პოლიკარპე ხუბულავა

პოლიკარპე ხუბულავა გარდაიცვალა

პოლიკარპე ხუბულავას ვარსკვლავს გაუხსნიან

90 წლის ასაკში გარდაიცვალა უდიდესი მომღერალი და უხუცესი ლოტბარი, მეგრული სიმღერის პატრიარქი პოლიკარპე ხუბულავა, ადამიანი რომლის მოღვაწეობაც ფასდაუდებელია და შეუფასებელი. ინფორმაციას საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ავრცელებს. ის ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს და ქართულ საზოგადოებას. პოლიკარპე ხუბულავას 90 წლის იუბილე ზუგდიდში დეკემბერში აღინიშნა. 4 დეკემბერს ზუგდიდის კულტურის ცენტრში შემოქმედებითი საღამო გაიმართა ფოლკლორული ანსამბლების […]

პოლიკარპე ხუბულავას ვარსკვლავს გაუხსნიან

პოლიკარპე ხუბულავას ვარსკვლავს გაუხსნიან

4 დეკემბერს ღვაწლმოსილ ლოტბარს ბატონ პოლიკარპე ხუბულავას 90 წლის იუბილესთან დაკავშირებით მისი სახელობის ვარსკვლავს ზუგდიდში გაუხსნიან. საიუბილეო ღონისძიებაა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრ “ოდიშში” გაიმართება. საიუბილეო ღონისძიების ორგანიზატორები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრი და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმართველობა საიუბილეო საღამოში მონაწილეობას მიიღებენ ფოლკლორული ანსამბლები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან.