეს

ელექტრონული ბიბლიოთეკა დაამტვრიეს

რამდენიმე თვის წინ თბილისში 50-მდე ქართველი მწერლისა და პოეტის სახელობის ქუჩებზე ელექტრონული ბიბლიოთეკების სტენდები განთავსდა. „ქალაქი ბიბლიოთეკა“ – ასე უწოდეს პროექტს მისმა ორგანიზატორებმა. ელექტრონული ბიბლიოთეკის საშუალებით მკითხველებს პოეტებისა და მწერლების ნაწარმოებებთან ერთად მათი პუბლიცისტური ნაშრომების, ჩანახატების და წერილების ჩამოტვირთვის საშუალებაც აქვთ. სამწუხაროდ, ელექტრონული ბიბლიოთეკა მიუღებელი აღმოჩნდა იმ ადამიანებისთვის, ვინც ლიტერატურის ფასი არ იცის და ერთ-ერთი […]