ჭდე: პოლონეთი

მარიკა მაჩიტიძე პოლონეთში მიიწვიეს

თბილისის ოპერის თეატრის სოლისტი ქუთაისელი მარიკა მაჩიტიძე პოლონეთში მიიწვიეს. მომღერალი საახალწლო კონცერტს ჩაატარებს. 3 იანვარს ქალაქ ვროცლავში Centennial Hall-ში მარიკა მაჩიტიძე კონცერტს გამართავს. მასთან ერთად პოლონელი ბარიტონი მარჩინ ბრონიკოვსკი მიიღებს მონაწილეობას. ვროცლავის სიმფონიურ ორკესტრს ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გოგი ჭიჭინაძე უდირიჟორებს.