ჭდე: პრემიერა

მოზარდ მაყურებელთა თეატრის სეზონის ბოლო პრემიერა!

თეატრალური სეზონის ბოლოს მოზარდ მაყურებელთა თეატრი მაყურებელს კიდევ ერთ პრემიერას სთავაზობს. 23 და 24 ივნისს 19:00 საათზე, დიდ სცენაზე, წარმოდგენილი იქნება ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი სპექტაკლი „მე, ბებია, ბაბუა და ჭინკები“. ინსცენირების ავტორმა და რეჟისორმა გიორგი თავაძემ რამდენიმე ნაწარმოები გააერთიანა: „ჭინკები“, „მონატრება“, „სისხლი“, „ნუ გეშინია, დედა“, „დედა“, „მზიანი ღამე“ და „მარადისობის კანონი“. სპეციალურად ამ […]

თოჯინების თეატრი პრემიერისთვის ემზადება

თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი პრემიერისთვის ემზადება. 8 მარტს თეატრი წარმოადგენს სპექტაკლს “საქართველო“, რომლის ინსცენირების, რეჟისურისა და სცენოგრაფიის ავტორი ნიკოლოზ საბაშვილია, მუსიკალური გაფორმება კი თამაზ იმნაძეს ეკუთვნის. “საქართველოს ისტორია – მრავალი გადატანილი ომის, მტერთან თავდაუზოგავი ბრძოლის ისტორია… მოუსვენარი ცხოვრება ქვეყნისა, რომელსაც ძიძგნიდნენ, ჭამდნენ, მაგრამ მაინც მუდამ გაისმოდა ჩვენი – ქართველების სიმღერისა და […]

სანდრა რულოვსზე გადაღებულ ფილმს ჰოლანდიაში აჩვენებენ

მიხეილ სააკაშვილის მეუღლეზე სანდრა რულოვსზე გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს “დადექი შენი პრეზიდენტის გვერდით” 5 მარტს მის სამშობლოში, ჰოლანდიაში აჩვენებენ. ფილმი, რომელზეც რეჟისორმა ინეკე სმიტმა იმუშავა, სანდრა რულოვსის პირველი ლედობის პერიოდზეა გადაღებული და მისი ჰოლანდიური პრემიერა გაზაფხულზეა დაგეგმილი. ფილმში წარმოდგენილია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის წლები, იმდროინდელი რეფორმები, ვარდების რევოლუცია, სანდრმა რულოვსის პირადი და საზოგადოებრივი ცხოვრება და ოჯახური საქმიანობა. […]

ლიტერატურულმა თეატრმა ახალი სპექტაკლი დადგა

რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულმა თეატრმა ახალი სპექტაკლი დადგა. წარმოდგენის თბილისური პრემიერა 11 თებერვალს მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართება. შეკრებილი მაყურებლისთვის იზა ვეფხვაძე წარმოადგენს საავტორო ლიტერატურულ სპექტაკლს “მთების ბალადა”. სპექტაკლი ლეგენდარულ მთამსვლელებს ალექსანდრა, ალიოშა და სიმონ ჯაფარიძეებს ეძღვნება. როგორც სპექტაკლის ავტორი განმარტავს, ეს წარმოდგენა მან ალექსანდრა ჯაფარიძის 120 წლის იუბილეს მიუძღვნა. პირველად ლიტერატურული თეატრის ახალი სპექტაკლი “მთების ბალადა” […]

ბათუმის მუსიკალურ ცენტრში პრემიერისთვის ემზადებიან

5, 6 და 7 თებერვალს ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში პრემიერისთვის ემზადებიან. „ნული საათი“ – ასე ეწოდება წარმოდგენას, რომელიც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის საშემსრულებლო ხელოვნების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაიდგმება. სპექტაკლი ბრიტანული ინოვაციური ეკრანიზებული თეატრის ქართული ვერსიაა, რომელზეც რეჟისორი გიორგი თავაძე მუშაობს. სპექტაკლში ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული პროფესიული თეატრის მსახიობები მონაწილეობენ. […]

ახმეტელის თეატრში ჩაპეკის პიესა გათამაშდება

31 იანვარს და პირველ თებერვალს ახმეტელის თეატრში სპექტაკლის პრემიერა გაიმართება. ცნობილი ჩეხი მწერლის კარელ ჩაპეკის პიესა “დედა” ახალგაზრდა რეჟისორმა გიორგი სავანელმა ახმეტელის თეატრის დასთან ერთად დადგა. XX საუკუნის შესანიშნავი პროზაიკოსი კარელ ჩაპეკი ფანტასტიკური ჟანრის პიესებს წერდა, აღსანიშნავია რომ სიტყვა “რობოტის” ავტორობას სწორედ კარელ ჩაპეკს მიაწერენ. ომი, ძალადობა, ბრძოლა სიკეთისა და სამართლიანობისთვის, ფსიქოლოგიურ დრამაში ჩაპეკის პერსონაჟები […]

Avatar 2-ის პრემიერა გადაიდო

“Avatar”-ის რეჟისორმა ჯეიმს კამერონმა უკვე გააკეთა ოფიციალური განცხადება, რომ “Avatar 2”-ის პრემიერა 2017 წლისთვის არის გადატანილი. ფილმის მეორე ნაწილის პრემიერის თითქმის ერთწლიანი დაგვიანება რეჟისორმა იმით ახსნა, რომ სამივე ფილმის გადაღებები ერთდროულად მიმდინარეობს. ტრილოგიის დეკორაციასა და პერსონაჟების შექმნაზე შემოქმედებითი ჯგუფი აქტიურად მუშაობს: “როგორც ჩანს, საკმაოდ ამბიციურები აღმოვჩნდით. პირველ ფილმზე მუშაობისას წელიწადნახევარი დამჭირდა სცენარის დასამუშავებლად. ახლა კი ჩვენ […]

მარჯანიშვილის თეატრში პრემიერისთვის ემზადებიან

16 და 17 იანვარს მარჯანიშვილის·თეატრის სხვენში პრემიერა გაიმართება. რეჟისორი პეტრე ჩარგეიშვილი მაყურებელს ეშსთავაზებს სპექტაკლს, რომელიც ლაშა თაბუკაშვილის „ათვინიერებენ მიმინოს“ მიხედვით დადგა. სპექტაკლის რეჟისურის გარდა, პეტრე ჩარგეიშვილმა მის სცენოგრაფიასა და მუსიკალურ გაფორმებაზეც იმუშავა. წარმოდგენაში მონაწილეობენ ვალერი კორშია, ზაზა იაკაშვილი, გიორგი ყორღანაშვილი, ლილე ფილფანი, ნათია ნიკოლაიშვილი, გიორგი ტატიშვილი, თენგიზ პაპიძე, გიგა გოგოჩაძე, გიორგი ჟღერია, ბესო ბახტაძე, ბაკური […]

თბილისის მოზარდმაყურებელთა თეატრი პრემიერას ითამაშებს

ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრი ახალ წელს პრემიერით იწყებს. თეატრი 17 და 18 იანვარს პატარა მაყურებელს შარლ პეროს ცნობილ ზღაპარს „წითელქუდას“ წარუდგენს. შალვა გაწერელიას ინსცენირებით „წითელქუდას“ გათანამედროვებულ ვერსიას რეჟისორი და ინსცენირების ავტორი ოთარ ბაღათურია დგამს. სპექტაკლის მხატვარია აივენგო ჭელიძე, კოსტიუმების მხატვარი მაია სხირტლაძე, მუსიკალური არანჟირების ავტორი ლექსო ტურიაშვილი, გამოყენებულია დავით ტურიაშვილის მუსიკა, ქორეოგრაფი ანანო […]

ქართველი მომღერლები დაიკარგნენ

ქართული ესტრადის თითქმის ყველა ცნობილი მომღერალი დაიკარგა. მათი დაკარგვა, არც მეტი არც ნაკლები ზუსტად ახალ წელს მოხდა. “ახალ წელს დაკარგულები”, – სწორედ ასე ჰქვია ახალ ქართულ ფილმს, რომელიც რეჟისორმა გიორგი კიკალიშვილმა გადაიღო. ფილმი მუსიკალური კომედიაა და მასში ქართული ესტრადის ცნობილი მომღერლები მონაწილეობენ. მათთან ერთად ფილმში ცნობილი მსახიობები და ტელეწამყვანებიც არიან დაკავებული. აჩიკო მეფარიძე, ქუჩის ბიჭები, […]